შამადგენლობა:
- 3 ც კვერცხი
- 1 ჭიქა შაქრის პუდრა
- 150 გრ კარაქი
- 3ს.კ კაკაო
- 200-300 გრ ”პეჩენია”
- 1 ჭიქა ნიგოზი
მომზადება:
კვერცხითა და შაქრის პუდრით გოგლი-მოგლს გავაკეთებთ. ქვაბს ცეცხლზე შემოვდგამთ და მასში გამდნარ კარაქს ჩავუშვებთ. კაკაოსა და გამზადებულ გოგლი-მოგლსაც ჩავამატებთ. ადუღებამდე უნდა ვურიოთ და მერე გადმოვდგათ. ” პეჩენია” წინასწარ უნდა დავჭრათ და ისიც მოუხალავ ნიგოსთან ერთად ცხელ მასაში უნდა ჩავუშვათ. სპეციალური ცელოფანი გავამზადოთ და ცხელ-ცხელი მასა მსზე დავასხათ. ძეხვის ფორმაზე გადავახვიოთ და მაცივარში შევდგათ. დროდადრო გამოვიღოთ ხოლმე და გადავაგოროთ, რომ კარგად დამრგვალდეს. სანამ კარგად არ შეიკვრება, საყინულეში მანამდე გავაჩერებთ. ბოლოს კი გამოვიღებთ და ძეხვივით დავჭრით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
მარმარილოს ნამცხვარი |