Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 1804 articles
Browse latest View live

შოკოლადის ბისკვიტი

$
0
0

შოკოლადის ბისკვიტის მარტივი რეცეპტი..

შემადგენლობა:

  • 6 ს.კ კაკაო
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 3 ჭიქა შაქარი
  • 2 ჭიქა წყალი
  • 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
  • მარილი

მომზადება:

ფქვილი,გამაფხვიერებელი,ცოტა მარილი, შაქარი, კაკაო და წყალი, კარგად ავურიოთ ერთმანეთში. უნდა

მივიღოთ ერთგვაროვანი მასა.  მრგვალ საცხობ ფორმას დავაფინოთ პერგამენტი, წავუსვათ მარგარინი, დავასხათ

ბისკვიტის მასა, შევდოთ ღუმელში 250 გრადუსზე,  ბიკვიტის მზაობა შევამოწმოთ ხის ჩხირით.

როცა გამოცხვება შეგიძლიათ შუაზე გაჭრათ და ჯემით ან სამარხვო კრემით გააფორმოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

OLYMPUS DIGITAL CAMERA ყავის კექსი

მოხარშული ბეზე

$
0
0

მოამზადეთ მოხარშული ბეზე მარტივად..! 

შემადგენლობა:

  •  4 კვერცხი ცილა
  • 1 ჩ.ჭ შაქარი ( 200 გრ)
  • 1/4  ჩ.კ ლიმონჟავა
  • ვანილი

მომზადება:

კვერცხის ცილა, შაქარი, ლიმონჟავა, ვანილი მოათავსეთ ემალის ჯამში, დადგით ორთქლზე და მიქსერით ათქვფიეთ სასურველი სისქის მასის მიღებამდე.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

chocolate-bundt-cake-mscakes-026-r6_vert კექსი მინანქრით

ბისკვიტი ნუშით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 110 გრ გამდნარი კარაქი
  • 150 გრ შაქარი
  • 3 ც კვერცხი
  • 90 გრ გატარებული ნუში
  • 40 გრ ფქვილი
  • 1 ს.კ რძე
  • 1 ს.კ ვანილი
  • 2 ს.კ წვრილად დაჭრილი ნუში
  • შაქრის პუდრა

მომზადება:

კარაქი, შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ ერთად. დავამატოთ გატარებული ნუში, ფქვილი,რძე,

ვანილი და განვაგრძოთ თქვეფა. მიღებული მასა მოვათავსოთ მრგვალ ცხიმიან საცხობ ფორმაში,

შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე 15-20 წთ. როცა გამოცხვება, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი

ნუში და შაქრის პუდრა.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

vashlis martivi namcxvari ვაშლის მარტივი ნამცხვარი

კიევური ტორტი

$
0
0

უგემრიელესი ტორტის რეცეპტი.! 

 

შემადგენლობა:

ცომისთვის:

  •  2 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 250 გრ ნიგოზი
  • 1 ჭიქა ფქვილი, 1 პაკეტი ვანილი
  • 6 კვერცხის ცილა

კრემისთვის:

  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 50 გრ კარაქი
  • 1 კვერცხი, 100 მლ რძე, 1 პაკეტი ვანილი
  • 1 ს.კ ფქვილი, 50 გრ კაკაო

მომზადება:

ცომის მოსამზადებლად კვერცხის ცილა ავთქვფიოთ, ნელ-ნელა  დავუმატოთ შაქრის ფხვნილი. ნიგოზი ბლენდერით დავაქუცმაცოთ, ვანილთან ერტდ ავურიოთ ფქვილს და დავუმატოთ ათქვეფილ ცილას. მიღებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად და თითოეული  გამოვაცხოთ დაახლოებით 2 საათის განამვლბოაში 120 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ აერღუმელში.

კრემის მოსამზადებლად რძე ავადუღოთ ვანილთან  და  შაქრის  ფხვნილთან ერტდ. დავუამტოთ ფქვილი და ნელა ჩავასხათ ათქვეფილი კვერცხი, კარაქი ცალკე ავთქვფიოთ და დავუამტოთ რძის ნარევს, შემდეგ გავყოთ 2 ნაწილად და ერთ ნაწილს კაკაო დავუმატოთ. ფენები ერთანეთს შევურიოთ კრემით, ზედაპირზე წავუსვათ კაკაოიანი კრემი. მოვრთოთ გემოვნებით.

კიევური ტორტი 5.00/5 (100.00%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

jeles torti yavit ჟელეს ტორტი ყავით

ვაშლის ღვეზელი მარტივად

$
0
0

შემადგენლობა:

  •  3 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1ჩ.კ ძმარი
  •  1 შეკვრა ვანილი
  • 1 ჭიქა  ფქვილი
  • 3 ც ვაშლი
  • მწიკვი მარილი
  • 1ს.კ დარიჩინი
  • 1ს.კ შაქრის პუდრა

მომზადება:

 ეს ნამცხვარი არაკალორიული გამოდის და ძალიან მალე მზადდება. კვერცხისა და შქრისგან  გოგლი-მოგლს გავაკეთებთ. ძმარს, სოდას, ვანილსა და ფქვილს დავამატებთ და კარგად ავურევთ. ტაფაზე  ცხიმსა და ფქვილს  გავანაწილებთ და ე.წ კალკის ქაღალდს დავაფენთ. გაფცქვნილ და დაჭრილ ვაშლებს დავალაგებთ. ძალიან მჭიდროდ უნდა  დავალაგოთ ისე , რომ ცარიელი ადგილი არ დარჩეს. გამზადებულ მასას ზემოსან მოვასხამთ. შევდგამთ აირღუმელში და საშუალო ცეცხზე 20-30 წუთის განამვლობაში ვაცხობთ. რომ გამოცხვება და შეგრილდება, გადმოვაბრუნებთ. დარიჩინსა და  შაქრის  პუდრას ერთმანეთში ავურევთ და ამ ნაცმხვარს ზევიდან მოვაყრით.

შეაფასეთ გვერდი



შოკოლადის ტორტი

$
0
0

უგემრიელესი ტორტი მარტივად…! 

შემადგენლობა:

ცომისთვის:

  • 1 ჭიქა ფქვილი, 100 გრ კაკაო
  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 4 კვერცხი, 100 გრ კარაქი

კრემისთვის:

  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • 200 გრ კარაქი, 120 გრ ნუში
  • 1 ყავის ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 2 ჩ.კ წყალი

მინანქრისთვის:

  • 100 გრ შავი შოკოლადი, 100 გრ კარაქი

მომზადება:

ცომის მოსამზადებლად კვერცხის გული გავაცალკევოთ ცილისგან, ავთქვფიოთ. დავუმატოთ შაქრის ფხვნილი, დამდნარი კარაქი და ცალკე ათქვეფილი კვერცხის ცილა. ფქვილი გავცრათ, ავურიოთ კაკაოს და დავუმატოთ კვერცხის მასას. მიღებული ცომი ჩვასხათ ცხიმწასმულ ტაფაში, გამოვაცხოთ 40-45 წუთი. ბისკვიტი 15 წუთის განმავლობაში გავაციოთ და გავყოთ 3 ფენად. კრემის მოსამზადებლად შქრის ფხვნილი წყალთან ერთად ვხარშოთ, დავუმატოთ ნუში, კარგად მოვშუშოთ, დავასხათ ფოლგაზე, გავაციოთ და კარგად დავჭყლიტოთ. კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ შესქელებული რძე და ნუშიანი მასა. ბისკვიტის ფენები ერთმანეთს შევურიოთ კრემით.  მინანაქრის მოსამზადებლად შოკოლადი დავადნოთ, დავუმატოთ კარაქი და მოვასხათ ტორტს. გავაფორმოთ ნუშით, ნიგვზით ან მიწის თხილით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

alublis gvezeli ალუბლის ღვეზელი

ნამცხვარი ”მედოკი”

$
0
0

ძველებური გემო ..! 

მომზადება:

ათქვიფეთ 2 ც კვერცხი 1 ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, დაუმატეთ 2 ს.კ თაფლი, 2 ჩ.კ სოდა ძმრით,

100 გრ შერბილებული კარაქი ან მარგარინი. აურიეთ კარგად და მოხარშეთ ორთქლით. ხშირად აურიეთ.

ადუღეთ სანამ არ მიიღებს კაკაოს ფერს. ჩამოდგით და შეაზილეთ 3 ჭიქა პური ფქვილი.

გაყავით სამ ნაწილად. გააბრტყლეთ და სათითაოდ გამოაცხვეთ  ღუმელში, მაღალ ტემპერატურაზე.

გამოღებისთანავე ჩამოაჭერით ნაპირები. ყოველ ფირფიტას თავსა და გვერდებზე წაუსვით კრემი.

დადეთ ერთმანეთზე, მოაყარეთ ჩამონაჭრების ფხვნილი.

კრემი: 

ათქვიფეთ მიქსერით 250 გრ შერბილებული კარაქი, დაუმატეთ 1 ქილა შედედებული რძე, ლიმონის

ან ფორთოხლის კანის ქერქი, კარგად ამოიყვანეთ მიქსერით.

ნამცხვარი ”მედოკი” 2.00/5 (40.00%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

გვირილები "გვირილები"

ნამცხვარი ”ნაპოლეონი”

$
0
0

შემადგენლობა:
1.ცომისთვის:

  • 1კგ ფქვილი
  • 4 ცალი (200 გრ) ნაღების კარაქი ან მარგარინი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 1 ჩ.კ მარილი
  • 2 სუფრის კოვზი ძმარი
  • 400 მლ წყალი

2.კრემი:

  • 4 ჭიქა რძე
  • 1/3 ჭიქა შაქარი
  • 4 ცალი კვერცხი
  • 4 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 200 გრ ნაღების კარაქი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი

მომზადების წესი:

1.ცომი:

მნიშვნელოვანია: ყველა პროდუქტი, რომლითაც უნდა მომზადდეს ფენოვანი ცომი უნდა იყოს ძალიან ცივი. (მაცივარში უნდა იდოს)

ფქვილის ნაწილი შევურიოთ 800გრამ მსხვილ სახეხზე გახეხილ კარაქს ან მარგარინს, კარაქის ხეხვის დროს გამუდმებით უნდა ვაყაროთ მას ფქვილი. მას შემდეგ, რაც მთელი მარგარინი გაიხეხება მოვაყაროთ დარჩენილი ფქვილი და ნაზი მოძრაობით შევურიოთ ფქვილი და კარაქი. საზომ ჭიქაში ავურიოთ: 2კვერცხი, 2 ჩ/კ მარილი, ძმარი. დავასხათ ცივი წყალი ისე რომ მთლიანი სითხე გახდეს 500მლ. ეს სითხე შევურიოთ ფქვილიან კარაქიან მასას, გამუდმებით ვასხათ სითხე პატარა პორციებით. ძალიან სწრაფად მოვზილოთ ცომი, პროდუქტები უნდა დარჩეს ცივი. ცომი გავყოთ ორ თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი ჩავდოთ ცალკე ცელოფანში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2საათით.

2.კრემი:

მივიყვანოთ ადუღებამდ 4ჭ რძე და 1,3ჭ შაქარი. ცალკე ჭურჭელში ავთქვიფოთ 4ც კვერცხი და 4ს/კ ფქვილი და ცოტ-ცოტობით დავამატოთ ნახევარი ცხელი რძე ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ ეს მასა ერთი მოძრაობით ჩავასხათ დარჩენილ  რძიან მასაში. ვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ ავადუღოთ, როგორც კი მივა ადუღებამდე მაშინვე გამოვრთოთ. კრემიანი ქვაბი ჩავდგათ ცივ ყინულიან წყალში გასაციებლად.

ცომი და კრემი მზადაა, ახლა გამოვაცხოთ ნაპოელონი !

ცომის თითო გუნდა გავყოთ 2 ნაწილად. გავაბრტყელოთ ცომი 3-4მმ სისქეზე და ჟარონის ზომაზე. ჟარონის კიდეები ოდნავ დავასველოთ წყლით.  საბრტყელებელის  დახმარებით გადავდოთ ცომი ჟარონაზე და მოვაჭრათ ცომს ზედმეტი ნაწილები. ოდნავ მივაჭერთ კიდეებს  და ვაკეთებთ პატარა განაკვეთებს დანით ან ვჩხვლიტავთ ჩანგლით, რომ ცხობის დროს იგი არ გაიბეროს. ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200-220გრადუსზე, სანამ ბისკვიტი კარგათ არ შეწითლდება. ვიღებთ ბისკვიტს და ვდებთ მას ხის დაფაზე. ასევე ვიღებთ მეორე ბისკვიტს.მესამეს ვაცხობთ პატარას და თხელს, ზედ მოსაყრელად 2-3მმ-ის სისქისას. მიქსერით მაღალ სიჩქარეზე კარგათ ავთქვიფოთ 200გრ დარბილებული კარაქი, იგი უნდა გახდეს ჰაეროვანი, ვაგრძელებთ თქვეფას და თან ვუმატებთ მოხარშულ კრემს და ერთი პაკეტ ვანილს. უნდა გამოვიდეს ერთგავროვანი ჰაეროვანი კრემი.

ბისკვიტები გავჭრათ შუაზე, ასე ჩვენ გვექნება 4 ცალი ბისკვიტი. ხის დაფაზე დავდოთ ერთი ბისკვიტი, დავფაროთ იგი თანაბრად კრემის საშუალო შრედ, დავადოთ მეორე ბისკვიტი, ოდნავ დავაწვეთ ზევიდან და ისიც დავკრემოთ, ასე მოვიქცეთ ოთხივე ბისკვიტის შემთხვევაში, ტორტის ზედაპირს და გვერდებს წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ზედ დაფხვნილი პატარა ბისკვიტი.

გამოცხობის შემდეგ მოვაყაროთ ნაპოლეონს შაქრის პუდრ

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

keqsi კექსი

თაფლიანი ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 ც კვერცხი
  • 1.5 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 3 ს.კ თაფლი
  • 300 გრ კარაქი
  • 1 ქილა შედედებული რძე
  • 5 ჩ.ჭ ფქვილი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1 ს.კ ძმარი
  • ვანილი-გემოვნებით

მომზადება:

3 კვერცხისა და ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავამატოთ 3 ს.კ გამდნარი

თაფლი, 3 ს.კ გამდნარი კარაქი, სოდა, ძმარში გახსნილი, 3 ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. წინასწარ ჯამით

ავადუღოთ წყალი, შიგ  ჩავდგათ ქვაბი, რომელშიც ზემოაღნუშნული მასაა მოთავსებული და გავაჩეროთ 10

წუთი. ( ცომი უნდა იყოს წებოვანი). შემდეგ გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე. კარგად დავზილოთ და

გავყოთ 8 ნაწილად.  თითოეული ნაწილი ცომისა  უნდა გამოვაცხოთ ცალ ცალკე.  წავუსვათ კრემი ყველა

ფენას, დავალაგოთ ერთმანეთზე, ბოლო ფენასაც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაფხვნილი შემოჭრილი

ნაპირები.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

espanurti nushin namcxvari ესპანური ნუშის ნამცხვარი

ლიმონის კრემი

$
0
0

არომატული კრემის რეცეპტი.! 

შემადგენლობა:

  • 2 ც ლიმონი
  • 100 გრ კარაქი
  • 140 გრ შაქარი
  • 4 ც კვერცხი

მომზადება:

ავთქვიფოთ კვერცხი  შაქართან და ლიმონის წვენთან ერთად, დავამატოთ ლიმონის ცედრა,

დარბილებული კარაქი და კარგად ავურიოთ.

შეაფასეთ გვერდი



ნამცხვარი ”მადონა”

$
0
0

უგემრიელესი ნამცხვარი..! 

შემადგენლობა:

  • 3 ც კვერცხი
  • 1.5 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 3 ს.კ თაფლი
  • 300 გრ კარაქი
  • 1 ქილა შედედებული რძე
  • 5 ჩ.ჭ ფქვილი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1 ს.კ ძმარი
  • ვანილი-გემოვნებით

მომზადება:

3 კვერცხისა და ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავამატოთ 3 ს.კ გამდნარი

თაფლი, 3 ს.კ გამდნარი კარაქი, სოდა, ძმარში გახსნილი, 3 ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. წინასწარ ჯამით

ავადუღოთ წყალი, შიგ  ჩავდგათ ქვაბი, რომელშიც ზემოაღნუშნული მასაა მოთავსებული და გავაჩეროთ 10

წუთი. ( ცომი უნდა იყოს წებოვანი). შემდეგ გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე. კარგად დავზილოთ და

გავყოთ 8 ნაწილად.  თითოეული ნაწილი ცომისა  უნდა გამოვაცხოთ ცალ ცალკე.  წავუსვათ კრემი ყველა

ფენას, დავალაგოთ ერთმანეთზე, ბოლო ფენასაც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაფხვნილი შემოჭრილი

ნაპირები.

კრემისთვის 300 გრ კარაქი კარგად გავთქვფიოთ გათეთრებამდე, შევაზილოთ 1 ქილა შედედებული რძე

და ვანილი.

შეაფასეთ გვერდი



თაფლის ნამცხვარი

$
0
0

გემრიელი თაფლიანი ნამცხვარი. მარტივად მოსამზადებელი..

შემადგენლობა:

  • 2 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 3/4 ჭიქა ზეთი
  • 3/4 ჭიქა თაფლი
  • 1/2 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1.2 ს.კ მიხაკი და დარიჩინი
  • 2 ს.კ კაკაო
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა თბილი წყალი

მომზადება:

კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ ერთად. დავუმატოთ ზეთი,თაფლი,გამაფხვიერებელი,მიხაკი

დარიჩინი,კაკაო და ბოლოს წყალი,კარგად ავთქვიფოთ ეს მასა. მიღებული მასა  მოვათავსოთ

ცხიმიან მრგვალ საცხობ ფორმაში. შევდოთ ღუმელში 375 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

murabiiani nasmcxvari მურაბიანი ნამცხვარი

მარწყვის ტორტი

$
0
0

შემადგენლობა:

ცომისთვის:

  • 4 კვერცხი, 250 გრ კარაქი
  • 1,5 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 180 მლ  რძე
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1 პაკეტი ვანილი

კრემისთვის:

  • 250 გრ მარწყვის ჯემი, 900 მლ ნაღები
  • 2ს.კ ჟელატინი, 2ს.კ რძე
  • 2 ჭიქა შაქრის პუდრა
  • 150 გრ მარწყვი, 1 პაკეტი ვანილი

მომზადება:

დარვილებული კარაქი ავთქვფიოთ შაქრის ფხვნილთან ერტდ, დავამატოთ თითო-თითო  კვერცხი, რძე, ფქვილთან ერთად არეული ვანილი და გამაფხვიერებელი. მივიღებთ არაჟანის სისქის ცომს. ცომი გავყოთ 2 ნაწილად. თვითოეული ნაწილი  ჩავასხათ აერღუმელის ცხიმწასმულ და ქაღალდჩაფენილ ტაფაში და გამოვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 30 წუთი. გავაციოთ და თითოეული გავყოთ 2 ფენად. მივიღებთ 4 ფენას.

კრემის მოსამზადებლად ჟელატინი გავხსნათ  რძეში, დავუამტოთ ნაღებს და ავთქვფიოთ, შემდეგ დავამატოთ ვანილი და შაქრის ფხვნილი. პირველ ფენას წავუსვათ ჯემი, შემდეგ კრემი და  ასე შემდეგ. გვერებზე  ასევე უნდა კრემი წავუსვათ, ზედაპირი კი გავაფორმოთ მარწყვით, როგორც მითითებულია სურათზე. ერთი ღამე ტორტი შევინახოთ მაცივარში.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

shokoladis namcxvari შოკოლადის ნამცხვარი

შოკოლადის ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გრ კარაქი
  • 7 ს/კ კაკაო
  • 220 გრ ფქვილი
  • 1 ჩ/კ ცომის საფხვიერებელი
  • 280 გრ შაქარი
  • მარილი
  • 1 ვანილის ჩხირი
  • 2 კვერცხი
  • 150 გრ არაჟანი

ზემოდან მოსასხმელად:

  • 200 გრ შაქრის პუდრა
  • 50 გრ კარაქი
  • 7 ჩ/კ კაკაო

მომზადება:

გაადნეთ კარაქი. შეურიეთ კაკაო და 1/8 ლ წყალი. გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსამდე.ფქვილი და ცომის საფხვიერებელი, დაუმატეთ შაქარი და 1/2 ჩ.კ. მარილი. ვანილის ჩხირს ამოაცალეთ გული და შეურიეთ ფქვილიან მასას.ფქვილიანი და კაკაოიანი მასები ერთმანეთში შეურიეთ, დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი და კარგად მოურიეთ. მიღებული ცომი ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 45-50 წთ. გამოიღეთ ღუმლიდან და გააგრილეთ.შაქრის პუდრა გახსენით 5 ს.კ. წყალში. გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ კაკაო, წყლიანი შაქრის პუდრა და კარგად აურიეთ. მიღებული მინანქარი წაუსვით ნამცხვარს.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

yavis torti ყავის ტორტი

უგემრიელესი ღვეზელი ალუბლით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 400 გ ახალი ან გაყინული უკურკო ალუბალი
  • 200 გ ფქვილი
  • 180 გ დარბილებული კარაქი
  • 140 გ შაქრის ფხვნილი ან პუდრი
  • 4 კვერცხი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • ერთი პეშვი გახეხილი ნუში
  • ვანილი, მარილი
მომზადება:

გათქვიფეთ კარაქი და კვერცხი, სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი, ნახევარი ფქვილი, შემდეგ მარილი, გამაფხვიერებელი, ვანილი, დანარჩენი ფქვილი. ცხიმწასმულ ყალიბში ჩააფინეთ ქაღალდი და ჩაასხით ცომი. მოაყარეთ რაც შეიძლება ბევრი ალუბალი და ნუში. შედგით 1800-ზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით. გააცივეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

IMG_3785 სტაფილოს ტორტი

ყავის ტორტი

$
0
0

ყავის ტორტის რეცეპტი ნიგვზით.! 

შემადგენლობა:

  •  6 ც ვკერცხი
  • 200 გრ კარაქი
  • 2 ს,კ ყავა
  • 1.5 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 1 ჩ.ჭ ფქვილი
  • 0.5 ჩ.ჭ ნიგოზი

მომზადება:

6 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილან ერთად. თანდათან მივუმატოთ თითო- თითო კვერცხის გული და კიდევ კარგად ვთქვიფოთ. შევურიოთ 1ს.კ მაგარი ყავის ნაყენი ( შეიძლება ხსნადი ყავაც ), დავამატოთ 1ჩ.ჭ ფქვილი, ნელა ავურიოთ და ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში გამოსაცხობად.

კრემისთვის ნახევარი ჭიქა ადუღებულ წყლაში გავხსნათ 1 ს.კ ყავა, 1ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი დ მოვადუღოთ სიროფი.

200 გრ კარაქი კარგად დავარბილოთ და გავთქვიფოთ, მივამატოთ თითო ჩ.კ ყავის სიროპი და გავაგრძელოთ თქვეფა. ბისკვიტი მჭრელი დანით გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ყავისა და კონიაკის ნარევით, წავუსვათ კრემი,დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ფენა.ზემოდან მოვრთოთ დარჩენილი კრემით. გვერდებზე წავუსვათ კრემი და მოვრთოთ წვრლად დაჭრილი ნიგოზი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

Brownies-Recipe-4 ბრაუნი (ვიდეო)

ღვეზელი მოცვით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 150 გრ ღვეზელის ცომი
  • 30 გრ ფქვილი
  • 2ს.კ ლიმონის ცედრა
  • 1/8 ს.კ მიხაკი
  • 1/8 ს.კ დარიჩინი
  • 1/8 ს.კ მარილი
  • 900 გრ მოცვი
  • 15 გრ კარაქი
  • 1 კვერცხის გული
  • 1ს.კ შაქარი

 

 

 

მომზადება:

ღვეზელსი ცომს მოვაყაროთ ფქვილი და გავაბრტყელოთ. დავაზომოთ საცხობ ფირფიტას და ზედმეტი ცომები მოვაჭრათ. შევდოთ ცოტა ხნით მაცივარში.  ცალკე ჯამში ჩავყაროთ კარგად გარეცხილი მოცვი, დავაყაროთ შაქარი, ლიმონის ცედრა, მიხაკ-დარიჩინი, მარილი და კარგად ავურიოთ. დავაყაროთ ცომს,  შემდეგ წვრილად დაჭრილი ცომები დავადოტ ზევიდან, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.  შემდეგ ცარიელ ადგიალს ჩავადოთ კარაქი, მოვაყაროთ შაქარი და  15 წუთით შევდოტ მაცივარში, შემდეგ აერღუემლში და გამოვაცხოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

namcxvari kurabie ნამცხვარი „კურაბიე“

შოკოლადის კრემი

$
0
0

არაჩვეუელბრივი რეცეპტი..! 

მომზადება:

200 გრ წყალი და 2ს.კ რძის ფხვნილი წამოვადუღოთ. 2 კვერცხი მთლიანად და 1 კვერცხის გულს დავუმატოთ 200 გრ შქარი და ავთქვფიოთ. შემდეგ ეს მასა დავუმატოთ ჩენ მიერ მომზადებულ რძეს. ეს მასა რომ წამოდუღდება, კდიევ გავაჩეროთ 2 წთ და გადმოვდგათ, შემდეგ დავუამტოთ 300 გრ შოკოლადი, ვანილი და 100 გრ კარაქი. კარგად ავურიოთ,რომ გაცივდება კიდევ გავთქვიფოთ მიქსერით და მზაა. ასე მომზადებული კრემი არაჩვეულებრივია ნამცხვრებისთვის.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

nagebi karamelit ნაღები კარამელით

ნამცხვარი ვანილით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3/4 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 3 ც კვერცხი
  • 2  1/2 ჭიქა ფქვილი
  • 1/2 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1/2 ს.კ მარილი
  • 1 3/4 ჭიქა შაქარი
  • 1  1/2 ს.კ ვანილი ექსტრაქტი
  • 1/4 ჭიქა კრემი
  • 1 ჭიქა რძე

მომზადება:

საცხობ ფირფიას წავსვათ ხოტა კარაქი და დავაფაროთ პერგამენტი. ჯამსი ჩავდოთ გამდნარი კარაქი და შაქარი, ავურიოთ კარგად.  შევურიოთ კვერცხი და ავთქვფიოთ კარგად,  შევურიოთ ვანილის ექსტრაქტი, კრემი და რძე , ავურიოთ კარგად.   ბოლოს შევურიოთ ფქვილი,მარილი და გამაფხვიერებელი, ავთქვიოთ კარგად.  მიღებული მასა ცავასხათ საცხობ ფირფიტაში ვდა ვაცხოთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.  სურვილისამებსრ თავზე მოვასხათ შოკოლადის მინანქარი.

შეაფასეთ გვერდი



სამარხვო კექსი

$
0
0

უგემრიელესი კექსის სამარხვო რეცეპტი..! 

შემადგენლობა:

  • 400 გრ მარგარინი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 150 გრ მაიონეზი
  • 2 ც ლიმონი
  • 1 ს.კ სოდა
  • 2 ც ვანილი
  • 5 ჩ.ჭ ფქვილი

მომზადება:

მარგარინი და 2 ჭიქა შაქარი ამოვიყვანოთ კარგად, ჩავამატოთ 150 გრ მაიონეზი, 1ჩ.კ სოდა ,2 ვანილი, 2 ც

გატარებული ლიმონი, 5 ჩ,ჭ ფქვილი . მიღებული მასა მოვათავსოთ საცხობში და ვაცხოთ 180 გრადუსზე

20-25 წთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

xachos namcxvari' ხაჭოს ნამცხვარი
Viewing all 1804 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>