Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 1804 articles
Browse latest View live

შოკოლადიანი რულეტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 კვერცხი, 2 ჭიქა ფქვილი
  • 3ს.კ კაკაო
  • 0.5 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 30 გრ კარაქი
  • ალუბლის კონფიტიური
  • ათქვეფილი ნაღები
  • გახეხილი შოკოლადი

მომზადება:

კვერცხი ავთქვფიოთ შაქრის ფხვნილთან ერთად, დავუმატოთ  ფქვილი და კაკაო,

ავურიოთ შემდეგ დავუმატოთ გამდნარი კარაქი. მიღებული ცომი დავასხათ ცხიმწასმულ ტაფაზე

და გამოვაცხოთ 10 წუთის განმავლობაში

200 გრადუსს ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში.

გამომცხვარი ფენა ცხელ-ცხელი დავდოთ პირსაწმენდზე და გადავახვიოთ, 30-40 წუთით

გავაციოთ. შემდეგ რულეტი გავშალოთ, დავნამოთ კონფიტიურის წვენით, წავუსვათ ნაღები,

დავალაგოთ ალუბლის მარცვლები და კვლავ გადავახვიოთ, მოვრთოთ გახეხილი შოკოლადით.

შოკოლადიანი რულეტი
4.17 (83.33%) 6 votes



წაიკითხეთ სხვაც

ნამცხვარი '' კაკალი''

სტაფილოს მაფინები

$
0
0

<შემადგენლობა:

  • 1 ჭიქა გატარებული ნუში
  • 1-3/4 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჭიქა კარტოფილის სახამებელი
  • 2 ც სტაფილო
  • 1/2 ს.კ მარილი
  • 1 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1/4 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 1/3 ჭიქა ზეთი
  • 2 ც კვერცხი
  • 1/2 ჭიქა რძე
  •  ფორთოხლის და ლიმონის ცედრა

მომზადება:

კარაქი, ზეთი და შაქარი ავთქვიფოთ ერთად, დავამატოთ კვერცხი , ფორთოხლის და ლიმონის ცედრა, განვაგრძოთ

თქვეფა. დავამატოთ გამაფხვიერებელი,მარილი,ვანილის ექსტრაქტი, ფქვილი,კარტოფილის სახამებელი,

გახეხილი სტაფილო და კარგად ავთქვიფოთ, მიღებული მასა კოვზით მოვათავსოთ სპეციალურ საცხბობ

ფორმებში,  შევდოთ ღუმელში =180 გრადუსზე 18-20 წუთი.

სტაფილოს მაფინები
5 (100%) 1 vote



შოკოლადის განაშე

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ც შოკოლადის ფილა
  • 2 ჭიქა ნაღები

მომზადება:

ნაღები გავაცხელოთ, დავასხათ შოკოლადს და ვურიოთ  მანამ,სანამ არ გადნება და ერთიანი

მასა არ გახდება. შოკოლადის განაშე ძალიან უხდება სხვადასხვა სახის ნამცხვრებს.

შოკოლადის განაშე
5 (100%) 3 votes



ნამცხვარი ჯემით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ კარაქი
  • 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 5 ც კვერცხი
  •  ფქვილი- რამდენიც დასჭირდება
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1ს.კ ძმარი
  •  ჯემი- გემოვნებით
  • მარილი,ვანილი-გემოვნებით

მომზადება:

500 გრ კარაქი ავურიოთ 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად. ნელ-ნელა დავამატოთ 5 კვერცხის გული,

სოდა-გახსნილი ძმარში, ცოტა მარილი, ვანილი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი.

გავყოთ სამ ნაწილად ( ორი დიდი, ერთი პატარა) და გამოვაცხოთ ცალ-ცალკე.

ორ ფენას წავუსვათ ჯემი და შევაერთოთ. მესამე ფენა დავფშვნათ და ზემოდან მოვაყაროთ.

ნამცხვარი ჯემით
4 (80%) 2 votes



წაიკითხეთ სხვაც

ნამცხვარი ''მედოკი''

კაკაო მაფინები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 100 გრ შაქარი
  • 150 გრ არაჟანი
  • 1 ჭიქა რძე
  • 2 ც კვერცხი
  • 6 ს.კ კაკაო
  • 9 ს.კ ფქვილი
  • 1/2 ს.კ  სოდა-ლიმონის წვენით
  • 5 ს.კ ზეთი

მომზადება:

შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ არაჟანი და რძე, შემდეგ სოდა+ლიმონის წვენი. დავამატოთ კაკაო და ფქვილი, დავამატოთ ზეთი. უნდა მივიღოთ კრემისებური, არაჟანზე ცოტა თხელი ცომი. (შეგვიძლია დავამატოთ სხვადასხვა არომატი: ვანილი, ალკოჰოლი, ფორთოხლის ცედრა და ა.შ.. ასევე შეგვიძლია გულში ჩავუდოთ ალუბალი, ჟოლო, მარწყვი, სხვა ნებისმიერი კენკრა ან ხილი, ასევე შოკოლადი). გავანაწილოთ ფორმებში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.

კაკაო მაფინები
4.8 (96%) 5 votes



ნამცხვარი ვაშლით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც კვერცხი
  • 3 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 200 გრ კარაქი
  •  ერთი ქილა მაწონი
  •  1 ჩ.კ სოდა
  • 1ს.კ ძმარი
  •  ფქვილი- რამდენიც დაჭირდება
  • 6-7 ც ვაშლი
  • 0.5 ჩ.ჭ წყალი

მომზადება: 

ოთხი ცალი კვერცხი მთლიანად კარგად ავთქვიფოთ 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერად, დავუმატოთ 200 გრ კარაქი, ერთი ქილა მაწონი, სოდა, ძმარი, შევაზილოოთ იმდენი ფქვილი, რომ მივიღოთ ფაფუკი ცომი. ცოტაოდენი ცომი მოვათავსოთ ტორტის მოსართავ პარკში, დანარჩენი ცხიმწასმულ ცივ ყალიბში და გავაბრტყელოთ ფქვილიანი ხელით. შემდეგ წავუსვათ ვაშლის პიურე, ზემოდან მოვრთოთ პარკში მოთავსებული ცომით და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.

პიურე მოვამზადოთ შემდეგნაირად: 6-7 ც ვაშლი გავთალოთ, დავჭრათ წვრილად, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხა 0.5 ჩ.ჭ წყალი, როცა ჩაიშუშება, კარგად ჩავსრისოთ ხის კოვზით. დავამატოთ შაქარი გემოვნებით და დავდგათ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. კარგად რომ შესქელდება და ქარვის ფერს მიიღებს, გადმოვდგათ, დავამატოთ ცოტა ვანილი, გავაციოთ და ისე გამოვიყენოთ.

ნამცხვარი ვაშლით
5 (100%) 1 vote



‘’ პრიანიკი’’

$
0
0

შემადგენლობა:

  • 0.5 ქილამაწონი
  • 1ჩ.კ სოდა
  • 500 გრ შაქარი
  • 2ს.კ ზეთი

მასალა ბეზესთვის:

  • 1 ც კვერცხის ცილა
  • 5ს.კ შაქარი

მომზადება:

მაწონს დავუმატოთ 1 ჩ.კ სოდა და ავურიოთ კოვზით. დავუმატოთ შაქარი, 2ს.კ საჭმელი ზეთი, ფქვილი, რამდენსაც შეიზელს. მოვზილოთ ცომი და გავაბტყელოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და დავჭრათ ჭიქით. დავაწყოთ თბილ ტაფაზე და გამოვაცხოთ ღუმელში. როცა ფერს იცვლის, გადმოვიღოთ და სათითაოდ წავუსვათ ბეზე( 1 კვერცხის ცილა, 5ს.კ შაქარი ერთად ათქვეფილი) და ისევ შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად.

‘’ პრიანიკი’’
4.22 (84.44%) 18 votes



წაიკითხეთ სხვაც

კრუასანის პუდინგი ( ვიდეო)

მოხარშული კრემი

$
0
0

მომზადება:

აადუღეთ 1/2 ლ რძე და თანდათან დაუმატეთ ერთმანეთში არეული 90 გ ფქვილი და 180 გ შაქრის ფხვნილი, თან ურიეთ. დაახლოები 30-40 წთ-ის შემდეგ დაუმატეთ 1 კვერცხის ათქვეფილი გული და 1/2 პაკეტი შაქრიანი ვანილი. კარგად აურიეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. გაციებულ მასას მიქსერით შეურიეთ 10 გ ათქვეფილი კარაქი.

 

 

მოხარშული კრემი
3.67 (73.33%) 6 votes



წაიკითხეთ სხვაც

სამარხვო კექსი ქიშმიშით

ტირამისუ

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500გრ მასკარპონე
  • 500 მლ ნაღები (35%)
  • 150 გრ შაქარი
  • 5 ცალი კვერცხის გული
  • 4 სუფრის კოვზი კაკაო
  • 40 მლ ლიქიორი ამარეტო (ან კონიაკი, ბეილისი)
  • 300 მლ ყავა ესპრესო (ან ხსნადი)
  • 400 გრ ნამცხვარი Savoiardi

მომზადება:

მოადუღეთ ყავა, გააციეთ, დაუმატეთ ლიქიორი. კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქართან ერთად.ცალკე ათქვიფეთ ნაღები და დაუმატეთ მასკარპონე, შემდეგ ფრთხილად შეურიეთ კვერცხიანი მასა. ნამცხვარ Savoiardi-ს თითოეული ნაჭერი წამიერად ჩაუშვით ლიქიორიან ყავაში. დანამული ნამცხვარი ღრმა ფორმაში პირველ ფენად დაალაგეთ. ფორმის ძირი მთლიანად გაავსეთ დანამული ნამცხვრით. ნამცხვრის ფენას ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კრემის ნახევარი და ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეტ. კრემიან ზედაპირს მოაყარეთ კაკაო ან გახეხილი შოკოლადი. შემდეგ ფენად ისევ ყავაში ამოვლებული ნამცხვარი დააწყვეთ. დანამული ნამცხვრის მეორე ფენას დანარჩენი კრემი გადაუსვით. ზემოდან მოაყარეთ კაკაო, შედგით მაცივარში და სულ მცირე 6 საათის განმავლობაში დატოვეთ.

მასკარონე ს მომზადება სახლის პირობებში :

მასკარპონე ნაღების ნაზი ყველია, რომლის მომზადება სახლშიც შეგიძლიათ. ამისთვის აიღეთ 1 ლ მაღალპროცენტიანი ნაღები, თასში შეათბეთ დახლოებით 80-85℃-მდე და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, რომ ნაღები აიჭრას. შემდეგ აჭრილი მასა დოლბანდჩაფენილ საწურზე გადაიტანეთ და მთელი ღამე დატოვეთ.

ტირამისუ
4.2 (84%) 5 votes



წაიკითხეთ სხვაც

ნუთელას პიცა

ტარტალეტკები მოცვის ჯემით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  3 ც კვერცხის გული
  • 250 გრ კარაქი
  • ნახევარი ჭიქა შაქარი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1ჩ.კ ძმარი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • მოცვის ჯემი
  • მოხარშული კრემი ( იხილეთ აქ )

მომზადება:

კვერცხის გულები ავთქვიფოთ, დავუმატოთ გამდნარი კარაქი და შაქარი. შემდეგ შევურიოთ სოდა, ძმარი, ვანილი და კარგად ვურიოთ. ფქვილი შევაზილოთ და დავაგუნდაოთ. ცომი სპეციალურ  ფორმებში გადავანაწილოთ და აირღუმელში შევდგათ. საშუალო ცეცხლზე უნდა გამოცხვეს. როცა უკვე გამოცხვება და გაცივდება,თითოეულში ჩადეთ 2 ს.კ მოცვის ჯემი და შემდეგ კრემი.

შეაფასეთ გვერდი



კექსი

$
0
0

 შემადგენლობა:

  • 12 ც კვერცხის ცილა
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1-1/2 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1/2 ს.კ ნუში ექსტრაქტი
  • 1/4 ს.კ მარილი

მომზადება:

კვერცხის ცილები ავთქვიფოთ გათეთრებამდე, ნელ-ნელა დავამატოთ მარილი,

ვანილის და ნუშის ექსტრაქტი, შაქარი, და ფქვილი, მიღებული მასა კარგად ავთქვიფოთ

და მოვათავსოთ საცხობ ფორმაში 180 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში.

კექსი
5 (100%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

სამარხვო ნამცხვარი

მოხარშული კრემი კარტოფილის ფქვილით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 ჭიქა რძე ( ნაღები ან წყალი)
  • 4 .ს.კ შაქარი
  • 1 ჩ.კ კარტოფილი ფქვილი
  •  3 ც კვერცხი
  • ვანილით

მომზადება:

შაქარი და კაროტოფილის ფქვილი აურიეთ, დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი და გახსენით

, ნელ-ნელა დაამატეთ რძე, დადგით ნელ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ,

გააჩერეთ  ადუღებამდე. გადმოდგით, შეურიეთ  ვანილი, გააციეთ და ათქვიფეთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

გატო ჩირითა და ბეზეთი

დოს და ქოქოსის ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 კვერცხი
  • 300 გ შაქარი
  • 400 გ დო
  • 150 გ ქოქოსის ფანტელი
  • 400 გ ფქვილი
  • 1 პაკეტი ცომის საფხვიერებელი
  • 50 გ კარაქი
  • 150 გ ნაღები
  • ცხიმი ფორმისათვის

მომზადება:

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტას წასუვით ცხიმი. კვერცხი და 250 გ შაქარი ათქვიფეთ კრემისებრი მასის მიღებამდე. დაუმტეთ დო, 100 გ ქოქოსის ფანტელი და მოურიეთ. შერუეით ერთმანეთში არეული ფქვილი და ცომის საფხვიერებელი.მიღებული ცომი თანაბრად დაანაწილეთ საცხობ ფირფიტაზე და გაასწორეთ. მოაყარეთ დარჩენილი ქოქოსის ფანტელი და აცხვეთ 20 წთ.კარაქი, დარჩენილი შაქარი და ნაღები სსაშუალო ცეცხლზე ადუღეთ 2 წთ. გამოიღეთ ნამცხვარი ღუმლიდან და ზემოდან კოვზით გაანაწილეთ ნაღებიანი მასა. შედგით ღუმელში და აცხვეთ კიდევ 10 წთ, სანამ ნამცხვრის ზედაპირი ოქროსფერი არ გახდება.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ტორტუნები მანგოს კრემით

ბრაუნი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1/2 ჭიქა კარაქი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 6 ს.კ კაკაო
  • 1/2 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1/4 ს.კ მარილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 ც კვერცხი
  • 2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1/2 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი

მომზადება:

კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ კარგად, დავამატოთ კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი, განვაგრძოთ

თქვეფა, შემდეგ დავამატოთ ფქვილი,მარილი,გამაფხვიერებელი,კაკაო და ნიგოზი. კარგად ავურიოთ

ერთამენთში. მიღებული მასა მოვათავსოთ სპეციალურ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში, შევდოთ

ღუმელში 180 გრადუსზე 25-30 წთ.

ბრაუნი
3.89 (77.78%) 9 votes



წაიკითხეთ სხვაც

კექსი არაჟნით

კექსი გოგრით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1-1/2 ჭიქა ფქვილი
  • 1/2 ჭიქა გოგრის პიურე
  • 1/2 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1/2 ს.კ მარილი
  • 1/2 ს.კ სოდა
  • 1-1/2 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჭიქა ზეთი
  • 1 ს.კ   ვანილი
  • 2 ც კვერცხი

მომზადება:

შაქარი, ზეთი, კვერცხი და გოგრის პიურე ავთქვიფოთ ერთად. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი,მარილი,

გამაფხვიერებელი,სოდა და ვანილი. კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა მოათავსეთ ცხიმიან კექსის

საცხობ ფორმაში.შედეთ ღუმელში 180 გრადუსზე 50 წთ-ის განმავლობაში.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

სამარხვო ტორტი

კაკაოს და ბანანის სამარხვო მაფინები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გრ ფქვილი
  • 150 გრ შაქარი
  • 2 ც დაჭყლეტილი ბანანი
  • 2ს.კ კაკაო
  • 2ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • 150 მლ ცხელი წყალი
  • 3ს.კ რაფინირებული ზეთი
  • მწიკვი დარიჩინი

მომზადება:

ღუმელი 200 გრადუსამდე გააცხელეთ. მაფინის ფორმებში ჩააფინეთ ქაღალდი და ცხიმი წაუსვით. ცალკე თასში მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები, ცალკე კი აურიეთ ზეთი,ბანანი და ცხელი წყალი და ორივე მასა ერთმანეთში ნელ-ნელა შეურიეთ. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი. თუ ცომი სქელი იქნება, ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ, ხოლო თუ თხევადი-ცოტა ფქვილი შეაზილეთ. ცომი მოათავსეთ ფორმებში და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ გული არ გამოშრება.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კექსი ქუნჯუთით

გოგრის მაფინები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1/3 ჭიქა ზეთი
  • 2 ც კვერცხი
  • 1/2 ს.კ ვანილის ესტრაქტი
  • 3/4 ჭიქა გოგრის პიურე
  • გამაფხვიერებელი,სოდა, მარილი

მომზადება:

კვერცხი,გოგრის პიურე, ზეთი,ვანილის ექსტრაქტი და შაქარი ავთქვფიოთ ერთად.

შემდეგ დავუმატოთ ფქვილი,მარილი,სოდა, გამაფხვიერებელი და კდიევ ავთქვიოთ კარგად.

მიღებული მასა კოვზით ჩავდოთ სპეციალურ საცხობ ფირფიტაში და ვაცხოთ დაახლოებით

20-30 წუთის განამვლობაში დაბალ ტემპერტურაზე.

გოგრის მაფინები
5 (100%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

ალფახორები

ტარტალეტკები ჯემით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ც კვერცხი
  • 0.5 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 250 გრ კარაქი
  • 2 ს.კ არაჟანი
  • 1ჩ.კ სოდა
  • 1ს.კ ძმარი
  • ვანილი
  • ჯემი -გემოვნებით

მომზადება:

2 კვერცხის გული გავთქვფიოთ მიქსერით ნახევარ ჩაის ჭიქა შაქრის  ფხვნილთან ერთად. თანდათან შევათქვფიოთ 250 გრ დარბილებული კარაქი, 2ს.კ არაჟანი, სოდა ძმარი, ვანილი, დავაყაროთ 2-2.5 ჩ,ჭ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი.

ავიღოთ ალუმინის სპეციალური ფორმები, წავუსვათ რაიმე ცხიმი, ჩავდოთ ცომის პატარა გუნდები და ხელით გავაბრტყელოთ ისე, რომ ცომი ჩავიდეს ფორმების ღარებში( ცომის ფორმა არ უნდა გავავსოთ, რადგან იგი ცხობაში იმატებს). როცა გამოცხვება. შევაგრილოთ, ამოვიღოთ ნამცხვრები, გავაციოთ და მოვრთოთ ზემოდან. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ კარგათ გათქვეფილი 2 კვერცხი ცილა, რომელსაც უნდა შევათქვიფოთ 3/4 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი. უნდა მივიღოთ ბეზეს სქელი მასა. ნამცხვარს შუაგულში ამოვჭრით, ჩავდებთ ჯემს. კრემის სპეციალური ფორმით დავასხათ ბეზე. შეიძლება ეს ნამცხვარი მოვრთოთ სხვა ფერის კრემით( ნამცხვრის ირგვლივ), შუაში კი ჩავდოთ რომელიმე მურაბა ( თეთრი ბლის, გარგარის, ლეღვის და სხვა).

ტარტალეტკები ჯემით
3.33 (66.67%) 6 votes



წაიკითხეთ სხვაც

ნამცხვარი '' თოლია''

ქადა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა მაწონი (შეგიძლიათ ნახევარი მაწონი და ნახევარი არაჟანი გამოიყენოთ, კიდე უფრო ცხიმიანი და გემრიელი გამოვა)
  • 1 ც კვერცხი
  • 200 გრ შაქარი
  • სოდა ძმრით
  • ვანილი

მომზადება:

მოზრდილ ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, შუაგულში ჩავახალოთ კვერცხი, დანით დავჭრათ ცივი კარაქი და ყველაფერი ერთად ავურიოთ. დავუმატოთ მაწონი, სოდა ძმრით, ვანილი და მოვზილოთ ცომი.

დავფშვნათ ერთად 100 გრ კარაქი, 1, 5 ჭ. შაქარი და 0.5 ჭ. ფქვილი.
გავაბრტყელოთ ცომი, მოვაყაროთ გული და გადავახვიოთ.ოდნავ გავაბრტყელოთ და დავჭრათ სასურველ ნაჭრებად. გადავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში.

ქადა
3.97 (79.37%) 63 votes



წაიკითხეთ სხვაც

კექსი

კექსი ქოქოსით და ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 400 გრ მარგარინი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 150 გრ მაიონეზი (სამარხვო)
  • 2 ც ლიმონი
  • 1 ს.კ სოდა
  • 2 ც ვანილი
  • 5 ჩ.ჭ ფქვილი
  • 150 გრ ქოქოსის ფანტელი
  • 150 გრ წვრილად დაჭრილი ნიგოზი

მომზადება:

მარგარინი და 2 ჭიქა შაქარი ამოვიყვანოთ კარგად, ჩავამატოთ 150 გრ მაიონეზი, 1ჩ.კ სოდა ,2 ვანილი, 2 ც

გატარებული ლიმონი, 5 ჩ,ჭ ფქვილი, ბოლოს დავამატოთ ქოქოსის ფანტელები და  ნიგოზი,კარგად ავურიოთ.

მიღებული მასა მოვათავსოთ საცხობში და ვაცხოთ 180 გრადუსზე

40-50 წთ. გამომცხვარი კექსი გააფორმეთ გემოვნების მიხედვით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

შოკოლადის ნამცხვარი
Viewing all 1804 articles
Browse latest View live
<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>