შემადგენლობა:
- 4 კვერცხი, 2 ჭიქა ფქვილი
- 3ს.კ კაკაო
- 0.5 ჭიქა შაქრის ფხვნილი
- 30 გრ კარაქი
- ალუბლის კონფიტიური
- ათქვეფილი ნაღები
- გახეხილი შოკოლადი
მომზადება:
კვერცხი ავთქვფიოთ შაქრის ფხვნითან ერთად, დავუმატოთ გაცრილი ფქვილი და კაკაო, ავურიოთ შემდეგ დავუმატოთ გამდნარი კარაქი. მიღებული ცომი დავასხათ ცხიმწასმულ ტაფაზე და გამოვაცხოთ 10 წუთის განმავლობაში 200 გრადუსს ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში. გამომცხვარი ფენა ცხელ-ცხელი დავდოთ პირსაწმენდზე და გადავახვიოთ, 30-40 წუთით გავაციოთ. შემდეგ რულეტი გავშალოთ, დავნამოთ კონფიტიურის წვენით, წავუსვათ ნაღები, დავალაგოთ ალუბლის მარცვლები და კვლავ გადავახვიოთ, მოვრთოთ გახეხილი შოკოლადით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
თხილის ნამცხვარი |