Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 1804 articles
Browse latest View live

ნაღების კრემი

$
0
0

მარტივად მოსამზადებელი კრემი, რომელიც ნამცხვრებისთვის ნამდვილად კარგია..! 

შემადგენლობა;

  • 150 გრ ნაღები
  • 3 ს.კ შაქრის პუდრი
  • 2 ს.კ ვანილი

მომზადება:

ნაღები თქვიფეთ კარგად, მანამ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, დაუმატეთ შაქრის პუდრი, ვანილი

და განაგრძეთ თქვეფა. მიღებული კრემი მოათავსეთ ცოტახნით მაცივარში და შემდგომ გამოიყენეთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

vashlsi gvezeli ვაშლის ღვეზელი

მაფინები ნიგვზით

$
0
0

მაფინების არაჩვეუელბრივი რეცეპტი, სცადეთ მისი მომზადება..!

შემადგენლობა:

  • 1 ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიგოზი
  • 1 ს.კ მარილი, 1/2 ს.კ სოდა,
  • 1/3 ჭიქა ზეთი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1/4 ჭიქა კაკაო
  • 1 ს.კ ვანილი
  • 3/4 ჭიქა ფქვილი
  • 2/3 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 1ც კვერცხი
  • 1 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1 ჭიქა შვრია
  • შაქრის პუდრი

მომზადება:

ზეთი და ორივე სახის შაქარი ათქვიფეთ კარგად,დაუმატეთ კვერცხი,ვანილი და განაგრძეთ

თქვეფა, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, მარილი,სოდა,გამაფხვიერებელი,კაკაო და კიდევ

კარგად ათქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი, რძე, შვრია და კარგად

ათქვიფეთ. მიღებული მასა მოათავსეთ სპეციაურ ფორმებში, შედეთ ღუმელში 400 გრადუსზე

20 წთ. როცა გამოცხვება მოაყარეთ შაქრის პუდრი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

SONY DSC ვანილის პუდინგი

სუპერ კრემი კაკაოთი

$
0
0

სუპერ კრემი ნამცხვრებისთვის,სცადეთ მისი მომზადება..!

შემადგენლობა:

  • 1 შეკვრა კარაქი ან მარგარინი
  • 2/3 ჭიქა კაკაო
  • 3 ჭიქა შაქრის პუდრი
  • 1/3 ჭიქა რძე
  • 1 ს.კ ვანილი

მომზადება:

გაადნეთ კარაქი ან მარგარინი, დაუმატეთ კაკაო, შაქრის პუდრი და კარგად თქვიფეთ, მანამ,სანამ

ერთვაროვან მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ რძე, ვანილი და განაგრძეთ თქვეფა. მიღებული

კრემი შედგით მაცივარში და შემდეგ გამოიყენეთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

torti madona ტორტი მადონა

გოგრის ღვეზელი

$
0
0

უგემრიელესი ღვეზელი,რომლის მომზადებას საკმაოდ მარტივია! 

 

შემადგენლობა:

  •  500 გრ გოგრა
  • 600 გრ რძე
  • 100 გრ შაქარი
  • 3 ც კვერცხი
  • მწივი-ზაფრანა
  • 500 გრ ფენოვანი ცომი
  • 1 ჩ.კ ლიქიორი

მომზადება:

გოგრა გავასუფთავოთ, დავჭრათ კუბიკებად, მოვასხათ 500 გრ რძე და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 15

წთ. გავაკეთოთ გოგრისპ იურე, დავამატოთ შაქარი, დარიჩინი, კვერცხი,ზაფრანა, 100 გრ რძე,

კარაქი და კარგად ამოვურიოთ ფენოვანი ცომი გავყოთ 2 ნაწილად, გავაბრტყელოთ ფორმის

ზომაზე, ჩავაფინოთ, დავადოთ გულსართი, დავადოთ მეორე ფენა,გვერდები კარგად შემოვუკეცოთ

და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 50 წთ. მზა ნამცხვარს მოვასხათ ლიქიორი.

შეაფასეთ გვერდი



ნამცხვარი ფორთოხლის ცედრით

$
0
0

მომზადება:

6 კვერცხი დიდხანს ვთქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად. დავამატოთ სოდა-გახსნილი ძმარში, 1  ჭიქა ფქვილი, ფრთხილად ავურიოთ,დავამატოთ 2 ც ფორთოხლის ცედრა, ჩავასხათ  ყალიბში და გამოვაცხოთ ნელ ცეცხლზე, როგორც  ჩვეულებრივი ბისკვიტი.

როცა გამოცხვება,გაჭერით შუაში, წაუსვით ნუტელა და გააფორმეთ შოკოლადის მინანქრით ან

თქვენი გემოვენებით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

shokolafdis namcxvari შოკოლადის ნამცხვარი

მოხარშული კრემი

$
0
0

მომზადება:

აადუღეთ 1/2 ლ რძე და თანდათან დაუმატეთ ერთმანეთში არეული 90 გ ფქვილი და 180 გ შაქრია ფხვნილი, თან ურიეთ. დაახლოები 30-40 წთ-ის შემდეგ დაუმატეთ 1 კვერცხის ათქვვეფილი გული და 1/2 პაკეტი შაქრიანი ვანილი. კარგად აურიეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. გაცივებულ პუდინგს მიქსერით შეურიეთ 100 გ ათქვეფილი კარაქი.

შეაფასეთ გვერდი



კარტოფილის ნამცხვარი ქიშმიშით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 300 გრ კარტოფილი
  • 200 გრ ფქვილი
  • 1 პაკეტი ცომის საფხვირებელი
  • 100 გრ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 130 გრ შაქარი
  • მარილი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • 1/2 ჩ/კ დარიჩინი
  • 4 ს/კ ქიშმიში
  • შაქარი მოსაყრელად
  • ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისათვის

მომზადება: 

  1. გათალეთ კარტოფილი და ჯამში ჩახეხეთ. დაუმატეთ ფქვილი, ცომის საფხვირებელი, კარაქის ნახევარი, კვერცხი, შაქარი, 3 მწიკვი მარილი, ლიმონის ცედრა, დარიჩინი და ქიშმიში. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.
  2. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. ცომი ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 30 წთ.
  3. დარჩენილი კარაქი გაადნეთ და წაუსვით ჯერ კიდევ თბილ ნამცხვარს. მაყარეთ შაქრის პუდრა. ნამცხვარი მიირთვით რძიან ყავასთან ერთად.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

keqsi.jpg19 ბლიც-კექსი

მაფინები მოცვით

$
0
0

 გემრიელი მაფინების მარტივი რეცეპტი.. ! 

შემადგენლობა:

  • 175 გრ ფქვილი
  • 2 ჩ.კ  გამაფხვიერებელი
  • 80 გრ შაქარი
  • მარილი
  • 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
  • 1  ლიმონის ცედრა
  • 2 ც კვერცხი
  • 50 გრ კარაქი
  • 175 მლ რძე
  •  150 გრ მოცვი
  • შარის პუდრი

მომზადება:

ღუმელი 200 გრადუსამდე. კექსუნების საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი ან შიგნით ქაღალდის ფორმები ჩასვით. ჩაყარეთ ჯამში ფქვილი, ცომის საფხვიერებელი, შაქარი, მარილი, შაქრიანი ვანილი, ლიმონის ცედრა და მოურიეთ.სხვა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, შეურიეთ გამდნარი კარაქი და რძე. დაუმატეთ ფქვილიანი მასა და მოცვი.ჩაასხით ცომი ფორმებში. შედგით ღუმელში და აცვეთ დაახლოებით 25 წთ. სანამ ნამცხვარი ოქროსფერი არ გახდება. გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

Skoladsi mtvareebi შოკოლადის მთვარეები

შოკოლადის ნამცხვარი

$
0
0

მარტივად მოსამზადებელი გემრიელი ნამცხვარი..! 

შემადგენლობა:

  • 200 გ ნახევრად მწარე შოკოლადი
  • 2ს .კ ნაღები
  • 3 ც კვერცხი
  • 150 გ დაფქული ნუში
  • 100 გრ კარაქი
  • 100 გრ შაქარი
  • ცხიმი ფორმისთვის
  • შაქრისპ უდრა

მომზადება:

გააცხელეთ ღუმელი 160 გრადუსამდე. დატეხეთ შოკოლადი და 2 ს.კ ნაღეთან ერთად ორთქლზე

გაადნეთ, თან ურიეთ. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე

და შეურიეთ დაფქული ნუში. კარაქი,შაქარი,კვერცხის გული და შოკოლადიანი მასა

ათქვიფეთ კრემისებრი მასის მიღებამდე და შეურიეთ ცილას. ჩაასხით ცომი ცხიმწასმულ ფორმაში

და აცხვეთ 40 წთ.გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრუს პუდრა.

შეაფასეთ გვერდი



ვაშლის ნამცხვარი

$
0
0

გთავაზობთ ვაშლის ნამცხვრის ფრანგულ რეცეპტს.!

 

შემადგენლობა:

  • 500 გრ ფქვილი
  • 100 გრ კარაქი
  • 4-5 ცალი ვაშლი (სიდიდის მიხედვით)
  • 100 გრ შაქარი
  • ვანილი და დარიჩინი (გემოვნებით)

მომზადება:

დარბილებული კარაქი და ფქვილი კარგად ავურიოთ, ამის შემდეგ დავამატოთ წყალი და მოვამზადოთ საშუალო სისქის ცომი.

15 წუთის შემდეგ, ცომი გავაბრტყელოთ.

ვაშლი გავთალოთ და დავჭრათ ნახევარმთვარის ფორმებად.

ტაფაზე დავაფინოთ ფოლგის ქაღალდი, დავდოთ ზედ ცომი და ტაფის გვერდებზე ამოვკეცოთ.

შემდეგ წრიულად, ვაშლის ნაჭრები დავალაგოთ, ისე რომ ცარიელი ადგილი არ დარჩეს. მოვაყაროთ შაქარი. (შაქრის რაოდენობა დამოკიდებულია ვაშლის სიტკბოზე თუ ტკბილია ვაშლი ნაკლები შაქარი მოვაყაროთ ან პირიქით) შემდეგ ვანილი ან დარიჩინის პუდრა მოვაყაროთ მთელს ზედაპირზე.

აღნიშნული შედგით წინასწარ გაცხელებულ ქურაში და 30 წუთის შემდეგ გამოიღეთ გამზადებული ვაშლის ნამცხვარი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

mariliani chxirebbii მარილიანი ჩხირები

ვაშლის ღვეზელი ნიგვზით

$
0
0

უგემრიელესი ღვეზელის მარტივი რეცეპტი,სცადეთ მისი მომზადება..! 

შემადგენლობა:

  •  4 ჭიქა ფქვილი
  • 200 გრ ფქვილი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1/3 ჩ.კ სოდა
  • 4-5 ც ვაშლი
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • ვანილი
  • 1 ჭიქა შაქარი

მომზადება:

სამ ჭიქა ფქვილსა და კარაქს ხელით ავზელთ. წყალსა და სოდას დავუმატებთ. ფქვილსაც შევურევთ და  ისევ ვზილავთ. ნაზი ცომი უნდა მივიღოთ ისეთი, რომ ხელზე არ გეკრობოდეს. ამ ცომს ოცი წუთით მაცივარში შევინახავთ. ვაშლები გავთალოთ და სიგრძეზე გავჭრათ. ნიგოზიც წვრილად დავჭრათ. ცალკე კი ვანილი, ერთი ჭიქა ფქვილი და ერთი ჭიქა შაქარი ერთმანეთშო ავურიოთ. ცომს რაც შეეხება, მაცივრიდან გამოღების მერ, ორ ნაწილად გავყოთ. ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ და ტაფაზე დავაფინოთ. ფქვილის, შაქრისა და ვანილის მასა მოვაყაროთ. შემდეგ ვაშლები და ნიგოზი დავალაგოთ. დარჩენილი ფქვილი, ვანილი და შაქარიც მოვაყაროთ. მეორე ფენაც გადავაფაროთ და ჩანგლით დავჩხვლიტოთ. შევდგათ აირღუმელში და საშუალო ცეცხლზე გამოვაცხოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

French Apple Cake I ვაშლის ნამცხვარი ( ვიდეო)

შოკოლადის კექსი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 შეკვრა დარბილებული კარაქი
  • 2-1/4 ჭიქა ფქვილი
  • 3/4 ჭიქა კაკაო
  • 1 ს.კ სოდა
  • 1 ს.კ მარილი
  • 1/2 ჭიქა რძე
  • 1/2 ჭიქა არაჟანი
  • 1-1/2 ჭიქა შაქარი
  • 4 ც კვერცხი
  • 1 ს.კ ვანილი
  • 2 ფილა შოკოლადი
  • 1/2 ჭიქა ნაღები
  • 2 ს.კ გამდნარი კარაქი

მომზადება:

ფქვილი,კაკაო ,სოდა და მარილი ავურიოთ ერთმანეთში. დავუმატოთ რძე და არაჟანი და ავთქვიფოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კარაქი,შაქარი,კვერცხი,ვანილი და ეს ნაზავი დავუმატოთ რძიან მასას.

მიღებული მასა მოვთავსოთ ცხიმიან კექსის საცხობ ფორმაში. შევდოთ ღუმელში 325 გრადუსზე

55 წთ. როცა გამოცხვება მოვასხათ შოკოლადის მინანქარი: ნაღებს დავუმატოთ კარაქი,ავადუღოთ,

დავუმატოთ შოკოლადი, და კარგად ვურიოთ,სანამ შოკოლადი არ გადნება.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

TEXT HERE ნამცხვარი ''სნიკერსი''

კექსი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც კვერცხი
  • 3/4 ჭიქა თაფლი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1/3 ჭიქა ზეთი
  • მარილი-მწიკვით

მომზადება:

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები, დავამატოთ ფქვილი, ზეთი და განვაგრძოთ თქვეფა.

დავამატოთ თაფლი,მარილი და ისევ ავთქვიფოთ. ბოლოს დავამატოთ ათქვეფილი კვერცხის ცილა,

კარგად შევურიოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ სპეციალურ ცხიმიან საცხობ ფორმაში, შევდოთ

ღუმელში 175 გრადუსზე და ვაცხოთ 40 წთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

shokoladiani gvezeli შოკოლადის ღვეზელი

სამარხვო მაფინი

$
0
0

გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სამარხვო მაფინები..! 

შემადგენლობა:

  • 200 გრ ფქვილი
  • 150 გრ შაქარი
  • 2ს.კ კაკაო
  • 2ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • 150 მლ ცხელი წყალი
  • 3ს.კ რაფინირებული ზეთი
  • მწიკვი დარიჩინი

მომზადება:

ღუმელი 200 გრადუსამდე გააცხელეთ. მაფინის ფორმებში ჩააფინეთ ქაღალდი და ცხიმი წაუსვით. ცალკე თასში მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები, ცალკე კი აურიეთ ზეთი და ცხელი წყალი და ორივე მასა ერთმანეთში ნელ-ნელა შეურიეთ. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი. თუ ცომი სქელი იქნება, ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ, ხოლო თუ თხევადი-ცოტა ფქვილი შეაზილეთ. ცომი მოათავსეთ ფორმებში და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ გული არ გამოშრება.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

nesvis shatbati ნესვის შარბათი

ტორტი ‘’ მთვრალი ალუბალი’’

$
0
0

უგემრიელესი ტორტი..!

 

შემადგენლობა:

  • 500 გრ ცოცხალი ან ე.წ საშობაო ალუბალი
  • 2/3 ჩ.კ მარილი
  • 5 ც კვერცხი
  • 5ს.კ შაქარი
  • 5 ს.კ ფქვილი
  • 2 ს.კ კაკაო

კრემი:

  • 600 მლ რძე
  • 300 გრ შაქარი
  • 250 გრ ფქვილი
  • ვანილი
  • 200 გრ კარაქი
  • 1ს.კ კაკაო
  • 1ჩ.კ ხსნადი ყავა
  • 2ს.კ კონიაკი

მინანქარი:

  • 2ს.კ კაკაო
  • 250 გრ შაქარი
  • 50 გრ მარგარინი

მომზადება:

ბისკვიტი გამოვაცხოთ. ჯერ ხუთი კვერხცხის ცილა ავთქვიფოთ და ნელ-ნელა შაქარს ავურევთ. მერე კვერცხის გულებსაც ჩავაყრით და  ფქვილს დავამატებთ. კაკაოსაც ჩავყრით და კარგად ავურევთ. სპეციალურ ფორმაზე ე.წ კალკის ქაღალდს დავაფენთ, მადზე მოვათავსებთ ცომს და ცხელ ღუმელში შევდგამთ. ამასოვაში კრემის  მომზადებას დავიწყებთ: ადუღებულ რძეს , შაქარსა და ფქვილს მოვხარშავთ . გაციების შემდეგ კი  კარაქს, ყავას, კაკაოსა და ვანილს დავამატებთ. ძალიან სქელი კრემი უნდამ ივიღოთ. ამის მერე გამომცხვარ ბისკვიტს ორად გავყოფთ, ოღონდ ქვედა ნაწილი უფრო დიდი უნდა იყოს, ზედა კი -უფრო თხელი. ქვედა ნაწილს  გულს ამოვაცლით და მხოლოდ ქერქს დავტოვებთ. კარგად ადავნამავთ, ძირსა და გვერდებს კი ბლომად კრემს მოვუსვამთ. ავიღებთ ცოცხალ ან დასპირტულ( საშობაო) ალუბალს და კრემზე დავაწყობთ. ტორტის დაფშხვნილ გულსაც შევურევთ. მერე ისევ კრემს და ალუბალს დავადებთ, ანუ ფენა-ფენა უნდა იყოს. ბოლოს მოჭრილ თავს დავახურავთ. ზემოდან და გარშემო სულ კრემს წავუსვამთ. ამასთანავე ცეცხლზე დავდგამთ ჯამს, რომელშიც კაკაოს, შაქარსა და მარგარინს მოვათავსებთ. ცოტა ხანი ვადუღებთ და, როცა მინანქარი მზად იქნება, გამზადებულ ტორტს წავუსვამთ.

 

შეაფასეთ გვერდი




ბრაუნი მინანქრით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1/2 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • შოკოლადი
  • 3/4 ჭიქა შაქარი
  • 1/4 ს.კ მარილი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2-1/2 ჭიქა კაკაო
  • 2 ს.კ ესპრესოს ფხვნილი

მინანქარი:

  • 2 ს.კ რძე
  • 2 ს.კ კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ს.კ გამდნარი კარაქი
  • 1ს.კ მარილი

მომზადება:

შოკოლადი გავადნოთ კარაქთან ერთად, დავამატოთ შაქარი, მარილი,კვერცხი, ფქვილი,კაკაო და ესპრესოს

ფხვნილი, კარგად ავურიოთ. მიღებული მასა მოვთავსოთ საცხობ ფირფიტაზე, შევდოთ ღუმელში  350

გრდუსზე 40 წთ.  შემდეგ გავაკეთოთ მინანქარი და წავუსვათ ნამცხვარს.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

torti '' viqtoria'' ტორტი ‘’ ვიქტორია’’

ბეზეს ტორტი

$
0
0

გემრიელი ტორტის რეცეპტი..! 

მომზადება:

ათქვიფეთ 5 ც კვერცხის ცილა გათეთრებამდე, დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი, გაიყვანეთ ცხიმწასმულ და ფქვილ

მოყრილ საცხობ ფირფიტაზე. ასეთივე შემადგენლობით მოამზადეთ მეორე ცალით და მოათავსეთ მეორე

საცხობ ფირფიტაზე.

გამოაცხვეთ ღუმელში ძალინა დაბალ ცეცხლზე, კარები დატოცეთ შეღებული. აცხვეთ 2 საათი, გამოიღეთ,

ჩამოაჭერით ნაპირები. თავსა და გვერდებზე წაუსვით კრემი, დადეთ ერთმანთზე, გააფორმეთ ჩამონაჭრელებით,

კრემით და გახეხილი შოკოლადით.

კრემი:

ათქვიფეთ 5 ც კვერცხის გული 1 ჭიქა შაქართან ერთად, შეურიეთ 1 ჭიქა პურის ფქვილი, დაასხით 3 ჭიქა

რძე, კარგად აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე, ხშირად ამოურიეთ, შუშეთ 15-20 წთ. დაუმატეთ ვანილი.

ამოიყვანეთ 200 გე კარაქი და შეურიეთ გაციებულ კრემს.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

keqsi taflit კექსი თაფლით

მარწყვის ტორტი

$
0
0

შემადგენლობა:

ცომისთვის:

  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 2 ყავის ჭიქა ფქვილი
  • 7 კვერცხი, 1 პაკეტი ვანილი
  • 1 ყავის ჭიქა საამებელი

კრემისთვის:

  • 2 კვერცხის ცილა,1 პაკეტი ვ ანილი
  • 1 ყავის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 300 გრ არაჟანი

ბეზესთვის:

  •  2 კვერცხის ცილა
  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 პაკეტი ვანილი

მომზადება:

ცომის მოსამზადებლად კვერცხის ცილა ავთქვიფოთ სქელი ქაფის მიღებამდე, თანდათანობით დავუმატოთ შაქრის ფხვნილის ნახევარი. კვერცხის  გული ავთქვფიოთ დანარჩენ შაქრის ფხვნილთან ერთადდ და დავუმატოთ ცილას. გაცრილ ფქვილს ავურიოთ სახამებელი, ვანილი, თანდათან კოვზით დავუმატოთ კვერცხის მასას და ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ტაფაში ჩავფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი, შიგ ცომი ჩავასხათ და გამოვაცხოთ 40-45 წუთი 180 გრადუსზე. ბისკვიტი გავაციოთ და გავყოთ 2 ფენად.

კრემის მოსამზადებლად კვერცხის ცილა ავთქვფიოთ აქაფებამდე, დავუმატოთ შაქრის ფხვნილის ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი ავთქვიფოთ არაჟანთან ერთად და ორივე მასა ავურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ ვანილი. ბისკვიტის პირველ ფენას წავუსვათ კრემი, დავაწყოთ დაჭრილი მარწყვი, კვლავ კრემი წავუსვათ და ზემოდან დავადოთ მეორე ფენა, ტორტს ზემოდან კრემი წავუსვათ და 1-2 საათით შევდოთ მაცივარში. კვერცხის ცილა ავთქვფიოთ შემაგრებამდე, დავუამტთ შაქრის ფხვნილი და ვანილი. ტორტი მოვრთოთ ბეზეთი, დაჭრილი მარწყვით და პიტნით.

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

Receptebi კექსი

ტაფაზე გამომცხვარი ბრაუნი ( ვიდეო)

$
0
0

გთავაზობთ ბრაუნის გამოცხობის განსხვავებულ რეცეპტს..! 

შემადგენლობა:

  • 2/3 ჭიქა ფქვილი
  • 1 ს.კ კაკაო
  • 1/4 ს.კ მარილი
  • 1 ს.კ ესპრესოს ფხვნილი
  • 1/2 ჭიქა დარბილებული კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ს.კ ვანილი
  • 3 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა შოკოლადის ნაჭრები
  • 1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი ან თხილი
  • 1 ჭიქა გადნარი შოკოლადი

მომზადება:

კარაქი და შაქარი ათქვიფეთ კარგად, დაუმატთ კვერცხი,ვანილი, გამდნარი შოკოლადი და

განაგრძეთ თქვეფა, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, მარილი,კაკაო,ესპრესოს ფხვნილი და კარგად

ათქვიფეთ. ეს მასა მოთვსეღ ცხიმიან მრგვალ ტაფაზე, და შემოდან მოაყარეთ ნიგოზის და

შოკოლადის ნარევი. შედეთ ღუმელში 350 გრადუსზე 25 წთ. მიირთვით ნაყინთან ერთად.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

samarxvo namcxvari სამარხვო ნამცხვარი ჯემით

კექსი ქიშმიშით

$
0
0

მარტივი რეცეპტი,რომელიც ძალიან მოგეწონებათ…!

შემადგენლობა:

  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 2 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 2 ც კვერცხი
  • 2 ჭიქა რძე
  • 1/2 ჭიქა ზეთი
  • 1/2 ჭიქა ქიშმიში
  • 3 ს.კ დარიჩინი

მომზადება:

ზეთი, შაქარი, კვერცხი, რძე კარგად ავთქვიფოთ ერთმანეთში, დავამატო ფქვილი,

გამაფხვიერებელი, დარიჩინი, კარგად ავურიოთ,ბოლოს კი დავამატოთ ქიშმიში. კარგად

ავთქვიფოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ სპეციალურ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. შევდოთ

ღუმელში 350 გრადუსზე 45-50 წთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

shu შუ
Viewing all 1804 articles
Browse latest View live