შემადგენლობა:
- 400 გ ხაჭო
- 100 გ ქიშმიში
- 4 ს,კ რომი , ხილის წვენი, ან წყალი
- 1 ლიმონი
- 250 გ დარბილებული კარაქი
- 125 გ შაქარი
- 3 კვერცხი
- მარილი
- 400 გ ფქვილი
- 50 გ სახამებელი
- 1/2 პაკეტი ცომის საფხვიერებელი
- 150 გ გარგარის ჯემი
- 200 გ შაქრის პუდრა
- 25 გ დაჭილი ფსტა
- ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისათვის
მომზადება:
- ხაჭო გაწურეთ, ქიშმიში რომშო ჩაალბეთ. ლიმონი გარეცხეთ და გაამშრალეთ. გახეხეთ კანი და გამოწურეთ წვენი. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.
- კარაქი, შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. 1ჩ.კ ცილა მინანქრისთვის შეინახეთ. დარჩენილ ცილას დაუმატეთ 2მწიკვი მარილი, ლიმონს ცედრა, 3ს,.კ ლიმონის წვენი, ფქვილი და ცომის საფხვიერებელი. შეურიეთ ქიშმიში და ხაჭო.
- ცომი ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 1სთ. როდესაც ნამცხვარი გაცივდება, ფორმა ლანგარზე გადმოაბრუნეთ.
- გარგარის ჯემი წამოადუღეთ და გაატარეთ საცერში. ცხელი ჯემი ნამცხვარს ფუნჯით რამდენჯერმე გადაუსვით და დადგით გასაშრობად.
- შაქრის პუდრა გაცერით. შეურიეთ დარჩენილი ლიმონის წვენი, კვერცხის ცილა და მოამზადეთ სქელი მინანქარი. ნამცხვარს მოასხით მინანქარი და მოაყარეთ დაჭრილი ფსტა.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ჟოლოს ტარტი |