Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

ვაშლის ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ ფქვილი
  • 100 გრ კარაქი
  • 4-5 ცალი ვაშლი (სიდიდის მიხედვით)
  • 100 გრ შაქარი
  • ვანილი და დარიჩინი (გემოვნებით)

მომზადება:

დარბილებული კარაქი და ფქვილი კარგად ავურიოთ, ამის შემდეგ დავამატოთ წყალი და მოვამზადოთ საშუალო სისქის ცომი.

15 წუთის შემდეგ, ცომი გავაბრტყელოთ.

ვაშლი გავთალოთ და დავჭრათ ნახევარმთვარის ფორმებად.

ტაფაზე დავაფინოთ ფოლგის ქაღალდი, დავდოთ ზედ ცომი და ტაფის გვერდებზე ამოვკეცოთ.

შემდეგ წრიულად, ვაშლის ნაჭრები დავალაგოთ, ისე რომ ცარიელი ადგილი არ დარჩეს. მოვაყაროთ შაქარი. (შაქრის რაოდენობა დამოკიდებულია ვაშლის სიტკბოზე თუ ტკბილია ვაშლი ნაკლები შაქარი მოვაყაროთ ან პირიქით) შემდეგ ვანილი ან დარიჩინის პუდრა მოვაყაროთ მთელს ზედაპირზე.

აღნიშნული შედგით წინასწარ გაცხელებულ ქურაში და 30 წუთის შემდეგ გამოიღეთ გამზადებული ვაშლის ნამცხვარი.

წაიკითხეთ სხვაც

yurdznis-torti ყურძნის ტორტი

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>