Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

ქოქოსის რულეტი შოკოლადის შიგთავსით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  6 კვერცხი
  • 100 გ შაქარი
  • 100 გ ქოქოსის ფანტელი
  • 100 გ თეთრი შოკოლადი
  • 400 გ ნაღები
  • 1 მწიკვი ლიმონჟავა
  • 200 გ უცხიმო ხაჭო
  • 50 გ შაქრის პუდრა
  • 1 ს.კ ქოქოსის ფანტელი მოსართავად
  • პერგამენტი

მომზადება:

  1. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.
  2. კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე და თანდათან დაუმატეთ 50 გ შაქარი. დარჩენილი შაქარი შეურიეთ კვერცხის გულს. დაუმატეთ ქოქოსის ფანტელი, ათქვეფილი ცილა და ფრთხილად მოურიეთ. მიღებული ცომი გაანაწილეთ საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 12-15 წთ.
  3. ბისკვიტი გადმოაბრუნეთ დანამულ, შაქარმოყრილ ჩაის ტილოზე, ფრთხილად მოაცილეთ პერგამენტი, ტილოს დახმარებით გადაახვიეთ და გააგრილეთ.
  4. თეთრი შოკოლადი დატეხეთ. 100 გ ნაღები შაათბეთ და შიგ შოკოლადი გახსენით. დარჩენილი ნაღები ლიმონჟავასთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე.
  5. შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, შაქრის პუდრა, ნაღაბში გახსნილი შოკოლადი და მიღაბული მასა ნელ-ნელა შეურიეთ ათქვეფილ ნაღებს.
  6. რულეტი გაშალეთ, წასუვით კრემის 2/3 და კვლავ გადაახვიეთ, ზემოდან წასუვთ დარჩენილი კრემი და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი. შედგით მაცივარში მინიმუმ 1 სთ.

 

 

 

წაიკითხეთ სხვაც

nagebis kremi ნაღების კრემი

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles