უგემრიელესი მარწყვის ტორტი..!
შემადგენლობა:
ცომისთვის:
- 3 კვერცხი, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 30 გრ კარაქი
- 1 ჭიქა ფქვილი, 1 პაკეტი ვანილი
დასანამად:
- 50 მლ წყალი, 1 ყავის ჭიქა შაქრის ფხვნილი
- 50 მლ შამპანიური, 1ჩ.კ ლიმნის წვენი
თეთრი მუსისთვის:
- 250 მლ შამპანიური, 0.5 ლიმნის წვენი
- 2 კვერცი, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
- 10 გრ ჟელატინი, 200 მლ ნაღჶბი
ჟელესთვის:
- 250 გრ მარწყვი, 400 მლ შამპანიური
- 15 გრ ჟელატინი, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 0.5ლიმონის წვენი
მომზადება:
ცომის მოსამზადებლად კვერცხი ავთქვფიოთ შაქრის ფხვნილთან ერთადდ, დავუმატოთ ვანილი, გამდნარი კარაქი, გაცრილი ფქვილი. მიღებული ცომი გამოვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ აერღუმელში 15-20 წუთი. შემდეგ გამოვიღოთ და გავაციოთ. სიროფისთვის შაქრის ფხვნილი ვადუღოთ წყალთან ერთად, გავაციოთ და დავუმატოთ შამპანური. თეთრი მუსის მოსამზადებლად კვერცხის გული გავაცალკევოთ ცილისგან, ავთქვიფოთ, ჟელატინი დავალბოთ წყალში, შამპანური, ლიმონის წვენი და შაქრის ფხვნილის ნახევარი ცეცხლზე, სანამ შაქარი გადნება და ნელ-ნელა დავასხათ კვერცხი გულს. მიღებული მასა ისევ დავდგათ ცეცხლზე და დავუმატოთ ჟელატინი, განუწყვეტლივ ვურიოთ სანამ გაიხსნება, შემდეგ გავაციოთ. დავუმატოთ ათქვეფილი ნაღები, ოდნავ ათქვეფილი ცილა, დანარჩები შაქრის ფხვილი და კარგად ავთქვფიოთ. ტორტის ასაწყობად ბისკვიტი კარგად დავნამოთ სიროფით, ზემოდან მოვასხათ მუსი და 1 საათით შევდოთ მაცივარში. ჟელეს მოსამზადებლად ჟელატინი დავალბოთ, შამპანური, შაქრის ფხვნილი და ლიმონის წვენი ავურიოთ ერთმანეთს, დავდგათ ცეცხლზე, მოვხარშოთ შაქრის ფხვნილის კარგად გადნობამდე, შემდეგ დავამატოთ ჟელატინი და კარგად ავურიოთ. ტორტზე დავაწყოთ დაჭრილი მარწყვი, ზემოდან დავასხათ 2-3 ს.კ ჟელე, 15 წუთით შევდოთ მაცივარში, შემდეგ დავამატოთ დანარჩენი ჟელე და 4 საათით კვლავ სევდოთ მაცივარში.
მარწყვის ტორტი მუსით 2.00/5 (40.00%) 1 vote