Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 1804 articles
Browse latest View live

ვაშლის ნამცხვარი ( სამარხვო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ც მარგარინი
  • 2 წიქა ფქვილი
  • თითო ჭიქა ქიშმიში და  ნიგოზი
  • 8-10 ც ვაშლი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ვანილი

მომზადება:

მარგარინს ვხეხავთ,  ვუმატებთ 5 ს.კ წყალს. ზედ ვაყრით 4-5 ჭიქა ფქვილს, რომ მაგრი ცომი გამოვიდეს. ცალკე ვიღებთ 1 ჭიქა შქარს, ნახევარ ჭიქა ფქვილს და ვანილს. ვურევთ ერთამნეთში. აგრეთვე ცალკე ვიღებთ ქიშმიშს, დაჭრილ და მოხალულ ნიგოზს ( თითო ჭიქას). გამზადებულ  ცომს გავყოფთ ორად. ერთი ნაწილი უფრო მეტი იყოს, მეორე უფრო პატარა. პატარას ტაფაზე გავაბრტყელებთ. მოვაყრით შაქარს, ფქვილს და ვანილს. ნაწილს შევინახავთ. ვიღებთ რვა-ათ ცალ ვაშლს, გავთლით, გავყოფთ შუაზე  და დავაწყოთ ცომზე. ვაშლი უნდა  ცოტა რბილი და მშარალი, არა წვნიანი. მერე ზევიდან დარჩენილ შაქარს, ფქვილს და ვანილს მოვაყრით. შემდეგ ზევიდან დაჭრილ ქიშმიშს და ნიგოზს ჩავყრით ცარიელ ადგილებში ვაშლებს შორის. დარჩენილ დიდ ცომის გუნდას გავაბრტყელებთ და ზევიდან დავაფარებთ. ხელით დავყოთ, კვალი გავაკეთოთ ვაშლებს შოის, რომ უფრო კარგად შეიწვას და არ გააუშვას წვენი. გამოვყოთ ვაშლები. უკვე გამომცხვარ პუდრა მოვაყაროთ. ძალიან მალე ცხვება, დაახლოებით ოც წუთში და ძალიან მაღალ ცეცხლზე არ დავდგათ. ზედან ნაწილი თუ შეფერილია, ესე იგი მზად არის .


ჩისქეიქი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 5 ცკ ვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ს.კ ხაჭო
  • 2 ს.კ არაჟანი
  • 4ს.კ მანის ბურღული
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 150 გრ ქიშმიში
  • 100 გრ საფანელი

მომზადება:

კვერცხისა და შაქრისგან გოგლი-მოგლს გავაკეთებთ. მერე ხაჭოს, არაჟანს და მანის ბურღულს რიგ-რიგობით შევურევთ. ქიშმიშსა და ვანილს დავამატებთ. ამ ყველაფერს ერთმანეთში კარგად ავურებთ. ავიღებთ კექსის ცხიმწასმულ ფორმას და ზედ საფანელს მოვაყრით. შემდეგ ათქვეფილ მასას დავასხამთ და ორი საათით დაბალ ცეცხლზე ვაცხობთ. ზემოდან შეგიძლიათ შაქრის პუდრა მოაყაროთ ან მინანქარი მოასხათ.

წაიკითხეთ სხვაც

darichinis spiralebi დარიჩინის სპირალები

ნიგვზიანი რულეტი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  150 გრ კარაქი
  • 500 გრ არაჟანი
  • 3 ც კვერცხი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • მარილი
  • 300 გრ შაქარი
  •  ფქვილი-რასაც შეიზელს
  • 3 ჭიქა ნიგოზი

მომზადება:

კარაქი გავდნოთ და არაჟანი დავუმატოთ. ასევე 2 კვერცხი და 200 გრ შაქარი შევურიოთ და კარგად ავთქვფიოთ. ნელ-ნელა პურის ფქვილი შევზილოთ. ცალკე ნიგოზი და ნახევარი ჭიქა შაქარი ერთმანეთში ავურიოთ. ცომი მრგვლად გავაბრტყელოთ, შაქრიანი ნიგოზი დავაყაროთ და რულეტი ადავახვიოთ. ტაფაზე  ცხიმი წავუსვათ და რულეტი დავდოთ. კვერცხი ავთქვიფოთ და რულეტს ზემოდან გადავუსვათ. აირღუმელში შევდგათ და 30 წუთის განმავლობაში ვაცხოთ.

ტორტი ‘’ მთვრალი ალუბალი’’

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ ცოცხალი ან ე.წ საშობაო ალუბალი
  • 2/3 ჩ.კ მარილი
  • 5 ც კვერცხი
  • 5ს.კ შაქარი
  • 5 ს.კ ფქვილი
  • 2 ს.კ კაკაო

კრემი:

  • 600 მლ რძე
  • 300 გრ შაქარი
  • 250 გრ ფქვილი
  • ვანილი
  • 200 გრ კარაქი
  • 1ს.კ კაკაო
  • 1ჩ.კ ხსნადი ყავა
  • 2ს.კ კონიაკი

მინანქარი:

  • 2ს.კ კაკაო
  • 250 გრ შაქარი
  • 50 გრ მარგარინი

მომზადება:

ბისკვიტი გამოვაცხოთ. ჯერ ხუთი კვერხცხის ცილა ავთქვიფოთ და ნელ-ნელა შაქარს ავურევთ. მერე კვერცხის გულებსაც ჩავაყრით და  ფქვილს დავამატებთ. კაკაოსაც ჩავყრით და კარგად ავურევთ. სპეციალურ ფორმაზე ე.წ კალკის ქაღალდს დავაფენთ, მადზე მოვათავსებთ ცომს და ცხელ ღუმელში შევდგამთ. ამასოვაში კრემის  მომზადებას დავიწყებთ: ადუღებულ რძეს , შაქარსა და ფქვილს მოვხარშავთ . გაციების შემდეგ კი  კარაქს, ყავას, კაკაოსა და ვანილს დავამატებთ. ძალიან სქელი კრემი უნდამ ივიღოთ. ამის მერე გამომცხვარ ბისკვიტს ორად გავყოფთ, ოღონდ ქვედა ნაწილი უფრო დიდი უნდა იყოს, ზედა კი -უფრო თხელი. ქვედა ნაწილს  გულს ამოვაცლით და მხოლოდ ქერქს დავტოვებთ. კარგად ადავნამავთ, ძირსა და გვერდებს კი ბლომად კრემს მოვუსვამთ. ავიღებთ ცოცხალ ან დასპირტულ( საშობაო) ალუბალს და კრემზე დავაწყობთ. ტორტის დაფშხვნილ გულსაც შევურევთ. მერე ისევ კრემს და ალუბალს დავადებთ, ანუ ფენა-ფენა უნდა იყოს. ბოლოს მოჭრილ თავს დავახურავთ. ზემოდან და გარშემო სულ კრემს წავუსვამთ. ამასთანავე ცეცხლზე დავდგამთ ჯამს, რომელშიც კაკაოს, შაქარსა და მარგარინს მოვათავსებთ. ცოტა ხანი ვადუღებთ და, როცა მინანქარი მზად იქნება, გამზადებულ ტორტს წავუსვამთ.

წაიკითხეთ სხვაც

namcxvair vashlit ნამცხვარი ვაშლით

ნამცხვარი ”მაია”

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც კვერცხი
  • 200 გრ არაჟანი
  • 2 ჩ.კ სოდა
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • ვანილი
  • მწიკვი მარილი
  • 2 ჭიქა შაქარი
  •  1 ფილა შოკოლადი
  • 1 ჩ.კ კარაქი

მომზადება:

კვერცხები ავთქვიფოთ. არაჟანში სოდა ავურიოთ, მერე კი, როცა აფუვდება, ისიც კვერცხს შევურიოთ. მწიკვი მარილი, ვანილი და ფქვილიც  ჩავაყაროთ. კარგად  ავურიოთ და ქაღალდჩაფენილ ფორმაში ჩავასხათ. ღუმელში შევდგათ და ნახევარი საათი ვაცხოთ. ამავდროულად, შოკოლადის მინანქარი მოვამზადოთ. ერთი ფილა შოკოლადი გავტეხოთ და ჯამში ჩავყაროთ. 5ს.კ წყალი დავასხათ და ცეცხლზე დავდგათ. როცა დუღილს დაიწყებს, კარაქი ჩავაგდოთ და მოვურიოთ. გამომცხვარ ბისკვიტს ქაღალდი მოვაშოროთ და ზემოდან ცხლეი შოკოლადი გადავუსვათ.

წაიკითხეთ სხვაც

qliavi ფუნთუშები ქლიავის ჯემით

ნამცხვარი ‘’ჩიტის რძე’’

$
0
0

შემადგენლობა:

  • 6 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 1/3 ჭიქა  რძე
  • 150 გრ კარაქი
  • ორ-ნახევარი კოვზი კაკაო
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1ჩ,კ ძმარი
  • ვანილი
  • 300 გრ ფქვილი

ბეზე:

  • 1 ც კვვერცხის ცილა
  • 200 გრ შაქრის ფხვნილი

მინანქარი:

  • 200 გრ შაქარი
  • ორ-ნახევარი კოვზი კაკაო
  • 4 ს.კ რძე
  • 100 გრ კარაქი

მომზადება:

კვერცხის გულებით და შაქრის ფხვნილით გოგლი-მოგლს გავაკეთებთ. რძეს დავასხამთ, გამდნარ კარაქს დავუმატებთ. მერე კაკაოს, სოდასა და ძმარსაც ჩავამატებთ და კარგად მოვურევთ. ვანილსა და ფქვილს ჩავყრით, კიდევ ერთხელ მოვურევთ და ცომი მზად არის. ტაფა,რომელზეც უნდა გამოვაცხოთ, ნელთბილი უნდა  იყოს. მასზე კარაქს წავუსვამთ და ცომს   დავასხამთ. ღუმელში შევდგამთ და გამოვაცხობთ. გამოცხობას ცოტა რო მდააკლდება, გამოვიღებთ. ამავე დროს, ბეზეს გაკეთებას ვიწყებთ. შაქრის ფქვნილსა და კვერცხის ცილას მიქსერით კარგად ამოვიყვანთ. ისეთი უნდა გამოვიდეს,  რომ, გადმოტრიალების შემთხვევაში, ჯამიდან არ ვარდბოდეს. ამ ბეზეს ნახევრად გამომცხვარ ბისკვიტს გადავუსვამთ. ბეზეს სქელი ფენა უნდა დავადოთ და ისევ ღუმელში შევდგათ. სანამ, გამოცხვება, შაქრით, კაკაოთი, რძითა და კარაქით მინანაქარს მოვადუღებთ. ნამცხვარს რომ გამოვიღებთ, ცოტა შეგრილებულ მინანქარს გადავასხამთ.

 

საფირმო ტორტი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  10 ც კვერცხი
  • 250 გრ ფქვილი
  • 250 გრ შაქარი
  • 1 ჭიქა ნიგოზი

კრემი:

  • 1 ლ რძე
  • 1ც კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 100 გრ კარაქი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 1 ც ლიმონი
  • 2ს.კ ფორთოხლის წვენი
  • 250 გრ კონიაკი
  • 200 გრ ჩაი
  • 500 გრ ნებისმიერი ხილი ( ნებისმიერი, სეზონური)

მომზადება:

10 კვერცხის გული შაქართან ერტAდ ავთქვიფოთ. ნელ-ნელა კვერცხის ფულებიც შევურიოთ. დავამატოთ ფქვილი და გატარებული ნიგოზი. მოვათავსოთ სპეციალური ტორტის ფორმაში და გამოვაცხოთ. ამასობაში კრემი გავამზადოთ. რძე, ერთი კვერცხის გული, შაქარი და ფქვილი მოვხარშოთ. მოხარშვისა და გაციების მერე კარაქი და ვანილი ჩავამატოთ. ლიმნის ცედრა და ცოტა ფორთოხლის წვენი გავჭრათ და კარგად დავნამოთ. დასანამად დაგვჭირდება კონიაკი და რომ ბისკვიტი კარგად იყოს დანამული. პირველ ფენას ბლომად ხილსა და კრემს დავადებთ და ზემოდანაც კრემით და ხილით გავაფორმებთ. გარეგნულად ლამაზი ტორტი არ გამოდის ,თუმცა უგემრიელესია.

წაიკითხეთ სხვაც

shokoladis torti შოკოლადის ტორტი

ჩინური ტორტი ნამცხვრის ფირფიტით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  200 ჰრ კარაქი
  • 500 გრ არაჟანი
  • ვანილი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1 ც კვერცხი

კრემი:

  •  1 ლ რძე
  • 1 ჭიქა შაქარი
  •  7 ს.კ ფქვილი
  • 200 გრ მარგარინი ან კარაქი
  • 200 გენ იგოზი
  • 200 გრ ქიშმიში
  •  ხილი ნებისმიერი

მომზადება:

თავიდან ნამცხვრის დირდიტა გამოვაცხოთ, რომელსაც დავტეხავთ. კარაქში ფქვილი  ჩავყაროთ. არაჟან, ვანილი და კვერცხის გულიც შევურიოთ. გავაბრტყელოთ ტაფაზე და სიგრძე-სიგანეზე დავზოლოთ ისე, რომ ხრაშუნა და წვრილი ნაწილები გამოცხვეს. ამასობაში, მოხარშული კრემი გავამზადოთ რძით, შაქრითა და ფქვილით. მერე კი კარაქი შევაზილოთ, ავიღოთ სპეციალური ჭურჭელი, რაშიც გვინდა, რომ ტორტი გამზადდეს. ძირში კრემი წავუსვათ და მერე  ხრაშუნა ფირფიტის ნაჭრები დავალაგოთ. ისევ კრემი გადავუსვათ და ფირფიტები დავადოთ. შემდეგ კრემი წავუსვათ და დაჭრილი ხილ იდავალაგოთ. კრემი გადავუსვათ, ზემდოან კი ნიგოზი და ქიშმიში მოვაყაროთ. შეგიძლიათ, ნიგოზი და ქიშმიში შიგნითაც შეურიოთ. ამის სემდეგ ჩინური ტორტი გასაციებად მაცივარში შევდგათ.


ხაჭოს ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ  მაწონი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1 ჩ.კ ძმარი
  • 300-350 გრ ხაჭო
  • 200 გრ მარგარინი
  • 5 ც კვერცხი
  • 2/3 ჩ.კ მარილი
  • 2-3 ჭიქა ფქვილი
  • 200 გრ შაქარი
  • 100 გრ რძე

მომზადება:

სამი კვერცხი გავთქვფიოთ. მაწონში სოდა და ძმარი გავხსნათ და ისიც კვერცხს შევურიოთ. ხაჭო, დარბილებული მარგარინი და მწიკვი მარილი დავამატოთ. ფქვილიც დავამატოთ და ნაზი ცომი მოვზილოთ. შემდეგ ეს ცომი ოთხად გავყოთ და გავაბრტყელოთ. ზემდოან შაქარი მოვაყაროთ და როლეტივით გადავახვიოთ. დანარჩენი სამი ცომიც ასეთივე პრიცნიპით გავაბრტყელოთ, შაქარი მოვაყაროთ და გადავახვიოთ. თითოეული რულეტი ფიგურული დანით დავჭრათ. ორი ცალი კვერცხი გავთქვიფოთ ცოტა რძესთან ერთად და გამზადებულ ნაჭრებს გადავუსვათ. ამის შემდეგ ტაფაზე დავაწყოთ და ღუმელში შევდგათ.

წაიკითხეთ სხვაც

irisi ირისი

ნამცხვარი”ნაპოლეონი”

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა წყალი
  • ფქვილი-რასაც შეიზელს

კრემი:

  • 1 ლ რძე
  • 3-4 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 200 გრ კარაქი

მომზადება:

კვერცხი ავთქვიფოთ და წყალი შევურიოთ. ფქვილი დავამატოთ იმდენი, რამდენსაც შეიზელს, რომ ნაზი ცომი მივიღოთ. ცხრა ნაწილად გავყოთ, თითოეული ძალიან თხლად გავაბრტყელოთ  და სათითაოდ გამოვაცხოთ.  ამასობაში კრემი მოვხარშოთ. როცა ყველა ფირფიტა გამოცხვება, კრემი წავუსვათ. ერთი ფენა კი დავფშხვნათ. ბოლოსკ რემი გადავუსვათ, ეს დაფშხვნილი ფირფიტა მოვაყაროთ. მაცივარში შევდგათ და ცოტა ხნის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ.

ვაშლის ღვეზელი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  3 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1ჩ.კ ძმარი
  •  1 შეკვრა ვანილი
  • 1 ჭიქა  ფქვილი
  • 3 ც ვაშლი
  • მწიკვი მარილი
  • 1ს.კ დარიჩინი
  • 1ს.კ შაქრის პუდრა

მომზადება:

 ეს ნამცხვარი არაკალორიული გამოდის და ძალიან მალე მზადდება. კვერცხისა და შქრისგან  გოგლი-მოგლს გავაკეთებთ. ძმარს, სოდას, ვანილსა და ფქვილს დავამატებთ და კარგად ავურევთ. ტაფაზე  ცხიმსა და ფქვილს  გავანაწილებთ და ე.წ კალკის ქაღალდს დავაფენთ. გაფცქვნილ და დაჭრილ ვაშლებს დავალაგებთ. ძალიან მჭიდროდ უნდა  დავალაგოთ ისე , რომ ცარიელი ადგილი არ დარჩეს. გამზადებულ მასას ზემოსან მოვასხამთ. შევდგამთ აირღუმელში და საშუალო ცეცხზე 20-30 წუთის განამვლობაში ვაცხობთ. რომ გამოცხვება და შეგრილდება, გადმოვაბრუნებთ. დარიჩინსა და  შაქრის  პუდრას ერთმანეთში ავურევთ და ამ ნაცმხვარს ზევიდან მოვაყრით.

წაიკითხეთ სხვაც

gargariiisss გარგარის შტრუდელი

ნამცხვარი ‘’ შუ’’

$
0
0

შემადგენლობა:

  • 6 ც კვერცხი
  • 100 გრ კარაქი
  • 1 ჩ.ჭ ფქვილი
  • 1 ჩ.ჭ წყალი

კრემი:

  • 500 მლ რძე
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 5 ს.კ ფქვილი
  • 100 გრ კარაქი
  • 1 შეკვრა ვანილი

მომზადება:

ავიღოთ საშუალო ზომის ქვაბი და შიგ წყალი ჩავასხათ. კარაქი დავუმატოთ და როცა ადუღდება, ფქვილიც ჩავამატოთ. ხუთი წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე იდგას და ვურიოთ. მერე გადმოვდგათ და კვერცხები სათითაოდ შევაზილოთ. შემდეგ გაცხელებულ ტაფაზე ს.კ პატარ-პატარა ცოემბი დავდოთ. დაახლოებით 20-25 წუთში გამოცხვება. ამის მერე შუებში მოხარშული კრემი სათითაოდ ჩავდოთ. ზემოდან კი მოხარშული კრემი სათითაოდ  ჩავდოთ .  ზემოდან კი შაქრის პუდრა მოვაყაროთ.  კრემი ასე მოვამზადოთ: ადუღებული რძე შევათბოთ. ცოტა რძე ცალკე ჯამში გადავასხათ და შაქართან და ფქვილთან ერთად ავურიოთ. შემდეგ ეს მასა თბილ რძეში გავხსნათ და ნელ-ნელა ვურიოთ. როცა ადუღდება, გავაციოთ და კარაქან და ვანილთან ერთად ავთქვიფოთ.

ნამცხვარი ”ძეხვი”

$
0
0

შამადგენლობა:

  • 3 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქრის პუდრა
  • 150 გრ კარაქი
  • 3ს.კ კაკაო
  • 200-300 გრ ”პეჩენია”
  • 1 ჭიქა ნიგოზი

მომზადება:

კვერცხითა და შაქრის  პუდრით გოგლი-მოგლს გავაკეთებთ. ქვაბს ცეცხლზე შემოვდგამთ და მასში გამდნარ კარაქს ჩავუშვებთ. კაკაოსა და გამზადებულ გოგლი-მოგლსაც ჩავამატებთ. ადუღებამდე უნდა ვურიოთ და მერე გადმოვდგათ. ” პეჩენია” წინასწარ უნდა დავჭრათ და ისიც მოუხალავ ნიგოსთან ერთად ცხელ მასაში უნდა ჩავუშვათ. სპეციალური ცელოფანი გავამზადოთ და ცხელ-ცხელი  მასა მსზე დავასხათ. ძეხვის ფორმაზე გადავახვიოთ და მაცივარში შევდგათ. დროდადრო გამოვიღოთ ხოლმე და გადავაგოროთ, რომ კარგად დამრგვალდეს. სანამ კარგად არ შეიკვრება, საყინულეში მანამდე გავაჩერებთ. ბოლოს კი გამოვიღებთ და ძეხვივით დავჭრით.

წაიკითხეთ სხვაც

marmarilos namcxvari მარმარილოს ნამცხვარი

კექსი

$
0
0

შემადგენლობა:
1 ჩ.ჭ მაწონი
5 ც კვერცხი
250 გრ შაქარი
1 ჩ.ჭ ნიგოზი
3 ს.კ პურის ფქვილი
ფორთოხლის ან მანდარინის კანი -1 ჩ.კ
ზეთი ან მარგარინი 20 გრ

მომზადება:

5 კვერცხი და 250 გრ შაქარი ავთქვიფოთ მავთულის სათქვეფელით. 10 წუთის შემდეგ ჩავასხათ შიგ 1 ჩ.ჭ ალესილი მაწონი, 1 ჩ.ჭ დანაყილი ნიგოზი, 3 ს.კ თეთრი პურის ფქვილი და 1 ს.კ წვრილად დაჭრილი ფორთოხლის ან მანდარინის კანი. თუ ეს უკანასკნელი გამხმარია, ის უნდა დავნაყოთ და ისე ჩავყაროთ. ” ჩუდოს” ჩავუსვათ ზეთი ან მარგარინი, მოვაყაროთ დანაყილი ორცხობილა, ჩავასხათ შიგ ეს თხელი ფაფისებრი ცომი და გამოვაცხოთ. გამომცხვარ კექსს მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი.

წაიკითხეთ სხვაც

yvrlis namcxvari ყველის ნამცხვარი

ვაშლისა და ნიგვზის ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  4 ჭიქა ფქვილი
  • 200 გრ ფქვილი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1/3 ჩ.კ სოდა
  • 4-5 ც ვაშლი
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • ვანილი
  • 1 ჭიქა შაქარი

მომზადება:

სამ ჭიქა ფქვილსა და კარაქს ხელით ავზელთ. წყალსა და სოდას დავუმატებთ. ფქვილსაც შევურევთ და  ისევ ვზილავთ. ნაზი ცომი უნდა მივიღოთ ისეთი, რომ ხელზე არ გეკრობოდეს. ამ ცომს ოცი წუთით მაცივარში შევინახავთ. ვაშლები გავთალოთ და სიგრძეზე გავჭრათ. ნიგოზიც წვრილად დავჭრათ. ცალკე კი ვანილი, ერთი ჭიქა ფქვილი და ერთი ჭიქა შაქარი ერთმანეთშო ავურიოთ. ცომს რაც შეეხება, მაცივრიდან გამოღების მერ, ორ ნაწილად გავყოთ. ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ და ტაფაზე დავაფინოთ. ფქვილის, შაქრისა და ვანილის მასა მოვაყაროთ. შემდეგ ვაშლები და ნიგოზი დავალაგოთ. დარჩენილი ფქვილი, ვანილი და შაქარიც მოვაყაროთ. მეორე ფენაც გადავაფაროთ და ჩანგლით დავჩხვლიტოთ. შევდგათ აირღუმელში და საშუალო ცეცხლზე გამოვაცხოთ.

წაიკითხეთ სხვაც

DSC04020 ტკბილი ღვეზელი

შავი ქლიავის რულეტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ც კვერცხი
  • 300 გრ შაქარი
  • 200 გრ კარაქი
  • 200 გრ არაჟანი ან მაწონი
  • 1/2 ჩ,კ სოდა
  • 1ჩ.კ ძმარი
  • 200 გრ ნიგოზი
  • 500 გრ ქლიავის ხილფაფა
  • 1ჩ.კ ”კარიცა”
  • 200 გრ ქიშმიში
  • ვანილი
  • 1ს.კ რძე

მომზადება:

კვერცხის გულს 100 გრ შაქართან ერთად ავთქვეფთ. გამდნარ კარაქს, სოდას, ძმარს და არაჟანს ან მაწონს ჩავამატებთ. ცომს მოვზილავთ. რაც შეეხება შიგთავსს, ქლიავის ხილფაფს გავაკეთებთ. მასში ქიშმიშს, ნიგოზს, ” კარიცას” და ვანილს ავურევთ. შემდეგ გაზადებულ ცომს გავაბრტეყელბთ. მასზე მასას მოვათავსებთ. და ”კალკის” საშუალებით გადავახვევთ. აირღუმელში შევდგამთ. ცოტა რომ დაიბრაწება, გამოვიღებთ. კვერცხის გულს რძეში ავთქვეფთ და ამ მასას ზემოდან წავუსვამთ, ჩანგლით დავჩხვლეტთ  და ისევ ღუმელში შევდგამთ.

ნამცხვარი ”კალათები”

$
0
0

შემადგენლობა:

  •  3 ც კვერცხის ული
  • 250 გრ კარაქი
  • ნახევარი ჭიქა შაქარი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1ჩ.კ ძმარი
  • 1 სეკვრა ვანილი
  • 3 ჭიქა ფქვილი

კრემი : 

  •  4 ც კვერცხი
  • 4 ჭიქა შაქარი
  • 5ს.კ ფქვილი
  • 1 ლ რძე
  • 250 გრ კარაქი

მომზადება:

ლვერცხის გულები ავთქვიფოთ, დავუმატოთ გამდნარი კარაქი და შაქარი. შემდეგ შევურიოთ სოდა, ძმარი, ვანილი და კარგად ვურიოთ. ფქვილი შევაზილოთ და დავაგუნდაოთ. ცომი სპეციალურ  ფორმებში გადავანაწილოთ და აირღუმელში შევდგათ. საშუალო ცეცხლზე უნდა გამოცხვეს. როცა უკვე გამოცხვება და გაცივდება, კრემს წავუსვამთ. კრემი კი უნდა იყოს მოხარშული, სიეთივე, როგორც ნაპოლეონისთვის ანუ ჯერ მოვხარშავთ კრმეს, მერე კი  მარგარინს დავამატებთ.

წაიკითხეთ სხვაც

DSC03902 ქლიავის ნამცხვარი

ფხვიერი ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ ფქვილი
  • 200 გრ კარაქი
  • 300-400 გრ ნაღები
  • 1  ჩ.კ კარდემონი
  • 1ჩ.კ დარიჩინი

მომზადება:

მოცემული ინგრედიენტებით დაახლოებით 40 ცალი პატარ-პატარა ნამცხვარი გამოგივათ. ფქვილს,  გამდნარ კარაქსა და ნაღებს ხელით ავურეთ. დარიჩინსა და კარდემონს დავამატებთ და კარგად მოვზელთ. ცომს ნახევარი საათით გავაჩერებთ. შემდეგ ხის მრგვალ დაფას ავიღებთ და ცომს მასზე გავაბრტყელებთ. ცომი საშუალოდ უნდა გაბრტყელდეს და ფორმებად დაიჭრას. ტაფაზე ‘’ კალკის’’ ქაღალდს დავაფენთ და მოჭრილ ცომებს დავალაგებთ. აირღუმელში შევდგამთ და 40-45 წუთი გავაჩერებთ.

წაიკითხეთ სხვაც

baklava ფახლავა

თაფლის ორცხობილა

$
0
0

შემადგენლობა:

  • ჭიქა – ნახევარი შაქარი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 200 გრ მარგარინი
  • 2 ს.კ თაფლი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 6 ჭიქა ფქვილი

მომზადება:

შაქარისა და წყლისგან ვაკეთებთ სიროფს. წამოდუღებულ სიროფში ჩავაგდებთ მარგარინს. ამაშივე შევურევთ თაფლს, ვანილს, ცოტა მარილსა და სოდას. ამ ყველაფერში ვურევთ ფქვილს, ისე რომ მასა გამოვიდეს სქელი, რათა სასურველი ფორმების მიხედვით დაიჭრას. დაჭრილ ფორმებს ვალაგებთ ტაფაზე და გაზქურაში ვდებთ. 10-15 წუთში დესერტი მზადაა.

წაიკითხეთ სხვაც

DSC04025 გარგარის ნამცხვარი

ჩინური ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  2 ც კვერცხი
  • 200 გრ შაქარი
  • 1ს.კ თაფლი
  • 6ს.კ რძე
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 1/3 ჩ.კ სოდა
  • 300 გრ ფქვილი

კრემი:

  • 250 გრ კარაქი
  • 200 გრ შაქარი
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 500 გრ არაჟანი

მომზადება:

კვერცხი, შაქარი და თაფლი ერთად ავთქვიფოთ. რძე, სოდა და გატარებული ფქვილი დავამატოთ. 200 გრ გატარებული ნიგოზიც ცომში შევურიოთ. ბოლოს ფქვილი შევურიოთ და ცომი მოვზილოთ. შემდეგ ეს ცომი ოთხ ნაწილად გავყოთ და თითო ნაწილი ბევრ ფქვილში გავაბრტყელოთ. ჩანგლით დავჩხვლიტოთ და მაღალ ცეცხლზე გამოვაცხოთ. ეს ფირფიტები ძალიან მალე ცხვება. ამავდროულად , კრემის მომზადება დავიწყოთ. დარბილებული კარაქი შაქართან ერთად  გავთქვიფოთ. გატარებული ნიგოზი, ვანილი და არაჟანიც სევურიოთ და თქვეფა გავაგრძელოთ. გამომცხვარ ფირფიტებს გვერდები ჩამოვაჭრათ, რომ გასწორდეს. ფენა-ფენა კრემი წავუსვათ. ბოლოს კი დაფშხვნილ ფირფიტებს და ჭიქანახევარ ნიგოზს ერთმანეთშ ავურევთ და ნამცხვარს ზემოდან მოვაყრით.

Viewing all 1804 articles
Browse latest View live