შემადგენლობა:
- 600 გრ გარგარი
- 250 გ დარბილებული კარაქი
- 150 გ შაქარი
- 1 კვერცხი
- 300 გ ფქვილი
- 200 გრ არაჟანი
- 250 გ საკონდიტრო ხაშხაში
- ცხიმი ფორმისათვის
მომზადება:
- გარგარი გარეცხეთ, შუაზე გაჭერით და გამოაცალეთ კურკა. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი.
- კარაქის, შაქრის, კვერცხისა და 250 გ ფქვილისაგან მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. ფორმაში მოათავსეთ ცომის ნახევარი.
- ცომის მეორე ნახევარს დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და ხელით ისემ ოსრისეთ, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა.
- ფორმაში მოოთავსებულ ცომს წასუვით არაჟანი, მოაყარეთ ჯერ ხაშხაში, შემდეგ კი ფხვიერი მასა. ბოლოს მოაწყვეთ გარგარის ნაჭრები ამობურცული ნაწილით ზემოთ და აცხვეთ 50 წთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ჩეხური რგოლები დარიჩინითა და ნიგვზით |