შემადგენლობა:
- 125 გ დარბილებული კარაქი, 250 გ შაქარი
- 6 კვერცხი, 125 გ დაფქული ნუში, 1 ჩ.კ დარიჩინი
- ¼ ჩ.კ მიზაკის ფხვნილი
- 1/8 ლ მოხარშული მოკა ნა ესპრესო
- 40 მლ ყავის იქიორი
- 300 გ ფქვილი
- 1 პაკეტი ცომის საფხვიერებელი
- მარილი, 125 გ რძიანი შოკოლადი
- ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისათვის
მომზადება:
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. კარაქი და შაქარი ათქვიფეთ კრემისებრი მასისი მიღებამდე. კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. კვერცხის გული, ნუში , დარიჩინი, მიხაკის ფხვნილი, მოკა და ლიქიორი შეურიეთ ერთმანეთს. დაუმატეთ ფქვილი, ცომის საფხვიერებელი და კარგად მოურიეთ. კვერცხის ცილა და 1 მწიკვი მარილი ათქვიფეთ გამაგრებამდე და შეურიეთ ცომს. ჩაასხით ცომი ფორმაში და აცხვეთ 1 სთ. როცა ნამცხვარი გაცივდება, ფორმა ცხაურზე გადმოაბრუნეთ. შოკოლადი დააქუცმაცეთ, ორთქლზე გაადნეთ და კოვზით მოახით ნამცხვარს, ზედ კი ქოქოსის ფანტელი მოაყარეთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ნიგვზიანი რულეტი |