Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

ვაშლატამას ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  2 კვერცხი, 100 გ შაქარი, 50 გ ფქვილი
  • 1 ს.კ გამდნარი კარაქი, 300 გ გარგარის ჯემი
  • 1ს.კ გარგარის ლიქიორი(სურვილისამებრ)
  • 250 გ სოფლის სქელი არაჟანი
  •  50 გ შაქრის პუდრა
  • 1 კგ ვაშლატამა
  • 1 ს.კ დაჭრილი ფსტა
  • ცხიმი ფორმისათვის

მომზადება: 

  1.  გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი.
  2. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე, ნელ-ნელა შეურიეთ შაქარი, დაუმატეთ კვერცხის გული და თქვიფეთ კიდევ 2წთ. ბოლოს შეურიეთ ფქვილი და გამდნარი კარაქი. ჩაასხით ცომი ფორმაში და აცხვეთ 20 წთ.
  3. ამოიღეთ ნამცხვარი ფორმიდან. გაათბეთ გარგარის ჯემი და საცერში გაატარეთ.სურვილისამებრ შეურიეთ გარგარის ლიქიორი. ნამცხვარს წასუვით 2 ს.კ ჯემი.
  4. სოფლის სქელი არაჟანი, შაქრის პუდრა და 2ს,კ ჯემი ათქვიფეთ კრემისებრი მასის მიღებამდე. წაუსვით კრემი ნამცხვარს, გადაასწორეთ და დადგით გრილ ადგილას 15წთ.
  5. ვაშლატამა გარეცხეთ, გაჭერით  შუაზე, გამოაცალეთ კურკა და დაჭერით სიგრძეზე.
  6. ნამცხვარზე მოაწყვეთ ვაშლატანმას ნაჭრები. დარჩენილი ჯემი კიდევ ერთხელ შეათბეთ და წაუსვით ვაშლატამას. ნამცხვარს მოაყარეთ ფსტა და დადგით გრილ ადგილას 1სთ.

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>