შემადგენლობა:
- 0.5 ლიტრი მაწონი
- 1ჩ.კ სოდა
- ნახევარი ლიტრიანი ქილით შაქარი
- 2ს.კ ზეთი
მასალა ბეზესთვის:
- 1 ც კვერცხის ცილა
- 5ს.კ შაქარი
მომზადება:
მაწონს დავუამტოთ 1 ჩ.კ სოდა და ავურიოთ კოვზით. დავუამტოთ შაქარი, 2ს.კ საჭმელი ზეთი, ფქვილი, რამდენსაც შეიზელს. მოვზილოთ ცომი და გავაბტყელოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და დავჭღათ ჭიქით. დავაწყოთ თბილ ტაფაზე და გამოვაცხოთ ღუმელში. როცა ფერს იცვლის, გადმოვიღოთ და სათითაოდ წავუსვათ ბეზე( 1 კვერცხის ცილა, 5ს.კ შაქარი ერთად ათქვეფილი) და ისევ შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
რძიანი ფუნთუშები |