Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

ლიმონის ნამცხვარი მინანქრით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  3 ლიმონი
  •  150 გ კარაქი
  •  6 კვერცხი
  •  200 გ შქარი
  •  1 პაკეტი შქრიანი ვანილი
  • მარილი
  • 150 გ ფქვილი
  • 100 გ სახამებელი
  • 1/2 პაკეტი ცომის საფხვიერებელი
  • 100 გ შაქრის პუდრა
  • 100 გ ნახევრადმწარე შოკოლადის ფილა
  • პერგამენტი

მომზადება:

  1.  ლიმონი გარეცხეთ, გახეხეთ კანი და გამოწურეთ წვენი. კარაქი გაადნეთ და გააგრილეთ.
  2. კვერცხსი ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა შეინახეთ. კვერცხის გული, შაქარი, შაქრიანი ვანილი და 1მწიკვი მარილი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ კარაქი.
  3.  დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, სახამებელი და ცომის საფხვიერებელი. კარგად შეურიეთ ლიმონის ცედრისა და წვენის 2/3. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.
  4.  კვერცხის ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე, ამოაკელით 1ჩ.კ და მინანქრისთვის შეინახეთ, დანარჩენი კი შეურიეთ ცომს. ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და თანაბრად გაანაწილეთ ცომი. აცხვეთ 25 წთ. და გააგრილეთ.
  5.  დარჩენილი ცედრა, წვენი და კვერცხის ცილა შეურიეთ 100 გ შაქრის პუდრას. შოკოლადის ფილა დაჭერით და ორთქლზე გაადნეთ.
  6. ნამცხვრის ერთ ნახევარს ლიმონიანი მინანქარი მოასხით, მეორე ნახევარს- შოკოლადი. როდესაც მინანქარი გაშრება, ნამცხვარი დაჭერით და მიიტანეთ სუფრასთან.

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles