Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 1804 articles
Browse latest View live

კაკაოს ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1-1/2 ჭიქა ფქვილი
  • 3/4 ჭიქა შაქარი
  • 1/4 ჭიქა კაკაო
  • 3/4 ს.კ სოდა
  • 5 ს.კ ზეთი
  • 1 ს.კ ძმარი
  • 1 ც ვანილი
  • 1 ჭიქა წყალი
  • შაქრის პუდრა

მომზადება:

ზეთი და შაქარი ავურიოთ ერთამენთში, დავამატოთ ფქვილი, ვანილი,კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ

სოდა და ძმარი ერთად, კაკაო და წყალი, კარგად ავურიოთ. მიღებული მასა მოვათავოთ საცხობ ფირფიტაზე,

შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე 30 წთ . როცა გამოცხვება მოაყარეთ შაქრის პუდრა.

კაკაოს ნამცხვარი
4.14 (82.86%) 14 votes




ჯემიანი ნაჭრები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3/4 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 1/4 ჭიქა კრემისებური ყველი
  • 1-1/4 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა შვრია
  • 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 1/4 ს.კ მარილი
  • 1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • ფორთოხლის ცედრა
  • ფორთოხლის წვენი
  • მოცვის ჯემი

მომზადება:

კარაქი, ყველი და ყავისფერი შაქარი ავთქვიფოთ ერთად, დავამატოთ ფქვილი, შვრია, ვანილის ექსტრაქტი,

მარილი, ცედრა და კარგად ავთქვფიოთ. მიღებული მასის ნახევარი მოვათავსოთ

საცხობ ფირფიტაზე და შევდოთ

ღუმელში  15 წთ . შემდეგ გამოვიღოთ, მოცვის ჯემს მოვასხათ ფორთოხლის წვენი, კარგად ავურიოთ და

წავუსვათ. ზემოდან მოვათავსოთ დარჩენილი ცომის მასა და შევდოთ ღუმელში 15-20 წთ.

ჯემიანი ნაჭრები
2.8 (56%) 5 votes



წაიკითხეთ სხვაც

კრემიანი მილაკები

კექსი მარტივად

$
0
0

შემადგენლობა:

  • 250 გრ შაქარი
  • 250 გრ კარაქი
  • 250 გრ ფქვილი
  • 4 ც კვერცხი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • ვანილი

მომზადება:

ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და ვანილი გათეთრებამდე. მიღებულ ფუმფულა მასას დაამატეთ ფქვილი და სოდა. კიდევ ათქვიფეთ. შემდეგ შეურიეთ გამდნარი, გაგრილებული კარაქი და კვლავ ათქვიფეთ. ცომი გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმაში და 10 წუთი დაასვენეთ. შემდეგ ცივ წყალში დასველებული ჩხირით ზედაპირზე 2 სმ სიღრმის ჭრილი გაუკეთეთ
გამოაცხეთ 180 გრადუსზე. ცხობის ბოლოს შეამოწმეთ ჩხირით: თუ მშრალი ამოვა  – კექსი მზადაა.

კექსი მარტივად
4.54 (90.77%) 26 votes



წაიკითხეთ სხვაც

თხილის რულეტი

გოგრის კექსუნები

$
0
0

შემადგენლობა:

  •  250 გ კანგაცლილი გოგრა
  • 150 გ კარაქი, 200 გ შაქარი
  • 3 კვერცხი,1 ჩ.კ დარიჩინი
  • 200 გ ფქვილი
  • 1/2 პაკეტი ცომის საფხვიერებელი
  • ცხიმი ან ქაღალდის პატარა ფორმები

მომზადება:

ფორმის ღრმულებს წაუსვით ცხიმი ან შიგნით 2-2 ქაღალდის ფორმა ჩასვით. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.გოგრა აქციეთ პიურედ. შეურიეთ კარგად ათქვეფილი კარაქი, შაქარი, კვერცხი და დარიჩინი. დაუმატეთ ერთმანეთში არეული ფქვილი და ცომის საფხვიერებელი. ცოტა ხანს ურიეთ და ჩაასხით ფორმებში. აცხვეთ 20-25 წთ.

 

 

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

შოკოლადის ვაფლები

შოკოლადის ნამცხვარი ნუთელათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2/3 ჭიქა შაქარი
  • 1/4 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 1-1/4 შოკოლადი ფილა ( დატეხილი)
  • 1/4 ჭიქა ცხელი წყალი
  • 4 ც კვერცხი
  • 1 ს.კ ყავა ესპრესო
  • 1ს.კ ვანილის  ექსტრაქტი
  • ნუთელა
  • მოხალული თხილი

მომზადება:

გავაცალკევოთ კვერცხის გულები და ცილები ერთმანეთისაგან.  ავთქვიფოთ კვერცხის ცილები, მივიყვანოთ გათეთრებამდე. ბლენდერში ჩავყაროთ შოკოალადები, დავასხათ ცხელი წყალი, და ავთქვიფოთ.  ჩავაყაროთ შაქარი, კვერცხის გულები, გამდნარი კარაქი, ვანილის ექსტრაქტი, ცოტა მარილი., 1ს.კ ყავა ესპრესო და ავთქვიფოთ კარგად. ეს  მასა შევურიოთ ცილიან მასას და ავურიოთ კარგად. მიღებული მასა ჩაასხით საცხობ ფირფიტაში და შედგით აერღუმელში.აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში. როცა გამოცხვება ზევიდან მოასხით ნუთელა და მოაყარეთ მოხალული თხილი.

 

შოკოლადის ნამცხვარი ნუთელათი
5 (100%) 1 vote



მაფინები შოკოლადით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  •  1 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1/2 ს.კ მარილი
  • 1/8 ს.კ დარიჩინი
  •  1 ჭიქა დაჭრილი შოკოლადი
  • 2/3 ჭიქა  თბილი რძე
  • 1/2 ჭიქა კარაქი
  • 2 ს.კ არაჟანი
  • 2 ც კვერცხი
  • 1/2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1/3 ჭიქა შაქარი
  • 1/3 ჭიქა ყავისფერი შაქარი

მომზადება:

კარაქი, ორივე სახის შაქარი, კვერცხი, რძე, არაჟანი,ვანილის ექსტრაქტი ავთქვფიოთ კარგად. დავამატოთ ფქვილი,გამაფხვიერებელი,მარილი , დარიჩინი და კარგად ავურიოთ. ბოლოს დავამატოთ შოკოლადი.კარგად ავურიოთ. მიღებული მასა კოვზით მოვათავსოთ საცხობ ფორმებში, შევდოთ ღუმელში 200 გრადუსზე 15-18 წუთის განმავლობაში.

მაფინები შოკოლადით
3 (60%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

შოკოლადიანი კრუასანები

ბრაუნები შოკოლადის მინანქრით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1/2 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • შოკოლადი 2 ფილა
  • 3/4 ჭიქა შაქარი
  • 1/4 ს.კ მარილი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2-1/2 ჭიქა კაკაო
  • 2 ს.კ ესპრესოს ფხვნილი

მინანქარი:

  • 2 ს.კ რძე
  • 2 ს.კ კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ს.კ გამდნარი კარაქი
  • 1ს.კ მარილი

მომზადება:

შოკოლადი გავადნოთ კარაქთან ერთად, დავამატოთ შაქარი, მარილი,კვერცხი, ფქვილი,კაკაო და ესპრესოს

ფხვნილი, კარგად ავურიოთ. მიღებული მასა მოვთავსოთ საცხობ ფირფიტაზე, შევდოთ ღუმელში  200

გრდუსზე 25 წთ.  შემდეგ გავაკეთოთ მინანქარი და წავუსვათ ნამცხვარს.

ბრაუნები შოკოლადის მინანქრით
5 (100%) 6 votes



წაიკითხეთ სხვაც

სამარხვო კექსი

თაფლიანი ნამცხვარი ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 4 ჩ.ჭ პურის ფქვილი
  • 200 გრ მარგარინი
  • 1.5 ჩ,ჭ წყალი
  • 1 ჩ.ჭ დაჭრილი ნიგოზი
  • 1 ჩ.ჭ ქიშმიში
  • 3 ს.კ თაფლი
  • 2 ჩ.კ სოდა
  • 0/5 ჩ.კ მარილი
  • ვანილი-გემოვნებით
  • შაქრის პუდრა

მომზადება:

1,5 ჩაის ჭიქა წყალს შეურიეთ 200 გ. გამდნარი მცენარეული მარგარინი ან ქოქოსი,
1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, ძმარში გახსნილი 2 ჩაის კოვზი სოდა, 0,5 ჩაის კოვზი მარილი,
1 ჩაის ჭიქა წვრილად დაჭილი ნიგოზი, 1 ჩაის ჭიქა ქიშმიში, 4 ჩაის ჭიქა ფქვილი და მოზილეთ ცომი. თუნუქის ფირფიტას წაუსვით ცხიმი,
მოაყარეთ ფქვილი და მოათავსეთ გამზადებული ცომი. შედგით ღუმელში საშუალო ტემპტერატურაზე.
ცხელს მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაჭერით რომბისებურ ნაჭრებად.

თაფლიანი ნამცხვარი ნიგვზით
4.33 (86.67%) 3 votes



წაიკითხეთ სხვაც

ნამცხვარი ქლიავის ჩირით

რულეტი

$
0
0

მომზადება:

5 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ, თანდათანობით  დავუმატოთ 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი და ვთქვიფოთ შემაგრებამდე. 5 კვერცხის გული ავთქვიფოთ, დავუმატოთ ბეზე, კარგად ავურიოთ და დავუმატოთ 1 ჭიქა ფქვილი. გამოვაცხოთ ღია ვარდისფერის მიღებამდე. ტაფიდან გადავიტანოთ სველ პირსაწმენდზე. გადავახვიოთ და გავაჩეროთ 10 წთ- ით. შემდეგ გავშალოთ , ზედ ჯემი გემოვნებით წავუსვათ, გადავახვიოთ და დავჭრათ რგოლებად.

რულეტი
4.4 (88%) 20 votes



წაიკითხეთ სხვაც

შოკოლადის მინანქარი

კექსი მარტივად

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1/2 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 3 ც კვერცხი
  • 1/2 ჭიქა ნაღები
  • 1  1/2 ჭიქა ფქვილი
  • 1/4 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1/8 ს.კ სოდა
  • 1/4 ს.კ მარილი
  • 1 ჭიქა  შაქარი
  • 1/2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადება:

შაქარი და კარაქი ავთქვიფოთ ერთად. დავამატოთ კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი, ავთქვიფოთ.

დავამატოთ ნაღები და ავთქვიფოთ. დავამატოთ ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი და ავურიოთ კარგად.

მიღებული მასა  მოვათავსოთ პერგამენტიან კექსის საცხობ ფორმაში.შევდოთ ღუმელში

დაბალ ტემპერატურაზე 30-40 წთ.

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ყავის კრემი

კრემიანი მილაკები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ჭიქა ცივი წყალი
  • 1 ც კვერცხი
  • 1 ს.კ ძმარი
  • 1 ს.კ არაყი
  • 1 ს. კ ზეთი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 500 გრ მარგარინი

მომზადება:

წყალში გავხსნათ ძმარი, არაყი და ზეთი, გავთქვიფოთ კვერცხი, შემდეგ დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
გავარტყელოთ და ფართოპირიანი დანით წავუსვათ დარბილებული მარგარინის 1/3 ნაწილი. შევახვიოთ კონვერტივით და ისევ გავაბრტყელოთ. გადავუსვათ მეორე ნაწილი მარგარინი და კიდე გადავკეცოთ კონვერტივით. მესამედ გავაბრტყელოთ, გადავუსვათ დარჩენილი მარგარინი, გადავკეცოთ და შევდოთ 1 საათით მაცივარში.
ამის შემდეგ, გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ და დავჭრათ 2-3 სმ სიგანის ზოლებად. დავახვიოთ ზოლები ფორმებს,  და გამოვაცხოთ 190-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი.

ამ ულუფიდან გამოდის 40 საშუალო ზომის ხვეულა.
გამომცხვარი მილები ამოვავსოთ კრემით, ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

კრემიანი მილაკები
3.8 (76%) 15 votes



წაიკითხეთ სხვაც

კაკაო ნაყინით

ნამცხვარი იოგურტით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 – 1/8 ჭიქა შაქარი
  • 3/4 ჭიქა კარაქი
  • 2-1/4 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა იოგურტი
  • 5 ც კვერცხი
  • 3 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1 ც ლიმონის ცედრა
  • 1 ც ფორთოხლის ცედრა
  • 1 ს.კ ვანილი

სიროფი: 

  • 1-1/2 ჭიქა წყალი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 4 ს.კ კონიაკი
  • 1/2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადება :

შაქარი და კარაქი ავთქვიფოთ ერთად. დავამატოთ კვერცხი, ვანილი და განვაგრძოთ თქვეფა.

დავამატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი,შემდეგ ლიმონის და ფორთხოლის ცედრა. ბოლოს

იოგურტის და კარგად ავთქვიფოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში, შევდოთ

ღუმელში 200  გრადუსზე 45 წთ.როცა გამოცხვება მოვასხათ სიროფი:  არსებული ინგრედიენტები

ავურიიოთ ერთამანეთში კარგად.ვურიოთ მანამ სანამ  თხელ მასას არ მივიღებთ.

ნამცხვარი იოგურტით
3.33 (66.67%) 3 votes



წაიკითხეთ სხვაც

გემრიელი მაფინები

შოკოლადის მინანქარი

$
0
0

მომზადება:

2 ს.კ კაკაოს შეურიეთ 3/4 ჩ.ჭ შაქარი, და გახსენით 5 ს.კ რძეში.

დაუმატეთ 50 გ კარაქის და მიიყვანეთ ადუღებამდე, თან ურიეთ.

ოდნავ გააგრილეთ და შემდეგ   მოასხით ნამცხვარს.

შოკოლადის მინანქარი
4.4 (88%) 5 votes



წაიკითხეთ სხვაც

ნამცხვარი ჩაბელა

შოკოლადის კექსი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 5 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 2-1/2 ჭიქა ფქვილი
  • 1/2 ჭიქა კაკაო
  • 1 ს.კ ესპრესოს ფხვნილი
  • 1 ს.კ გამფხვიერებელი
  • 1/2 ს.კ სოდა
  • 1-3/4 ჭიქა  შაქარი
  • 1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1/4 ჭიქა რძე

მინანქრის:

  • 4 ჭიქა შოკოლადი
  • 1/3 ჭიქა ნაღები
  • 1 ს.კ კარაქი
  • 1 ს.კ მარილი

მომზადება:

შაქარი და კარაქი ავთქვიფოთ კარგად. დავამატოთ კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი, კარგად ავთქვფიოთ.

დავამატოთ არაჟანი, ფქვილი,კაკაო,ესპრესო,გამაფხვიერებელი,სოდა და კარგად ავთქვიფოთ. ბოლოს

ნელ-ნელა დავამატოთ რძე, კარგად ავთქვფიოთ, მიღებული მასა მოვათავსოთ კექსის საცხობ ფორმაში,

შევდოთ ღუმელში 200გრადუსზე 40-45 წთ. შემდეგ მოვასხათ შოკოლადის მინანქარი და

გავაფორმოთ გემოვნების მიხედვით.

შოკოლადის კექსი
3.75 (75%) 4 votes



წაიკითხეთ სხვაც

მარწყვის ტორტი

ტირამისუ

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ქილა მასკაპონე
  • 1-1/2 ჭიქა ნაღები
  • 1/3 ჭიქა შაქარი
  • 1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 2 ჭიქა ყავა ესპრესო
  • 2 ს.კ რომი
  • კაკაოს ფხვნილი
  • ორცხობილა ”ქალის თითები”

მომზადება:

მასკაპონე, ნაღები, ვანილის ექსტრაქტი და შაქარი,რომი ავთქვიფოთ ერთად, მანამ სანამ კრემის

მასას არ მივიღებთ. ავიღოთ ჭურჭელი ,რაზეც გვინდა გავაკეთოთ ტირამისუ, მოვათავსოთ მასზე

ესპრესოში ამოვლებული ორცხობილები ერთ ფენად,შემდეგ გადავუსვათ კრემი, მოვაყაროთ

კაკაო,შემდეგ ისევ ორცხობილები,კრემი, და ბოლოს კაკაო. შევდოთ მაცივარში რამდენიმე

საათი.

ტირამისუ
3.5 (70%) 8 votes



წაიკითხეთ სხვაც

ტრიუფელი თეთრი შოკოლადით

ბანანის კექსი რომის სოუსით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გ შაქარი
  • 125 გ კარაქი
  • 4 კვერცხი
  • 175 გ ფქვილი
  • 1 ჩ.კ ცომის საფხვიერებელი
  • 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
  • მარილი
  • 3 მწიფე ბანანი
  • ცხიმი და დაფხვნილი ოორცხობილა

სოუსისთვის:

  • 4ს.კ შაქარი
  • 250 გ ნაღები
  • 1 ვანილის ჩხირი
  • 4 კვერცხის გული
  • 2 არყის ჭიქა რომი

მომზადება:

1.    ათქვიფეთ შაქარი(2 ს.კ გადაინახეთ), კარაქი  და კვერცხი. საუმატეთ ფქვილი, ცომის საფხვიერებელი, შაქრიანი ვანილი და 1 მწიკვი მარილი. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.

2.    ბანანი გაფცქვენით, 2ს.კ შაქართან ერთად დაჭყლიტეთ და შეურიეთ ცომს. ფორმას წაუსვით ცხიმი, მოაყარეთ ორცხობილა და ჩაასხით ცომი. აცხვეთ 1სთ.

3.    სოუსისთვის ჩაყარეთ ჯამში შაქარი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ღია ყავისფერ  კარამელს არ მიიღებთ, დროდადრო ურიეთ. დაუმატეთ ნაღები, თან ურიეთ, სანამ კარამელი არ გაიხსნება. გადმოდგით და გააგრილეთ.

4.    ვანილის ჩხირს ამოაცალეთ გული, კვერცხის ცილასთან და რომთან ერთად ცალკე ჯამში მოათავსეთ და ორთქლზე გააცხელეთ. დაუმატეთ ნაღებიანი მასა და თან ურიეთ, სანამ სოუსი კრემისებრი არ გახდება. ვიდრე სოუსს ნამცხვართან ერთად სუფრასთან მიიტანეთ, მაცივარში შედგით.

 

 

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ღორის დინგი

ფხვიერი ორცხობილები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ ფქვილი
  • 200 გრ კარაქი
  • 300-400 გრ ნაღები
  • 1  ჩ.კ კარდემონი
  • 1ჩ.კ დარიჩინი

მომზადება:

მოცემული ინგრედიენტებით დაახლოებით 40 ცალი პატარ-პატარა ნამცხვარი გამოგივათ. ფქვილს,  გამდნარ კარაქსა და ნაღებს ხელით ავურეთ. დარიჩინსა და კარდემონს დავამატებთ და კარგად მოვზელთ. ცომს ნახევარი საათით გავაჩერებთ. შემდეგ ხის მრგვალ დაფას ავიღებთ და ცომს მასზე გავაბრტყელებთ. ცომი საშუალოდ უნდა გაბრტყელდეს და ფორმებად დაიჭრას. საცხობ ფირფიტაზე  ‘’ კალკის’’ ქაღალდს დავაფენთ და მოჭრილ ცომებს დავალაგებთ. ღუმელში შევდებთ და 40-45 წუთი გავაჩერებთ.

ფხვიერი ორცხობილები
2 (40%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

შოკოლადის ნამცხვარი

შოკოლადის განაშე

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ჭიქა შოკოლადი
  • 1/3 ჭიქა ნაღები
  • კარაქი
  • მწიკვი მარილი

მომზადება:

ნაღები ავადუღოთ და დავამატოთ შოკოლადს, დავუმატოთ მწიკვი მარილი და კარაქი, კარგად ავურიოთ,

სანამ ერთიან მასა არ მივიღებთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კექსი თხილით

ვაშლის კლაფოუტისი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1/2 ჭიქა ფქვილი
  • 1/4 ჭიქა შაქარი
  • 2 ც კვერცხი
  • 1/3 ჭიქა ნაღები
  • 1/3 ჭიქა თბილი რძე
  • 2 ს.ლ გამდნარი კარაქი
  • 1/4 ს.კ მარილი
  • 1/2 ს.კ ლიმონის ცედრა
  • 2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 4  ც გრძლად დაჭრილი ტკბილი ვაშლი

მომზადება:

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ კარგად.შემდეგ დაუმეტეთ რძე,ნაღები, ვანილის ექსტრაქტი,ლიმონის ცედრა და

განაგრძეთ თქვეფა. დავუმატოთ ფქვილი და კარგად აურიეთ.ბოლოს კი კარაქი და კარგად აურიეთ.

მიღებული მასა ჩაასხით მრგვალ საცხობ ფორმაში( სტანდარტულზე პატარა ფორმა), ზემოდან კი მოათავსეთ

დაჭრილი ვაშლი. შედეთ ღუმელში 180 გრადუსზე 35 წთ

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ტირამისუ მარწყვით

სამარხვო კექსი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • შაქარი 3/4 ჭიქა
  • ქიშმიში (ან ცუკატები) 0,5 ჭიქა
  • წვრილად დაჭრილი ნიგოზი 0,5 ჭიქა
  • მურაბა 2 ს/კ.
  • ნახევარი ლიმონი (დაბლენდერებული ან გახეხილი)
  • კაკაო 2 ს/კ.
  • ზეთი 2 ს/კ.
  • თბილი წყალი 1 ჭიქა (ან ცოტა მეტი)
  • სოდა 1 ჩ/კ.

 

მომზადება:

წყალში გავხსნათ სოდა, დავამატოთ კაკაო, ზეთი, მურაბა, ნიგოზი, ქიშმიში, შაქარი, დაბლენდერებული ლიმონი, კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ ფქვილი და კვლავ ავურიოთ (ცომს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია). მომზადებული მასა ჩავასხათ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ გაცხელებულ ღუმელში. მომზადების შემდეგ შეგიძლიათ გააფორმოთ შოკოლადის მინანქარით და

დაჭრილი ნიგვზით.

სამარხვო კექსი
4.25 (85%) 20 votes



წაიკითხეთ სხვაც

სუპერ კრემი
Viewing all 1804 articles
Browse latest View live