Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 1804 articles
Browse latest View live

ვაშლის მაფინები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1  1/2 ჭიქა ფქვილი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 1/4 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 1 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1/2 ს.კ სოდა
  • 1/4 ს.კ მარილი
  • 1/2 ჭიქა იოგურტი
  • 1 ს.კ დარიჩინი
  • 1ს.კ  ვანილის ექსტრაქტი
  • 1/4 ჭიქა რძე
  • 2 ც კვერცხი
  • 2 ც ვაშლი
  • 1ს.კ ფორთოხლის ცედრა

მომზადება:

ჯამში ჩავდოთ გამდნარი კარაქი,  დავამატოთ შაქარი და ავურიოთ კარგად.

დავამატოთ კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი,ავთქვიფოთ კარგად.

დავამატოთ იოგურტი და ფორთოხლის ცედრა, კარგად ავთქვფიოთ.

დავამატოთ გახეხილი ვაშლი, ავურიოთ და შემდეგ ეს მასა შევურიოთ ფქვილიან  და

შაქარიან მასას. ბოლოს დავამატოთ ცოტა რძე და შვრია ავურიოთ

და შემდეგ კოვზით ჩავდოთ სპეციალურ საცხობ ფორმებში.

ვაცხოთ დაახლოებით 25 წუთის განამვლობაში საშუალო ტემპერტურაზე.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

გოგრის ტორტი

ტორტი ‘’სენატორი’’

$
0
0

მომზადება:

10 კვერცხის ცილა და 2 ჩ.ჭ შაქარი  ავთქვიოთ კარგად. დავუმატოთ 2 ჩ.ჭ მოხალული დაჭრილი ნიგოზი, ვანილი. მივიღებთ სქელ ბეზეს. 4ს.კ ბეზესგან გავაკეთოთ ყვავილები, დანარჩენი ბეზე გავყოთ 2 ნაწილად და გამოვაცხოთ ერთნაირ ტაფაზე, რომელზეც დაფენილი იქნება ფოლგას ცხიმწასმული ქაღალდი. ბეზეს ყვავილები და ეს  2 ტაფა შევდგათ აირღუმელშო და ვაცხოთ 2.5-3 საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. გამოცხობის შემდეგ გავაციოთ და ერთმანეთს დავაწებოთ კრემით. ზემოდან წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ გამომცხვარი ბეზეს ნაფშხვენები, გავაფორმოთ ბეზეს ყვავილებით.

კრემის მომზადება:

2 ქილა შედედებული რძე ვხარშოთ 3საათის განმავლობაში. ცალკე ავთქვფიოთ 300 გრ კარაქი და შევათქვფიოთ მოხარშული შედედებული რძე. დავუმატოთ 3 ს.კ კონიაკი, 2ს.კ ხსნადი ყავა.

ტორტი ‘’სენატორი’’
3.73 (74.55%) 11 votes



წაიკითხეთ სხვაც

ქიშმიშიანი მაფინები

შოკოლადის კრემი

$
0
0

მომზადება:

2 ს.კ ფქვილს დაუმატეთ 6 ს.კ შაქრის ფხვნილი, დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი ცივი რძე, დაუმატეთ

ვანილი, კარგად აურიეთ და შუშეთ 20 წთ. თან ხშირად ამოურიეთ. 3 ც კვერცხის გულისა და 1 ჭიქა

შაქრისგან გააკეთეთ გოგლიმოგლი, შეურიეთ გაციებულ კრემს. 3 ც კვერცხის ცილა ამოიყვანეთ

კარგად და შეურიეთ კრემს. გაადნეთ შოკოლადის ფილა ორთქლზე და შეურიეთ კრემს. 200 გრ

შერბილებული კარაქი ამოიყვანეთ მიქსერით და შეურიეთ კრემს. კრემი კარგად ათქვიფეთ მიქსერით.

შოკოლადის კრემი
4.45 (89.09%) 11 votes



წაიკითხეთ სხვაც

კექსი

ნამცხვარი ”’პოლ რობსონი”

$
0
0

შემადგენლობა:

  •  4 ც კვერცხი
  • 3 ჩ.ჭ შაქარი
  • 3 ჩ.ჭ ფქვილი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 6 ს.კ გამდნარი კარაქი
  • 1/2 ლ მაწონი
  • 3ს.კ კაკაო
  • ვანილი, მარილი

მომზადება:

გავაკეთოთ გოგლიმოგლი. დავუმატოთ კაკაო, ავურიოთ კარგად. გავადნოთ  6 ს.კ კარაქი, დავუმატოთ მაწონი, სოდა ძმრით, დავუმატოთ გოგლიმოგლში და ავურიოთ კარგად. შემდეგ დავუმატოთ ფქვილი და ცოტა მარილი. გავყოთ ოთხად ( მეხუთე ნაწილი თვზე მოსაყრელად). გამოვაცხოთ ცალ-ცალკე.

კრემი:

1 ქილა შედედებული რძე და 200 გრ კარაქი ავურიოთ მიქსერით. წავუსვათ ფენებს შორის და დაჭრილი ნიგოზი გამოვიყენოთ მოსართვად.

ნამცხვარი ”’ პოლ რობსონი”
4.5 (90%) 4 votes



ღვეზელი ვაშლის შიგთავსით

$
0
0

მომზადება:

აიღეთ 50 გ არაყი,დაუმატეთ 1ჩ.ჭ შაქარი, 1.5 ჩ.ჭ ზეთი. ყველა ერთად უნდა იყოს 2ჩ.ჭ. ჩაყარეთ ფქვილი და აზილეთ. გააკეთეთ ცომი, მერე გაყავით ორ ნაწილად, გაათხელეთ დანის ყუის სისქეზე ერთი ნაწილი და დააფინეთ ფორმის ძირში, ზედ მოაყარეთ 5 გახეხილი ვაშლი, რომელშიც ქიშმიში იქნება არეული, დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი, ალუბლის მურაბა. ამას გადააფარეთ თავზე მეორე ფენა, გვერდები ამოუკეცეთ, თავზე მოაყარეთ ორცხობილას ფხვნილი, გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 30-35 წთ.

ღვეზელი ვაშლის შიგთავსით
4.25 (85%) 4 votes



წაიკითხეთ სხვაც

კექსი შოკოლადით

ნამცხვარი კრემით

$
0
0

შემადგენლობა: 

  •  6 ც კვერცხი
  •  2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  •  150 გ კარაქი
  •  1 ჩ.ჭ რძე
  •  0.5 ჩ.ჭ სოდა
  •  1 ჩ.კ ძმარი
  • კონიაკი, ვანილი-გემოვნებით

მომზადება:

6 კვერცხი დიდხანს ვთქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად. დავამატოთ სოდა-გახსნილი ძმარში, 1  ჭიქა ფქვილი, ფრთხილად ავურიოთ, ჩავასხათ  ყალიბში და გამოვაცხოთ ნელ ცეცხლზე, როგორც  ჩვეულებრივი ბისკვიტი. მიღებული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე და წავუსვათ კრემი.

კრემი:

150 გრ კარაქი ავთქვიფოთ, ნელ-ნელა დავამატოთ 1 ჩ.ჭ ფხვნილი და თითო ჩაის კოვზით შევათქვიფოთ 1 ჩ.ჭ ოდნავ თბილი რძე. დავამატოთ ცოტა კონიაკი და ვანილი.

ნამცხვარი კრემით
3 (60%) 2 votes



კექსი ჩირით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1.5 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1.5 ჩ.კ სოდა
  • 4 კვერცხი, 1ს.კ ზეთი, 4ს.კ ფქვილი
  • 2 ჭიქა ხილის ჩირი, 1ჭიქა ნიგოზი
  • 1 ს.კ ლიმნის გახეხილი ქერქი, 1ჭიქა რძე

მომზადება:

ავთქვფიოთ კვერცხი შაქრის ფხვნილთან ერთად, ნელ-ნელა დავუმატოთ ზეთი.

ჩირი და ნიგოზი წვრილად დავჭრათ, დავამატოთ ფქვილი, რძე სოდასთან ერთად,

ლიმონის ქერქი, ათქვეფილი კვერცხის მასა და ცომი მოვზილოთ.

გამოვაცხოთ აერღუმელში შევარდისფერებამდე.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ხაჭოს ტორტი ჟელატინით

ვაშლის ღვეზელი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 6-9 ც ვაშლი
  • ნახევარი ჭიქა შაქარი
  • დარიჩინი-გემოვნებით
  • 100 გრ არაყი
  • ლიმონის ცედრა-გემოვნებით
  • 600 გრ საფუვრიანი ცომი

მომზადება:

ვაშლი გავფცქვნათ,დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ შაქარი, დარიჩინი, ლიმონის ცედრა, მოვასხათ არაყი და

ყველაფერი ერთად ვთუთქოთ ნელ ცეცხლზე, სანამ ვაშლი არ ჩაიშლება. ცომი გავაბრტყელოთ, დავადოთ

ვაშლის პიურე ლამაზად,გადავასწოროთ და გამოვაცხოთ ღუმელში

ვაშლის ღვეზელი
1.8 (36%) 5 votes



წაიკითხეთ სხვაც

ტირამისუ

ნამცხვარი ფორთოხლის წვენით

$
0
0

 შემადგენლობა:

  • 375 გრ კარაქი
  • 3 ჭიქა შაქარი
  • 6 ც კვერცხი
  • 2 ფორთოხლის ცედრა
  • 1/2 ჭიქა ფორთოხლის წვენი
  • 200 გე იოგურტი
  • 1 ს.კ ვანილი
  • 750 გრ ფქვილი

მინანქრისთვის:

  • 2 ჭიქა შაქარი
  • 2 ს.კ ცხელი წყალი
  • 1/2 ს.კ ვანილი

მომზადება:

კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ ერთად, დავამატოთ კვერცხი და ვანილი,განვაგრძოთ თქვეფა.

დავამატოთ ფქვილი,ფორთოხლის ცედრა, ბოლოს იოგურტი და ფორთოხლის წვენი. კარგად

ავთვიფოთ ერთად. მიღებული მასა მოვათავსოთ სპეციალურ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში.

შევდოთ ღუმელში 175 გრადუსზე 50 წთ. როცა გამოცხვება მოვასხათ მინანქარი: კარაქი და ვანილი

ავურიოთ ერთად, დავამატოთ წყალი და ვურიოთ სანამ,  სიროფის სისქეს არ მივიღებთ.

ნამცხვარი ფორთოხლის წვენით
4 (80%) 3 votes



წაიკითხეთ სხვაც

ტორტი კლოუნი

კექსი მინანქრით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 შეკვრა დარბილებული კარაქი
  • 2-1/4 ჭიქა ფქვილი
  • 3/4 ჭიქა კაკაო
  • 1 ს.კ სოდა
  • 1 ს.კ მარილი
  • 1/2 ჭიქა რძე
  • 1/2 ჭიქა არაჟანი
  • 1-1/2 ჭიქა შაქარი
  • 4 ც კვერცხი
  • 1 ს.კ ვანილი
  • 2 ფილა შოკოლადი
  • 1/2 ჭიქა ნაღები
  • 2 ს.კ გამდნარი კარაქი

მომზადება:

ფქვილი,კაკაო ,სოდა და მარილი ავურიოთ ერთმანეთში. დავუმატოთ რძე და არაჟანი და ავთქვიფოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კარაქი,შაქარი,კვერცხი,ვანილი და ეს ნაზავი დავუმატოთ რძიან მასას.

მიღებული მასა მოვთავსოთ ცხიმიან კექსის საცხობ ფორმაში. შევდოთ ღუმელში 220 გრადუსზე

55 წთ. როცა გამოცხვება მოვასხათ შოკოლადის მინანქარი: ნაღებს დავუმატოთ კარაქი,ავადუღოთ,

დავუმატოთ შოკოლადი, და კარგად ვურიოთ,სანამ შოკოლადი არ გადნება.

კექსი მინანქრით
4.75 (95%) 12 votes



წაიკითხეთ სხვაც

მოხარშული ბეზე

ლიმონის პუდინგი

$
0
0

შემადგენლობა:

  • ლიმონი – 3 ცალი;
  • ზეითუნის ზეთი – 1 სუფრის კოვზი;
  • რძე – ½ ჭიქა;
  • ფქვილი – ½ ჭიქა;
  • შაქარი – 1 ჭიქა;
  • მარილი – ½ ჩაის კოვზი;
  • კვერცხი – 4 ცალი;

მომზადება:

პირველ ეტაპზე ვამზადებთ  1/3 ჭიქა ლიმონის წვენსა და 1 სუფრის კოვზ ლიმონის დაჭრილ ქერქს.

გამოარჩიეთ კვერცხის გული ცილისგან და მოათავსეთ თასში, დაამატეთ კარაქი და აურიეთ. ამის შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და კვლავ აურიეთ.

გააგრძელეთ მორევა და თან რძე დაამატეთ ამ ყველაფერს. დაამატეთ მშრალი ინგრედიენტები და აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა ამატეთ ფქვილი და რძე სანამ ეს ყველაფერი ნათელ ყვითელ ფერს არ მიიღებს.

დარჩენილი ცილა მიქსერით ათქვიფეთ და მიიღეთ ბეზე, რომელსაც შემდეგ ფრთხილად მოათავსებთ ყვითელი მასის თავზე.  გადაურიეთ ერთმანეთში ეს ყველაფერი.

გააცხელეთ ქურა 180 გრადუსზე და მოამზადეთ გარკვეულ ფორმაში ან თეფშში მოთავსებული ეს მასა გამოსაცხობად. ფორმას არ წაუსვათ ზეთი და არ მოაყაროთ ფქვილი!!!

ღრმა თასში ჩაასხით წყალი და ნელ-თბილს ქურაში შედგით, როცა საჭირო დონეზე გაცხელდება ქურა და წყალი, შემდეგ უკვე შედგით ფორმებში ამ თასში. ეს წარმოქმნის წყლის აბაზანის ეფექტს.

მოამზადეთ 40-45 წუთი და შემდეგ გამოიეღეთ, მოაყარეთ შაქრის პუდრი და მიირთვით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ვანილის ორცხობილა

კაკაოს ორცხობილები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2/3 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჭიქა კაკაო
  • 1/4 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 1 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1/4 ს.კ მარილი
  • 1/2 ს.კ ყავა ესპრესო
  • 2 ც კვერცხი
  • 1ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ჭიქა შაქრია პუდრა

მომზადება:

კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ ერთად, დავამატოთ კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი,ავთქვფიოთ კარგად.

ფქვილს ავურიოთ კაკაო,მარილი,გამაფხვიერებელი, ესპრესო და ჩავყაროთ კარაქიან მასაში,

ავთქვფიოთ კარგად. მიღებული ცომი სამი საათით გავაჩეროთ, შემდეგ ავიღოთ მრგვარი კოვზით

პატარ-პატარა გუნდები, დავამრგვალოთ, ამოვავლოთ შაქრის პუდრაში და დავდოთ საცხობ ფირფიტაზე,

შევდოთ აერღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კრემი მარტივად

ნამცხვარი თაფლით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 3/4 ჭიქა ზეთი
  • 3/4 ჭიქა თაფლი
  • 1/2 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1.2 ს.კ მიხაკი და დარიჩინი
  • 2 ს.კ კაკაო
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა თბილი წყალი

მომზადება:

კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ ერთად. დავუმატოთ ზეთი,თაფლი,გამაფხვიერებელი,მიხაკი

დარიჩინი,კაკაო და ბოლოს წყალი,კარგად ავთქვიფოთ ეს მასა. მიღებული მასა  მოვათავსოთ

ცხიმიან მრგვალ საცხობ ფორმაში. შევდოთ ღუმელში 190 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.

ნამცხვარი თაფლით
2 (40%) 2 votes



წაიკითხეთ სხვაც

კექსი მარტივად

ტორტი ”დობოში”

$
0
0

შემადგენლობა:

ცომისთვის:

  • 6 კვერცხი, 0.5 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 პაკეტი ვანილი
  • 0.5 ჭიქა ფქვილი , 80 გრ კარაქი

კრემისთვის:

  • 250 გრ კარაქი, 2ს.კ კონიაკი
  • 1 ჭიქა შაქრის პუდრა
  • 60 გრ შოკოლადი, 1ს.კ კაკაო
  • 2 კვერცხის ცილა

მინანქრისთვის:

  • 200 გრ შავი შოკოლადი
  • 30 გრ კარაქი

მომზადება:

კვერცხის ცილა ათქვიფიოთ შესქელებამდე. კვერცხის გული ავთქვიფოთ ფხვნილთან ერთად, დავუმატოთ ფქვილი, კარაქი და მიღებული მასა კოვზით დავუმატოთ ცილას და ავთქვფიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ დავუმატოთ ვანილი. ცომი გავყოთ 6-8 ნაწილად და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. ფენევი გავაციოთ. კრემის მოსამზადებლად კვერცხის ცილა ავთქვიფოთ აქაფებამდე. დარბილებული კარაქი ავთქვფიოთ, დავუმატოთ შაქრის პუდრა, დამდნარი შოკოლადი და კაკაო. კარგად ათქვეფის შემდეგ დავუმატოთ ცილა, შემდეგ კონიაკი. ფენები შევაერთოთ კრემით, ზედა ფენას კი მინანქარი მოვასხათ და გავაფორმოთ ნიგვზით ან შოკოლადით. მინანქრის მოსამზადებლად შოკოლადი დავადნოთ წყლის ორთქლზე და დავუმატოთ კარაქი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ბრაუნი (ვიდეო)

კარამელის ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  10 ც რბილი კარამელის კანფეტი
  • 100 გ ნაღები
  • 4 კვერცხი
  • მარილი
  • 200 გ კარაქი
  • 100 გ შაქარი
  • 250 გ ფქვილი
  • 1 ჩ.კ ცომის საფხვიერებელი
  • 2ს.კ შაქრის პუდრა
  • ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისთვის

მომზადება: 

კარამელი ნაღებთან ერთად გაადნეთ და თან ურიეთ. დადგით გასაგრილებლად. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა.კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა 1 მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე. კარაქი, შაქარი და კვერცხის გული ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ კარამელიანი ნაღები.  მიღებულ მასას  დაუმატეთ ერთმანეთში არეული ფქვილი და ცომის საფხვიერებელი და შეურიეთ ათქვეფილი ცილა.ცომი ჩაასხით ფორმაში, შუაში სიგრძეზე ოდნავ ჩაჭერით, რომ ნამცხვარი თანაბრად ამოვიეს. შედგით ღუმელში და აცხვეთ 45 წთ. სანამ ღია ყავისფერი არ გახდება.გამოიღეთ ნამცხვარი ღუმლიდან, ფორმაშივე გააგრილეთ, ცხაურზე გადმოაბრუნეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.

კარამელის ნამცხვარი
3 (60%) 2 votes



წაიკითხეთ სხვაც

კექსი ჯემით

ბეზეს ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • კვერცხი – 10 ცალი
  • შაქრის პუდრა – 3 ჭიქა
  • რძე – 0.5 ლიტრი
  • კარაქი – 200 გრამი
  • პურის ფქვილი – 3 სუფრის კოვზი
  • ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა
  • ვანილი – გემოვნებით

მომზადება:

10 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ 2.5 ჭიქა შაქრის პუდრა. ცხელ ტაფას წავუსვათ კარაქი, კოვზით ავიღოთ ათქვეფილი ბეზე და დავალაგოთ ტაფაზე ცალ-ცალკე. შევდგათ ცხელ აირღუმელში, 1 წუთით მაღალ ცეცხლზე. შემდეგ ნახევარი საათი ვაცხოთ დაბალ ტემპერატურაზე, ასე გამოვაცხოთ ყველა.

მოვამზადოთ კრემი:

7 კვერცხის გული ავთქვიფოთ კარგად. დავუმატოთ 1/3 ჭიქა შაქარი. 0.5 ლიტრი თბილი რძე, 3 სუფრის კოვზი ფქვილი და სწრაფი რევით ავადუღოთ, გავაციოთ და დავუმატოთ 200 გრამი ათქვეფილი კარაქი და ვანილი.

მოვხალოთ 1 ჩაის ჭიქა დაჭრილი ნიგოზი. დავყოთ გამომცხვარი ბეზეს ყვავილები 3 ნაწილად; ერთი ნაწილი მოვაწყოთ ლანგარზე, მოვაყაროთ დაჭრილი, მოხალული ნიგოზი, მოვასხათ კრემი, მოვაწყოთ ბეზე, მოვაყაროთ ნიგოზი და ისევ მოვასხათ კრემი. ასე გავიმეოროთ. შემდეგ ლანგარი შევდგათ მარცივარში. ნამცხვარი არის ნაზი, მიირთმევა კოვზით.

ბეზეს ნამცხვარი
2 (40%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

ბელგიური ტორტი

წითელი მოცვის რულეტი

$
0
0

მომზადება:

6 კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე. კვერცხის გული ათქვიფეთ 100 გ შაქართან ერთად. თანდათან შეურიეთ 100 გ წიწიბურას ფქვილი და ათქვეფილი ცილა. ცომი თანაბრად გაანაწილეთ პერგმენტიან საცხობ ფირფიტაზე. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე და აცხვეთ 12-15 წთ. 400 გ ნაღები 1 მწიკვ ლიმონჟაბვასთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე. შეურიეთ 3 ს,კ წითელი მოცვის ხილფაფა და 1ს.კ შაქრის პუდრა. გაციებულ ბისკვიტს წასუვით მოცვიანი ნაღების კრემი და გადაახვიეთ. რულეტი შედგით მაცივარში მინიმუმ 1 სთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

''პეჩენიები''

ხაჭოიანი ნამცხვრები

$
0
0

 

შემადგენლობა:

ცომისთვის:

  •  200 გრ ხაჭო,  1ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • 100 გრ კარაქი, 1 კვერცხის გული
  • 1ს.კ არაჟანი, 1 ჭიქა ფქვილი

გულსართისათვის:

  • 200 გრ ხაჭო, 1 პაკეტი ვანილი
  • 2ს.კ არაჟანი,2 კვერცხის გული
  • 1 ყავის ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • ჭერამი ან ატამი, შაქრის პუდრა

მომზადება:

ცომის მოსამზადებლად ხაჭო ავურიოთ კარაქს, დავუამტოთ კვერცხის გული  გამფხვიერებლით, გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. შევდოთ 0.5-1 საათით მაცივარში დასასვენებლად.

გულსართის მოსამზადებლად ხაჭო ავურიოთ შაქრის ფხვნილთან და ვანილთან ერთად, დავუმატოთ არაჟანი, კვერცხის გული. ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, გავაბრტყელოთ და დავჭრათ ოთკუთხედებად, გვერდები ცოტა ავუწიოთ და თასის ფორმა მივცეთ. 1 ჩაის კოვზი გამზადებული გულსართი დავდოთ თითოეულ ოთკუთხედში, ზემოდან დავადოთ ხილის პატარა ნაჭერი. აერღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსზე, ტაფაზე წავუსვათ ცხიმი, ნამცხვრები დავაწყოთ და გამოვაცხოთ 15-20 წუთის განმავლობაში შევარდისფერებამდე. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

ხაჭოიანი ნამცხვრები
3.75 (75%) 4 votes



წაიკითხეთ სხვაც

მოცვის ნამცხვარი ხაჭოთი

ტორტი ”მადონა”

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 ც კვერცხი
  • 1.5 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 3ს.კ თაფლი
  • 300 გრ კარაქი
  • 1 კოლოფი შესქელებული რძე
  • 5 ჩ.ჭ ფქვილი
  • 1ჩ.კ სოდა
  • 1ს.კ ძმარი
  • ვანილი-გემოვნებით

მომზადება: 

3 კვერცხისა და ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 3ს.კ გამდნარი თაფლი, 3ს.კ გამდნარი კარაქი, სოდა-ძმარში გახსნილი,3 ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

წინასწარ თასით ავადუღოთ წყალი, შიგ ჩავდგათ ქვაბი, რომელშიც ზემოაღნიშნული მასაა მოთავსებული და გავაცეროთ 10 წუთი ( ცომი უნდა იყოს წებოვანი). შემდეგ გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე,კიდევ კარგად დავზილოთ და გავყოთ 8 ნაწილად. თითოეული ნაწილი ცომისა უნდა გამოვაცხოთ ცალ-ცალკე.წავუსვათ კრემი ყველა ფენას,დავალაგოთ ერთმანეთზე,ბოლო ფენასაც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაფხვნილი შემოჭრილი ნაპირები.

კრემისთვის 300 გრ კარაქი კარგად გავთქვიფოთ გათეთრებამდე,შევაზილოთ 1 კოლოფი შესქელებული რძე და ვანილი.

ტორტი ” მადონა”
2.5 (50%) 4 votes



წაიკითხეთ სხვაც

ეკლერი

ეკლერი შოკოლადის კრემით

$
0
0

შემადგენლობა:

ცომისთვის:

  • 100 გრ კარაქი, 2 ჩ.კ შაქრის ფხვნილი
  • 1 ჭიქა თბილი წყალი, 1 ჩ.კ სოდა
  • 1 ჭიქა ფქვილი, 6 ც კვერცხი

შოკოლადის კრემი ( იხილეთ აქ)

 

მომზადება:

ცომის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტები ავურიოთ ერთმანეთს და ოდნაც თხელი, რბილი ცომი მივიღოთ. ცომი კოვზით დავდოთ ტაფაზე, მივცეთ ეკლერის ფორმა და გამოვაცხოთ აეღუმელში 220 გრადუს ტემპერატურაზე.

გამომცხვარი ეკლერები გაჭერით შუაზე და მოათავსეთ შიგ შოკოლადის კრემი, ზემოდან კი მოასხით

შოკოლადის ან კარამელის მინანქარი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ორცხობილები ჯემით ( ვიდეო)
Viewing all 1804 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>