Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 1804 articles
Browse latest View live

სამარხვო ნაპოლეონი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 750 გრ ფქვილი
  • 500 გრ მარგარინი
  • 50 გრ მცენარეული კარაქი
  • 1 ს.კ რომი ( კონიაკი ან სპირტი)
  • 1/4 ლ წყალი
  • მარილი

მომზადება:

მდუღარე წყალში ჩავდოთ კარაქი, ჩავასხათ რომი, ჩავყაროთ მარილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მოვაყაროთ ფქვილი და კარგად მოვზილოთ ( ცომი ხელებზე არ უნდა გვეკრობოდეს). გავყოთ 2 ნაწილად და თითოეული ნახევარ სანტიმეტრზე გავაბრტყელოთ. წავუსვათ მარგარინი, დავკეცოთ ოთხად და მოვათავსოთ მაცივარში 20 წუთით. პროცესი გავიმეოროთ სამჯერ, მეოთხედ როცა გავაბრტყელოთ, მოვათვსოთ ტაფაზე და გამოვაცხოთ ღუმელში.

კრემის მასალა:

  • 2ს.კ შაქრის ფხვნილი
  • 2ს.კ ფქვილი
  • ნახევარი ლიტრი წყალი
  • 200 გრ სამარხვო მარგარინი

მომზადება:

ფქვილი და შაქარი ავურიოთ ერთმანეთში. დავასხათ წყალი და როცა ყველაფერი კარგად გაიხსნება, შევდგათ დაბალ ცეცხლზე. ხარშვის დროს ნელა ვურიოთ.  წამოვადუღოთ, გავაციოთ  და ავთქვიფოთ მარგარინთან ერთად.

წავუსვათ ფირფიტებს, დავადოთ ერთმანეთზე,ზემოდანაც კრემის თხელი ფენა გადავუსვათ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

სამარხვო ნაპოლეონი
3.75 (75%) 8 votes



წაიკითხეთ სხვაც

ხაჭოს ნამცხვარი

ნამცხვარი ‘’ჩიტის რძე’’

$
0
0

შემადგენლობა:

  • 6 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 1/3 ჭიქა  რძე
  • 150 გრ კარაქი
  • ორ-ნახევარი კოვზი კაკაო
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1ჩ,კ ძმარი
  • ვანილი
  • 300 გრ ფქვილი

ბეზე:

  • 1 ც კვვერცხის ცილა
  • 200 გრ შაქრის ფხვნილი

მინანქარი:

  • 200 გრ შაქარი
  • ორ-ნახევარი კოვზი კაკაო
  • 4 ს.კ რძე
  • 100 გრ კარაქი

მომზადება:

კვერცხის გულებით და შაქრის ფხვნილით გოგლი-მოგლს გავაკეთებთ. რძეს დავასხამთ, გამდნარ კარაქს დავუმატებთ. მერე კაკაოს, სოდასა და ძმარსაც ჩავამატებთ და კარგად მოვურევთ. ვანილსა და ფქვილს ჩავყრით, კიდევ ერთხელ მოვურევთ და ცომი მზად არის. ტაფა,რომელზეც უნდა გამოვაცხოთ, ნელთბილი უნდა  იყოს. მასზე კარაქს წავუსვამთ და ცომს   დავასხამთ. ღუმელში შევდგამთ და გამოვაცხობთ. გამოცხობას ცოტა რომ დააკლდება, გამოვიღებთ. ამავე დროს, ბეზეს გაკეთებას ვიწყებთ. შაქრის ფქვნილსა და კვერცხის ცილას მიქსერით კარგად ამოვიყვანთ. ისეთი უნდა გამოვიდეს,  რომ, გადმოტრიალების შემთხვევაში, ჯამიდან არ ვარდებოდეს. ამ ბეზეს ნახევრად გამომცხვარ ბისკვიტს გადავუსვამთ. ბეზეს სქელი ფენა უნდა დავადოთ და ისევ ღუმელში შევდგათ. სანამ, გამოცხვება, შაქრით, კაკაოთი, რძითა და კარაქით მინანაქარს მოვადუღებთ. ნამცხვარს რომ გამოვიღებთ, ცოტა შეგრილებულ მინანქარს მოვასხამთ.

 

ნამცხვარი ‘’ჩიტის რძე’’
3.72 (74.44%) 18 votes



ნამცხვარი ”შუ”

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი, მარილი
  • 60 გ კარაქი, 100  გ ფქვილი
  • 1 ს.კ სახამებელი, 3 კვერცხი

შიგთავსისთვის:

  • 300 გ ნაღები, 1/2 ს.კ შაქრის პუდრა
  • 250 გ სხვადასხვა კენკრა ( შეგიძლიათ რომელიმე ხილი გამოიყენოთ)
  • შაქრის პუდრა მოსაყრელად
  • პერგმანეტი

მომზადება:

ქვაბში აადუღეთ 1/4 ლ წყალი , შაქრიანი ვანილი, 2 მწიკვი მარილი და კარაქი.გაცერით ფქვილი და სახამებელი, ერთმანეთში აურიეთ და წამოდუღებულ მასაში ჩაყარეთ. ურიეთ , სანამ ცომი გუნდად არ შეიკვრება, ქვაბის ფსკერზე კი თხელი თეთრი ფენა არ წარმოიქმნება.გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და გააგრილეთ. გაგრილებულ ცომს სათითაოდ შეურიეთ კვერცხი. გაააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი.ცომი ჩადეთ სპეციალურ მოსართავ პარკში, გაუკეთეთ დიდი ვარსკვლავირებური პირი და საცხობ ფირფიტაზე ერთმანეთისგან 5 სმ-ს დაშორებით დასვით 12-15 ცალი შუ.აცხვეთ 20 -25 წთ. სანამ შუს ზედაპირი ოქროსფერი არ გახდება. ცხობის დროს ღუმლის კარი არ გამოაღოთ,თორემ ნამცხვარი არ ამოფუვდება! შუები გადმოღებისთანავე სიგანეზე დაჭერით და გააგრილეთ.ნაღები და შაქრის პუდრა ათქვიფეთ გამაგრებამდე. თუ კენკრა დიდი ზომისააა, ორად გაყავით. შის ქვედა ნაწილი შეავსეთ ნაღებით, დააწყვეთ კენკრა, მსუბუქად დააწექით, შუს ზედა ნაწილი დააფარეთ და შქრის პუდრა მოაყარეთ. უმჯობესია, თუ შუებს მომზადებისთანავე მიიტანთ სუფრასთან.

 

ნამცხვარი ”შუ”
3.71 (74.29%) 7 votes



წაიკითხეთ სხვაც

მსხლის მაფინები ( ვიდეო)

კექსი ”ზებრა”

$
0
0

შემადგენლობა:

  • 130 გრ შაქარი
  • 100 გრ კარაქი
  • 6 ს.კ არაჟანი
  • 3 ც კვერცხი
  • 160 გრ ფქვილი
  • 2 ს,კ კაკაო
  • 1 შეკვრა გამაფხვიერებელი

მომზადება:

კარაქი ავთქვიფოდ მიქსერით დავუმატოდ შაქარი ,კვერცხი 2-3წუთი ვთქვიფოდ +4ს.კ. არაჟანი
+ ფქვილი + გამაფხვიერებელი.
გავთქვიფოდ მიქსერით კარგად. ცომი გავყოდ ორ ნაწილად.
ერთ ნაწილს კაკაო ვუქნად და 2ს.კ.+არაჟანი.
თითო-თითო კოვზი ჩავასხათ ფორმაში.შევდოთ ღუმელთი 180 გრადუსზე,სანამ კექსი არ შეყავისფერდება.

კექსი ”ზებრა”
4.44 (88.89%) 9 votes



წაიკითხეთ სხვაც

არაჟნის კრემი

ნამცხვარი ვაშლით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1  ჭიქა შაქარი
  • 3 ც კვერცხი
  • 150 გრ კარაქი
  • 1.5 ჭიქა მაწონი
  • 2 ც ვაშლი
  • 1ჩ.კ სოდა ძმრით
  •  ფქვილი-რამდენიც დასჭირდება

მომზადება:

კვერცხი და შაქარი ავთქვფიოთ, დავუმატოთ მაწონი, გამდნარი კარაქი,

სოდა ძმრით და პურის ფქვილი იმდენი, რომ მივიღოთ გადმოსასხმელი ცომი.

2 ცალი რბილი ვაშლი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. 1 ვაშლის ნაჭრები დავყაროთ ცხიმწასმულ ტაფაზე,

დავასხათ ცომი და მოვაწყოთმეორე ვაშლის ნაჭრები, გამოვაცხოთ ღუმელში.

ნამცხვარი ვაშლით
5 (100%) 2 votes



წაიკითხეთ სხვაც

ნუშის ნამცხვარი

მაფინი ბანანებით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 ს.კ ზეთი
  • 2 ც კვერცხი
  • 3 ც გაჭყლეტილი ბანანი
  • 1/4 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჭიქა რძე
  • 1 ც ჩაის ფერი
  • 1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1-3/4 ჭიქა ფქვილი
  • 1 ს.კ გამაფხვიერებელი,მარილი
  • 1 ს.კ დარიჩინი

მომზადება:

რძე ჩავასხათ ქვაბში ,დავუმატოთ ჩაის ფერი და გავაჩეროთ მანამ,სანამ რძე შეფერილობას

არ მიიღებს.  ჯამში მოვათავსო ბანანი, კვერცხი,ზეთი,შაქარი და კარგად ავთქვიფოთ.

შემდეგ დავამატოთ ვანილი, ფქვილი,გამაფხვიერებელი, მარილი,დარიჩინი და რძე,კარგად

ავთქვიფოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ კოვზით საცხობ ფორმაში, შევდოთ ღუმელში 200

გრადუსზე 15 წთ.

მაფინი ბანანებით
5 (100%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

ჰალვა

კრემიანი მილაკები

$
0
0

შემადგენლობა:

ცომი:

  • 1 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა  წყალი
  • 3 ს.კ  ძმარი
  • 3 ს.კ ზეთი
  • 3 ჩ.ჭ  პურის ფქვილი
  • 450 გ მარგარინი

 

კრემი:

  • 3 ც კვერცხი
  • 1.5 ჩ.ჭ შაქარი
  • 6ს.კ  პურის ფქვილი
  • 200 გრ  კარაქი
  • 1.5 ლ რძე
  • 1 ც ვანილი

მომზადება:

ცომი:

კვერცხი ავთქვიფოთ, დავასხათ წყალი (ოთახის ტემპერატურის), ძმარი, ზეთი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. გავყოთ 3 ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, წავუსვათ 50გრ. მარგარინი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევინახოთ მაცივარში (საყინულეში) 15–20წთ. ეს პროცესი გავიმეოროთ სამჯერ. მომზადებული სამივე ცომი გავაბრტყელოთ კვადრატისებურად, თითოეული კვადრატი დავჭრათ სიგრძეზე ხაზებად, სიგანით  2სმ. შემდეგ ცოტა გავაბრტყელოთ თითოეული ხაზი 3სმ–მდე, მივაპკუროთ ცოტა წყალი და თითოეულ ხაზი დავახვიოთ სპეციალურ კონუსის ფორმაზე (ცომის დახვევას ვიწყებთ ფორმის ძირიდან, ცომი ფორმაზე მჭიდროდ უნდა დავახვიოთ, რათა შემდეგ კრემი არ გამოვიდეს) მომზადებული ტრუბოჩკები დავაწყოთ გამოსაცხობ ფორმაზე შეხვეული ძირით ქვევით და ვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 15 წუთის განმავლობაში, გამოცხობის შემდეგ ტრუბოჩკები გავაცივოთ 5 წუთი და შემდეგ ნელ–ნელა ბრუნვით გამოვაცალოთ ფორმა.

 

კრემი:

კვერცხის გულისა და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, დავამატოთ ფქვილი, ადუღებული რძე კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. დუღილისას ვურევთ განუწყვეტლივ და ხის კოვზით.  შემდეგ გადმოვდგათ, გავაცივოთ, დავუმატოთ მიქსერით ათქვეფილი კარაქი, ვანილი და კვლავ გავთქვიფოთ.

 

ტრუბოჩკის დაკრემვა:

2 ცალი ტრუბოჩკა დავფხვნათ, ხოლო დანარჩენი ტრუბოჩკები ამოვავსოთ მომზადებული კრემით, შემდეგ თითოეულ ტრუბოჩკას კრემზე მოვაყაროთ წინასწარ დაფხვნილი ტრუბოჩკის ნაფხვენები და ბოლოს ტრუბოჩკებს ირგვლივ და ზევით მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

კრემიანი მილაკები
4.5 (90%) 10 votes



წაიკითხეთ სხვაც

მარწყვის რულეტი

ვაშლის ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4-5 ც ვაშლი
  • 200 გ ნაღები
  • 3/4 ჩ.ჭ შაქარი
  • 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
  • 3 კვერცხი
  • 2 ჩ.წ ფქვილი
  • 3/4 პაკეტი ცომის საფხვიერებელი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • მარილი
  • 100 გ კარაქი
  • 100 გ თხალად დაჭრილი ნუში
  • 4 ს.კ რძე
  • პერგამენტი

მომზადება:

ვაშლები გაჭერით ოთხად, გათალეთ და ამოაჭერით გული. მეოთხედები თხელ ნაჭრებად დაჭერით. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე და საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი.ნაღები, 1 ჭიქა შაქარი, შაქრიანი ვანილი და კვერცხი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე.დაუმატეთ ფქვილი, ცომის საფხვიერებელი, ლიმონის ცედრა და 2 მწიკვი მარილი. ცომი გაანაწილეთ საცხობ ფირფიტაზე და ზემოდან ვაშლის ნაჭრები მოაწყვეთ.აცხვეთ 10 წთ. კარაქში მოხალეთ ნუში. შეურიეთ დარჩენილი შაქარი და რძესთან ერთად წამოადუღეთ.გამოიღეთ ნამცხვარი ღუმლიდან, ზედაპირზე თანაბრად გაანაწილეთ ნუშიანი მასა, შედგით ღუმელში და აცხვეთ კიდევ 15 -20 წთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ნამცხვარი ''შუ''

ტორტი ‘’ მთვრალი ალუბალი’’

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ ცოცხალი ან ე.წ საშობაო ალუბალი
  • 2/3 ჩ.კ მარილი
  • 5 ც კვერცხი
  • 5ს.კ შაქარი
  • 5 ს.კ ფქვილი
  • 2 ს.კ კაკაო

კრემი:

  • 600 მლ რძე
  • 300 გრ შაქარი
  • 250 გრ ფქვილი
  • ვანილი
  • 200 გრ კარაქი
  • 1ს.კ კაკაო
  • 1ჩ.კ ხსნადი ყავა
  • 2ს.კ კონიაკი

მინანქარი:

  • 2ს.კ კაკაო
  • 250 გრ შაქარი
  • 50 გრ მარგარინი

მომზადება:

ბისკვიტი გამოვაცხოთ. ჯერ ხუთი კვერხცხის ცილა ავთქვიფოთ და ნელ-ნელა შაქარს ავურევთ. მერე კვერცხის გულებსაც ჩავაყრით და  ფქვილს დავამატებთ. კაკაოსაც ჩავყრით და კარგად ავურევთ. სპეციალურ ფორმაზე ე.წ კალკის ქაღალდს დავაფენთ, მასზე მოვათავსებთ ცომს და ცხელ ღუმელში შევდგამთ. ამასობაში კრემის  მომზადებას დავიწყებთ: ადუღებულ რძეს , შაქარსა და ფქვილს მოვხარშავთ . გაციების შემდეგ კი  კარაქს, ყავას, კაკაოსა და ვანილს დავამატებთ. ძალიან სქელი კრემი უნდა მივიღოთ. ამის მერე გამომცხვარ ბისკვიტს ორად გავყოფთ, ოღონდ ქვედა ნაწილი უფრო დიდი უნდა იყოს, ზედა კი -უფრო თხელი. ქვედა ნაწილს  გულს ამოვაცლით და მხოლოდ ქერქს დავტოვებთ. კარგად დავნამავთ, ძირსა და გვერდებს კი ბლომად კრემს მოვუსვამთ. ავიღებთ ცოცხალ ან დასპირტულ( საშობაო) ალუბალს და კრემზე დავაწყობთ. ტორტის დაფშხვნილ გულსაც შევურევთ. მერე ისევ კრემს და ალუბალს დავადებთ, ანუ ფენა-ფენა უნდა იყოს. ბოლოს მოჭრილ თავს დავახურავთ. ზემოდან და გარშემო სულ კრემს წავუსვამთ. ამასთანავე ცეცხლზე დავდგამთ ჯამს, რომელშიც კაკაოს, შაქარსა და მარგარინს მოვათავსებთ. ცოტა ხანი ვადუღებთ და, როცა მინანქარი მზად იქნება, გამზადებულ ტორტს წავუსვამთ.

ტორტი ‘’ მთვრალი ალუბალი’’
4.67 (93.33%) 12 votes



წაიკითხეთ სხვაც

სტაფილოს მაფინები თხილით

კაკაოს ნამცხვარი კარამელით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 9 ც კვერცხი
  • 60 გრ კაკაო
  • 250 გრ შაქარი
  • 10 გრ გამაფხვიერებელი
  • 100 გრ ფქვილი
  • 100 გრ წრილად დაჭრილი ნიგოზი
  • კარამელის სოუსი ( იხილეთ აქ)

მომზადება:

კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ ერთად. დავამატოთ კვერცხი, განვაგრძოთ თქვეფა, შემდეგ

დავამატოთ ფქვილი,გამაფხვიერებელი, კაკაო, ნიგოზი და 150 გრ შოკოლადი,კარგად ავთქვიფოთ.

მიღებული მასა მოვთავსოთ მრგვალ ცხიმიან საცხობ ფორმაში. შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე

30-35 წთ. როდესაც გამოცხვება თავზე მოვასხათ კარამელის სოუსი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

შოკოლადის კექსუნები

კექსი ნიგვზით და შოკოლადით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 80 გ დაფქული ნიგოზი
  • 2 კვერცხი
  • 80 გ  შაქარი
  • 180 გ კეფირი
  • 150 გ ფქვილი
  • 30 გ დარბილებული კარაქი
  • 2/3 ს.კ სოდა ძმრით
  • 80 გ შოკოლადი  მინანქარისთვის
  • 2 ს.კ  კაკაო

მომზადება:

კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვფიოთ. შევათქვიფოთ კარაქი, შევურიოთ კეფირი.

შემდეგ დავუმატოთ ფქვილი, სოდა და კაკაო, ბოლოს კი ნიგოზი.

მიღებული ცომი ჩავასხათ 15-18 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.

ფორმას წინასწარ წავუსვათ ცხიმი ან ჩავაფინოთ ქაღალდი.

შეგრილებულ კექსს თავზე მოვასხათ გამდნარი შოკოლადი და სურვილისამებრ მოვაყაროთ მოხალული ნიგოზი.

კექსი ნიგვზით და შოკოლადით
3 (60%) 5 votes



შოკოლადის მინანქარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1/2 ჭიქა ნაღები
  • 4 ს.კ გამდნარი კარაქი
  • 2 ს.კ სიმინდის სიროფი
  • 1ს.კ ესპრესო
  • 2 შოკოლადის ფილა

მომზადება:

ნაღები დავდგათ ცეცხზე, დავუმატოთ კარაქი ,ავადუღოთ.

შემდეგ დავასხათ შოკოლადს, დავუმატოთ სიმინდის სიფორი,ესპრესო და კარგად ავურიოთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ქიშმიშიანი ნამცხვარი

ვაშლის და გოგრის პუდინგი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  100 გრ გოგრა(კვახი)
  • 100 გრ ვაშლი
  • 50 გრ რძე
  •  15 გრ თაფლნარევი ბურღული
  • 10-15 გრ შაქარი
  • 20 გრ კარაქი
  • კვერცხი-ნახევარი

მომზადება:

გათლილი გოგრის ნაჭრები ნახევრად მოვხარშოთ რძეში, ჩავყაროთ შიგ ვაშლის პატარა ნაჭრები, ერთხელ წამოვადუღოთ და ჩავუმატოთ თაფლნარევი ბურღული. კარგად ავურიოთ და კიდევ 5 წუთს ვადუღოთ. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავალესოთ ერთი კვერცხის გულის ნახევარი და თეთრად ათქვეფილი ერთი კვერცხის ცილა. ფრთხილად ვურიოთ, გადავიტანოთ ცხიმწასმულ ფორმაში შევდგათ საკმაოდ ცხელ ღუმელში და გამოვაცხოთ.

 

 

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

შოკოლადის ნამცხვარი

ნამცხვარი ”პოლ რობსონი”

$
0
0

შემადგენლობა:

  •  4 ც კვერცი
  •  3 ჩ.ჭ შაქარი
  •  3 ჩ.ჭ ფქვილი
  • 1 ჩ.კ სოდა
  •  6 ს. კ გამდნარი კარაქი
  • 1/2 ლიტრი მაწონი
  • 3 ს.კ კაკაო
  • ვანილი,მარილი

მომზადება:

გავაკეთოთ გოგლიმოგლი. დავუმატოთ კაკაო, ავურიოთ კარგად,. გავადნოთ 6ს.კ კარაქი, დავუმატოთ მაწონი, სოდა ძმრით. ჩავუმატოთ გოგლიმოგლიში და ავურიოთ კარგად. შემდეგ დავუამტოთ ფქვილი და ცოტა მარილი. გავყოთ ოთხად ( მეხუთე ნაწილი თავზე მოსაყრელად).გამოვაცხოთ ცალ ცალკე.

კრემი:

1 ქილა  შედედებული რძე და 200 გრამი კარაქი ავურიოთ მიქსერით. წავუსვათ ფენებს შორის.

ნამცხვარი ”პოლ რობსონი”
3.93 (78.57%) 14 votes



კაკაოს ნამცხვარი კრემით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 150 გრ ფქვილი
  • 130 გრ შაქარი
  • 4 ს.კ კაკაო
  • 1ს.კ გამაფხვიერებელი
  • 55 გრ ზეთი
  • 2 ს.კ ვანილი
  • 1 ს.კ ვაშლის ძმარი
  • 1 ჭიქა წყალი ( ოთხის ტემპერატურის)
  • შოკოლადის კრემი ( იხილეთ აქ)

მომზადება:

ჯამში მოათავსეთ ფქვილი,შაქარი,კაკაო და გამაფხვიერებელი-კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ

ზეთი,ვანილი,ვაშლის ძმარი და წყალი. ათქვიფეთ კარგად. უნდა მიიღოთ საშუალო

სისქის მასა. მიღებული მასა მოათავსეთ  სასურველ საცხობ ფორმაში ( ფორმა უნდა იყოს

პერგამენტიანი), შედეთ ღუმელში 190 გრადუსზე 25-30 წთ. როდესაც გამოცხვება წაუსვით

შოკოკადის კრემი ან გააფორმეთ გემოვნების მიხედვით.

შეაფასეთ გვერდი




ვანილის კექსი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 175 გრ დარბილებული კარაქი
  • 175 გრ შაქარი
  • 3 ც კვერცხი
  • 175 გრ ფქვილი
  • 1 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • მწიკვი მარილი

მომზადება:

კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ ერთად, დავამატოთ კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი, კარგად

ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი და ისევ განვაგრძოთ

თქვეფა. მიღებული მასა მოვათავსოთ ცხიმწასმულ კექსის ფორმაში, შევდოთ ღუმელში 180

გრადუსზე  18-20 წთ.

ვანილის კექსი
5 (100%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

ბრაუნები ( ვიდეო)

ტორტი ‘’სენატორი’’

$
0
0

 

მომზადება:

10 კვერცხის ცილა და 2 ჩ.ჭ შაქარი  ავთქვიოთ კარგად. დავუმატოთ 2 ჩ.ჭ მოხალული დაჭრილი ნიგოზი, ვანილი. მივიღებთ სქელ ბეზეს. 4ს.კ ბეზესგან გავაკეთოთ ყვავილები, დანარჩენი ბეზე გავყოთ 2 ნაწილად და გამოვაცხოთ ერთნაირ ტაფაზე, რომელზეც დაფენილი იქნება ფოლგას ცხიმწასმული ქაღალდი. ბეზეს ყვავილები და ეს  2 ტაფა შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 2.5-3 საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. გამოცხობის შემდეგ გავაციოთ და ერთმანეთს დავაწებოთ კრემით. ზემოდან წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ გამომცხვარი ბეზეს ნაფშხვენები, გავაფორმოთ ბეზეს ყვავილებით.

კრემის მომზადება:

2 ქილა შესქელებული რძე ვხარშოთ 3საათის განმავლობაში. ცალკე ავთქვფიოთ 300 გრ კარაქი და შევათქვფიოთ მოხარშული შესქელებული რძე. დავუმატოთ 3 ს.კ კონიაკი, 2ს.კ ხსნადი ყავა.

ტორტი ‘’სენატორი’’
3.13 (62.5%) 8 votes



წაიკითხეთ სხვაც

ნამცხვარი კონიაკით

სამარხვო კექსი შოკოლადით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 120 გრ თაფლი
  • 60 გრ შაქარი
  • 50 გრ მარგარინი
  •  1 ჩ.კ საფუარი
  • 250 გრ ფქვილი
  •  2 ჩ.კ დარიჩინი
  •  50 გრ გარგარის ჩირი
  • 400 გრ მუქი სამარხვო შოკოლადი

მომზადება:

თაფლი და მარგარინი ორთქლზე გავათბოთ, შევურიოთ საფუარი, ფქვილი, წვრილად დაჭრილი ჩირი,

ამოვიყვანოთ ცომი და შევდგათ მაცივარში მთელი ღამე.

შემდეგ გამოვიღოთ ცომი, ცხიმწასმულ ფორმაში ჩავდოთ  და ვაცხოთ 20 წუთი

150 გრადუსზე, როცა გამოცხვება მოვასხათ შოკოლადის მინანქარი და გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

სამარხვო კექსი შოკოლადით
5 (100%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

ლიმონის ტარტი

ნამცხვარი ”ზებრა”

$
0
0

მომზადება:

ათქვიფეთ 150 გრ კარაქი ან მარგარინი 1 .5 ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, სათითაოდ ჩაახალეთ 5 ც კვერცხი,

ათქვიფეთ კარგად, დაუმატეთ 1 ქილა არაჟანი, 1 ჩ.კ სოდა ძმრით, ვანილი ან  ლიმონის ქერქი და 2 წიქა ფქვილი.

გაყავით ორ ნაწილად, ერთ ნაწილს დაუმატეთ 3 ს.კ კაკაო. შეათბეთ ფორმა, მოუსვით კარაქი, ცენტრში

შენაცვლებით დაასხით ორ-ორი ს.კ თეთრი და კაკაონარევი ცომი. გამოაცხვეთ ღუმელში, საშუალო

ტემპერატურაზე.

ნამცხვარი ”ზებრა”
4.31 (86.3%) 54 votes



წაიკითხეთ სხვაც

შოკოლადის ბისკვიტი

ბანანის კექსი ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1/ ჭიქა მარგარინი ან კარაქი
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ს.კ ვანილი
  • 1-1/2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1/2 ს.კ მარილი
  • 1 ჭიქა დაჭყლეტილი ბანანი
  • 1/2 ჭიქან ნაღები
  • 1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი

მომზადება:

მარგარინი და შაქარი ავთქვიფოთ კარგად, დავამატოთ კვერცხი და ვანილი,განვაგრძოთ თქვეფა.

შემდეგ დავამატოთ, ფქვილი ,გამაფხვიერებელი,მარილი, ავურიოთ. დავამატოთ ბანანი,ნაღები

და ნიგოზი, კარგად ავთქვიფოთ.მიღებული მასა მოვათავსოთ ცხიმწასმულ სპეციალურ

საცხობ ფორმაში,შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 1 საათი.

ბანანის კექსი ნიგვზით
5 (100%) 2 votes



წაიკითხეთ სხვაც

ბეზეს ნამცხვარი
Viewing all 1804 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>