Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 1804 articles
Browse latest View live

ნუშის ტორტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 10 ც კვერცხი
  • 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  •  200 გრ ნუში
  •  0.5 ჩ.კ დანაყილი ლიმონის ქერქი

მომზადება:

კვერცხის გულები კარგად გავთქვფიოთ შაქრის  ფხვნილთან ერთად. დავამატოთ ლიმონის გახეხილი ქერქი, დანაყილი ნუში, გათქვეფილი კვერცხის ცილები და კარგად ავურიოთ. ეს მასა ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ ღუმელში. როცა გამოცხვება, გავანელოთ, ამოვიღოთ ყალიბიდან და ზემოდან გადავასხათ შოკოლადის მინანქარი.

წაიკითხეთ სხვაც

DSC03999 ტორტუნები მანგოს კრემით

იაპონური ფორთოხლის ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ფორთოხალი, 100 გ შაქარი, 6 კვერცხი
  • 150 გ დარბილებული კარაქი, 150 გრ ხაჭო
  • 150 გ მსხვილად დაჭრილი თხილი
  • 100 გ ნახევრად მწარე შოკოლადის ბურბუშელა
  • 15 იაპონური ( ჯუჯა) ფორთოხალი
  • 3 ს.კ ფორთოხლის ლიქიორი( სურვილისამებრ)
  • 100 გ შაქრის პუდრა
  • ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისთვის

მომზადება:

  1.  ფორთოხალი გარეცხეთ ცხელი წყლით, გაამშრალეთ, დანით ფრთხილად გააცალეთ კანი და წვრილ ნაჭრებად დაჭერით.შიგთავსისაგან გამოწურეთ წვენი. დაჭრილი კანი 2 ს.კ შაქართან და 3ს.კ ფორთოხლის წვენთან ერთდ ადუღეთ 3 წთ.
  2. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. კვერცხის გული, შაქარი ( დაიტოვეთ 2ს.კ) და კარაქი ათქვფიეთ კრემისებრი მასის მღებამდე. დაუმატეთ ხაჭო, თხილი და შოკოლადი.
  3. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი  ორცხობილა. კვერცხის ილა ათქვიფეთ გამაგრებამდე. სიროფიანი ფორთოხლის კანი და ცილა კარგად შეურიეთ ხაჭოიან მასას. მიღებული ცო ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 30-35 წთ.
  4. იაპონური ფორთოხალი გარეცხეთ, დაჭერით თანაბარ, თხელ ნაჭრებად, გამოაცალეთ კურკები და მოათავსეთ ჯამში. დაასხით 4ს.კ ფორთოხლის წვენი და ფორთოხლის ლიქიორი, დაუამტეთ დარჩენილი შაქარი და ადუღეთ 3-4 წთ.
  5. მზა ნამცხვარი დატოვეთ გამორთულ ქურაში კიდევ 10 წთ., რომ ფორმაშივე გაცივდეს და შემდეგ გადმოიღეთ.
  6. იაპონური ფორთოხლის ნაჭრები დადეთ საწურზე. შაქრის პუდრასგან მოამზადეთ სქელი სიროფი და წაუსვით ნამცხვარს. ჯერ კიდევ თბილ მინანქარზე მოაწყვეთ იაპონური ფორთოხლის ნაჭრები და ოდნავ დააწექით. მინანქარი რომ გამაგრდება, ნამცხვრი სუფრასთან მიიტანეთ.

 

წაიკითხეთ სხვაც

xilis gvedzeli ხილის ღვეზელი

ტორტი ”ქალის თითები”

$
0
0

შემადგენლობა:

  • 150 გრ კარაქი
  • 1.5 ჩ.ჭ წყალი
  • 6 ც კვერცხი
  • 1.5 ჩ.ჭ ფქვილი
  • 2 ჩ.ჭ არაჟანი
  • 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი

მომზადება:

ჭიქანახევარი წყალი დავდგათ ცეცხლზე, ჩავუმატოთ კარაქი და როცა ადუღდება, ჩავაყაროთ შიგ პურის ფქვილი. თან სულ ვურიოთ, ორი წუთი დუღილის შემდეგ გამოვრთოთ. როგორც კი ცომი შეგრილდება, თანდათან ჩავახალოთ კვერცხი, მოხარშული ცომი გავანაწილოთ, მივცეთ მოგრძო თითების ფორმა, დავდოთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.

კრემისთვის ავიღოთ გაციებული არაჟანი და კარგად ავთქვფიოთ შაქრის ფხვნილთან ერთად.

გამომცხვარი ” ქალის თითები” ამოვავლპთ კრემში, დავაწყოთ თეფშზე და ზემოდან მოვაყაროთ კაკაოს ფხვნილი ან გახეხილი შოკოლადი.

წაიკითხეთ სხვაც

nigviznia torti ნიგვზიანი ტორტი

შავი ტორტი თეთრი კრემით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2  ც კვერცხი
  • 3 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 350 გრ კარაქი
  •  2 ჩ.ჭ რძე
  •  2 ს.კ კაკაოს ფხვნილი
  • 1 კოლოფი შესქელებული რძე
  • 1 ჩ.კ სოდა
  •  1ს.კ ძმარი
  • მარილი,ვანილი,ყავა,კონიაკი-გემოვნებით

მომზადება:

2 კვერცხის და ორი ჩ.ჭ შაქრის ფხვნილით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, შევაზილოთ 100 გრ დარბილებული კარაქი, 2 ს.კ კაკაო, 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი, დავასხათ 2 ჩ.ჭ ცივი რძე, დავამატოთ სოდა-გახსნილი ძმარსი, ვანილი, ცოტა მარილი და კარგად გავთქვფიოთ. დავაყაროთ 3 ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი და დავასხაღ მომზადებული ცომის მასა. შევდგათ გაზქურაში და გამოვაცხოთ.

მოვამზადოთ კრემი  შემდეგნაირად: 250 გრ კარაქი გავთქვფიოთ გათეთრებამდე და შევურიოთ ცოტ-ცოტა შესქელებული რძე. სიევ ვთქვიფოთ მიქსერით, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან , ჰაეროვან მასას.

გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ მაგარი  ყავის ნაყენისა და ცოტა კონიაკის ნარევით, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი, ზემოდანაც წავუსვათ კრემი და მოვრთოთ ტორტის მოსართავად.

წაიკითხეთ სხვაც

bananis keqsi კექსუნები ბანანით

ხაჭოიანი კვერები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გრ ხაჭო
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  •  200 გრ არაჟანი
  •  ფქვილი-რამდენსაც შეიზელს
  •  ვანილი-გემოვნებით

მომზადება:

კარგად გავთქვიფოთ კვერცხი შაქრის ფხვნითან ერთად, დავამატოთ ხაჭო. არაჟანში შევურიოთ სოდა-გახსნილი ძმარში და  ყველაფერი ეს აკგად ავურიოთ. დავამატოთ ვანილი, ცოტა მარილი, ფქვიი და მოვამზადოთ სქელი არაჟნის სისქის ცომი.

გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი და ზედ ს.კ-ით მოვათავსოთ თითო-თითო ცომი, რომლებსახ პატარა კვერების ფორმა ექნება, დავახუროთ სახურავი და როცა გამოცხვება, გადავაბრუნოთ. სახურავის დახურვა აღარ უნდა.

ასეთი კვერები შეიძლება მაგიდაზე მივიტანოთ არაჟანთან ან რომელიმე მურაბასთან ერთად.

წაიკითხეთ სხვაც

vaflis torti ვაფლის ტორტი

წითელი მოცვის ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 კვერცხი
  • 200 გ არაჟანი
  • 200 გ შაქარი
  • 250 გ ფქვილი
  • 2 ჩ.კ ცომის აფხვიერებელი
  • 400 გ ნაღები
  • 400 გ წითელი მოცვი
  • ცხიმი  ან პერგამენტი ფორმისთვის

მომზადება:

  1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი ან ჩააფინეთ პერგამენტი.
  2. კვერცხი, არაჟანი და შაქარი ათქვიფეთ გამაგრებამდე. შეურიეთ ფქვილი და ცომის საფხვიერებელი. მირჶბული ცომი ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ ღუმელში 25 წთ. გამოიღეთ ნამცხვარი ღუმლიდან და გააგრილეთ.
  3. ნამცხვარს ამოჭერით გული სიე, რომ დარჩეს 2სმ  სიგანის კიდეები და ძირი.
  4. ნაღები ათ჻ვიფეთ გამაგრებამდე. შეურიეთ წითელი მოცვი, ამოჭრილი გულის ნაფხვენი და მიღებული მასით ამოავვსეთ ნამცხვრის ღრმული.

წაიკითხეთ სხვაც

torti obobis qseli ტორტი ''ობობის ქსელი''

მოცვის ნამცხვარი ხაჭოთი

$
0
0

შემადგენლობა:

ფხვიერი ცომისათვის:

  • 230 გ ფქვილი
  • 2 ს.კ სახამებელი
  • 125 გ ცივი კარაქი
  • 75 გ შაქარი

შიგთავსისათვის:

  • 500 გ მოცვი
  • 8-10 ნუშის გალეტი
  • 500 გ ხაჭო
  • 100 გ შაქარი
  • ½ ლიმონის ცედრა და წვენი
  • 2 ს.კ სახამებელი
  • 4 კვერცხი
  • მარილი
  • 2ს.კ შაქრის პუდრა
  • ცხიმი ფორმისთვის

მომზადება:

  1.   ცომის ინგრედიენტები სწრაფად შეურიეთ ერთამნეთს, მოზილეთ ერთვაროვანი ცომი და გააბრტყელეთ. ჩადეთ ფორმაში, გვერდები აუმაღლეთ, ძირი დაუჩხვლიტეთ და შედგით მაცივარში 30 წთ.
  2.   მოცვი გაარჩიეთ, გარეცვხეთ და საწურზე დაყარეთ. ცომის გასაბრტყელებლებით დაფხვენით გალეტი. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.
  3.     ჯამში მოათავსეთ ხაჭო, შაქარი, ლიმონის წვენი, ცედრა და სახამებელი.დაუამტეთ 2 მთლიანი კვერცხი, 2 კვერცხის გული დაკ არგად აურიეთ. ცილა 1 მწიკვ მარილთან ერთად ათ჻ვიფეთ გამაგრებამდე და დაუმატეთ ხაჭოიან მასას.
  4.    მოაყარეთ ცომს ნუშის გალეტის ნაფხვენები და ზედ მოცვი გაანაწილეთ. გადაუსვით ხაჭოიანი მასა და აცხვეთ ღუმელში 40 წთ. შემდეგ შედით ღუმლის შუა განყოფილებაში და აცხვეთ კიდევ 15-20 წთ. ნამცხვარი ფორმაშივე გააგრიელთ და სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ შაქრის პუდრა.

წაიკითხეთ სხვაც

nectarine_cake ვაშლატამას ნამცხვარი

ნამცხვარი ლიმონით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გრ კარაქი
  • 1 ქილა არაჟანი
  • 3 ც კვერცხი
  • 3 ჩ.ჭ ფქვილი
  • 1 ც ლიმონი
  • 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი

მომზადება:

200 გრ კარაქი კვერცხთან და შაქრის ფხვნილთან ერთად კარგად ავთქვფიოთ. მივუმატოთ 1 ჩ.ჭ არაჟანი, სოდა, ძმარი, 2.5 ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

საშუალო ზომის ლიმონს გადავავლოთ ადუღებული წყალი, კანიანად გავატაროთ ხორცსაკეპ  მანქანაში, ავურიოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილში.

ცომი გავყოთ ორ ნაწილად. პირველი გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ ყალიბში, დავადოთ ლიმონის მასა. ცომის მეორე ნაწილი გავაბრტყელოთ და დავაფაროთ ზემდან. ნაპირები კარგად შევიუსწოროთ, რომ ლიმონის მასა არ გამოვიდეს. შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად. როცა გამოცხვება, ზემოდან წავუსვათ შოკოლადის მინანქარი.

წაიკითხეთ სხვაც

keqsi.jpg19 ბლიც-კექსი

ფენოვანი ტორტი შესქელებული რძით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ც კვერცხი
  • 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  •  2ს.კ თაფლი
  • 1.5 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 1 კოლოფი შესქელებული რძე
  • 2 ჩ.ჭ ფქვილი
  • 1ჩ.კ სოდა
  • 1ს.კ ძმარი

მომზადება:

2 კვერცხი კარგად ავთქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, შევურიოთ 2 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი, სოდა – გახსნილი ძმარში, დავაყაროთ 2 ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

ცომი გავყოთ სამ ნაწილად; ტორტის ყალიბში ჩავაფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი და ზედ გავაბრტყელოთ ცომის ერთი ნაწილი (ხელი ცივი წყლით უნდა დავისვენოთ); ასე გამოვაცხოთ სამი ფირფიტა.

კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 1 ქილა შესქელებული რძე წინასწარ მოვხარშოთ (2-3 საათის განმავლობაში), როცა გაცივდება გადმოვიღოთ და შევათქვიფოთ 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი.

გამომცხვარ ფენებს წავუსვათ კრემი და ერთმანეთზე დავალაგოთ; კრემი ზემოდანაც წავუსვათ და მოვაყაროთ ევრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი.

 

წაიკითხეთ სხვაც

saaxaalwlo torti საახალწლო ტორტი

ხურტკმელის ნამცხვარი ბეზეთი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 125  გ დარბილებული კარაქი
  • 80 გ შაქარი
  • 3 კვერცხის გული
  • 250 გ ფქვილი
  • 500 გ ხურტკმელი
  • 3 კვერცხის ცილა
  • 150 გ შაქარი
  • 50 გ დაფქული ნუში
  • ფქვილი სამუშაოდ
  • ცხიმი ფორმისთვის

მომზადება:

  1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი. კარაქი,შაქარი და კვერცხის გული ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე.დაუამტეთ ფქვილი, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, გააბრტყელეთ, მოათავსეთ ფორმაში და შედგით მაცივარში.
  2. გაარჩიეთ და გარეცხეთ ხურტკმელი და ხელსახოცით ფრთხილად შეამშრალეთ. დაჩხვლიტეთ კენკრა წკირით ან ნემსით, რომ ცხობის დროს არ დასკდეს, თანაბრად მოაწყვეთ ცომზე, შედგით ღუმელში და აცხვეთ 20 წთ.
  3. ამასობაში კვერცხის ცილა და შაქარი ათქვიფეთ გამგრებამდე, სეურიეთ ნუში.
  4. ბეზე ნამცხვრზე კოვზით ისე დასვით, რომ წვეროები გაუკეთდეს. აცხვეთ კიდევ 20-25 წთ.

წაიკითხეთ სხვაც

vashlis namcxvari ვაშლის ნამცხვარი

ნამცხვარი ”კაკალი”

$
0
0

შემადგენლობა:

  •  3 ც კვერცხი
  • 100 გრ კარაქი
  • 1.5 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 1.5 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 1.5 ჩ.ჭ ფქვილი

მომზადება:

ავთქვიფოთ კვერცხი შაქრის ფხვნილთან ერთად, დავუმატოთ გამდნარი და შეგრილებული კარაქი, შემდეგ ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი და ფქვილი. ცომისგან მოვამზადოთ ბურთულები. დავაწყოთ კარაქწასმულ ტაფაზე, ხელით ოდნავ გავაბრტყელოთ და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად, სანამ არ შეყვითლდება.

წაიკითხეთ სხვაც

chocolate-mousse შოკოლადის მუსი

ნამცხვარი ”სიგარეტები”

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გრ კარაქი
  • 1 ქილა არაჟანი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1 ს.კ ძმარი
  • ფქვილი

მასალა გულსართისათვის:

  • 2 ც კვერცხის ცილა
  • 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 1 ჩ.ჭ ნიგოზი
  •  შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად

მომზადება:

კარგად დარბილებულ კარაქს დავამატოთ არაჟანი, შევურიოთ ძმარში გახსნილი სოდა და ვთქვფიოთ გათეთრებამდე. შევაზილოღ იმდენი ფქვილი, რომ გამოვიდეს საშუალო სიმაგრის ცომი.

ცომი გავყოთ ოთხ  თანატოლ ნაწილად. თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ და მივცეთ მრგვალი წრის ფორმა. წრე დიამეტრიულად გავყოთ 8 ტოლ სამკუთხედ ნაწილად. თითოეულს წავუსვათ თხელ ფენად გულსართი და გადავახვიოთ განიერი ნაწილიდან წვერისკენ.

გამზადებული ”’სი გარეტები”, დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ. როცა მზად იქნება, ცხელივე დავაყაროთ შაქრის პუდრა.

გულსართი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 2 კვერცხის ცილა გავთქვიოფთ მიქსერიით ისეთნაირად, რომ  ქვაბის გადმობრუნებისას ცილა არ გადმოიღვაროს, შევათქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი და 1 ც.ჭ გატარებული ნიგოზი.

 

წაიკითხეთ სხვაც

mandarinis xilfafa მანდარინის ხილფაფა

ნამცხვარი ”ტრიუფელი”

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კოლოფი ” მალიუტკა”
  • 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 100 გრ კარაქი
  • 0.5 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 0.5 კოლოფი კაკაოს ფხვნილი
  • ვანილი-გემოვნებით

მომზადება:

ნახევარი ჩ.ჭ ადუღებულ წყალში ჩავყაროთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი, დავამატოთ 100 გრ კარაქი, 3ს.კ კაკაოს ფხვნილი და წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ 0.5 ჩ.ჭ წვრილად დაჭრილი ნიგოზი, ვანილი, ერთი კოლოფი ბავშვის საჭმელი მალიუტკა, კარგად ავურიოთ. უნდა მივიღოთ სქელი მასა. ავიღოთ პატარ-პატარა გუნდები, მივცეთ ” ტრიუფელის” ფორმა, ამოვავლოთ კაკაოს ფხვნილში და შევდგათღ მაცივარში. 2-3 საათით.

 

წაიკითხეთ სხვაც

Mocvis Muraba მოცვის მურაბა

ფორთოხლის კექსი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  2 ც ფორთოხალი
  •  2 ჭიქა მოხალული ნიგოზი
  • 6 ც კვერცხი
  • 100 გრ კარაქი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 3/4 ჭიქა საფანელი
  • 2 ს,.კ მაწონი
  •  1ჩ.კ სოდა

მომზადება:

ფორთოხალი უნდა მოხარშოთ. რომ გაცივდება, გაწურეთ დ ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ასევე გააარეთ მოხალული ნიგოზი. ცალკე გათქვიფეთ 6 კვერცხის გული, შაქარი, კარაქი, საფანელი, მაწონი და 1 .კ სოდა. შემდეგ შეურიეთ გატარებული ფორთოხალი და ნიგოზი. ცალკე ათქვიფეთ 6 კვერცხის ცილა და  ბოლოს ძირითად მასაში აურირთ. ეს მასა ღრმა ფორმაში ჩაასხით, რომელსაც ძირში კარაქი ექნება წსმული და ნელ ცეცხლზე გამოაცხვეთ.

წაიკითხეთ სხვაც

Pudingi ბრინჯის პუდინგი ვაშლით

შავ-თეთრი კექსი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 250 გრ მაწონი
  • 250 გრ არაჟანი
  • 4 ც კვერცხი
  • 250 გრ შაქარი
  • 500 გრ ფქვილი ( ორ-ჭიქანახევარი)
  • 1 ს.კ კაკაო
  • 1 ც ვანილი
  • 50 გრ შაქრის პუდრა

მომზადება:

კვერცხისა და შაქრისგან გოგლი-მოგლს გავაკეთებთ. მერე ნელ-ნელა დანარჩენ ინგრედიენტებსაც დავუამტებთ. მაწონსა და არაჟანს შევურევთ, კაკაოს დავამატებთ და ვანილს ჩავყრით. კაკაოს ჩამატების მერე კექსი აჭრელდება. გაცხელებულ, ცხიმწასმულ ტაფაზე დავასხამთ და აირღუმელში შევდგამთ. გამოცხობის შემდეგ ზემოდან შაქრის პუდრას მოვაყრით.

 

წაიკითხეთ სხვაც

darichinis spiralebi დარიჩინის სპირალები

ზეთზე გაკეთებული კექსი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  2 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა  შაქარი
  • 500 გრ მაწონი
  • 200 გრ ზეთი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 200 გრ ალუბალი

მომზადება:

კვერცხისა და შაქრისაგან გოგლი-მოგლი გავაკეთოთ. მაწონი, ზეთი, ვანილი და სოდა დავამატოთ. ფქვილსაც დავამატოთ და კარგად ავურიოთ. ალუბალს კურკებს გამოვაცლით. გამზადებულ მასას ცხელ, ცხიმწასმუ ტაფაზე დავასხამთ. ზემოდან კი ალუბლებს დავალგებთ. შევდგამთ აირღუმელში და საშუალო ცეცხლზე გამოვაცხობთ. საკმაოდ მსუბუქი კექსი გამოდის, თანაც კარაქისა და მარგარინის გარეშე მზადდება.

წაიკითხეთ სხვაც

marcipanis namcxvari მარციპანის ნამცხვარი

ვაშლის ”პეროგი”

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 ც კვრცხი
  • 400 გრ შაქარი
  • 250 გრ კარაქი
  • 100-150 გრ არაჟანი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1 ჩ.კ ძმარი
  • 2 შეკვრა ვანილი
  • 1/4 ჩ.კ მარილი
  • 4-5 ჭიქა ფქვილი ( ან რამდენსაც შეიზელს)
  • 2 კგ ვაშლი

მომზადება:

წინასწარ მომაზადეთ ვაშლის ხილფაფა: ვაშლი გათალეთ, გულები ამოაჭერით, დაჭრით და სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ. ცოტა წყალი დაასხით დ დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. სანამ ვაშლი არ ჩაიშლება. ბოლოს 2-3 ს.კ შაქარი დაუმატეთ და გააგრილეთ. ამასთანავე კვერცხი და შაქარი  ათქვიფეთ. მწიკვი მარილი და ვანილი დაუამტეთ. ასევე არაჟანი და გამდნარი კარაქიც შეურით. ჭიქაში გახსენით სოდა და ძმარი და შემდეგ ესეც ჯამში გამზადებულ მასას შეურიეთ. ფქვილი ნელ-ნელა ჩაამატეთ. ბოლოს ხელით ურიეთ და, რაც მთავატია, ცომი საკმაოდ სქელი უნდა გამოვიდეს. ცომის ნაწილი ( დაახლოებით 3 ს.კ) ცალკე გადადეთ, რათა ბოლოს ნამცხვარი მორთოთ. ამასობაში ღემელში შემთბარ ფორმას კარაქი მოუსვით და მასზე ცომი გაანაწილეთ. ზემოდან ხილფაფა წაუსვით ისე, რომ ცომის გვერდები ოდნავმ ოჩანდეს. ცალკე გადაღებული ცომი ფქვილში კარგად მოზილეთ, რომ მკრივი გახდეს. შემდეგ ორად გაყავით და თითო ნაწილისგან ხუთი სხვადასხვა ზომის გრძელი და ბრტყელი ფირფიტები დაამზადეთ. ამ ფირფიტებით ხილფაფის ზემოდან ე.წ ” კლეტკა” გააკეთეთ, აირღუმელში შედგით და ერთი საათის განმავლობაში აცხვეთ.

წაიკითხეთ სხვაც

torti ''fifqia'' ტორტი ''ფიფქია''

ლეღვის ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  2 ც კვერცხი
  •  2 ჭიქა შაქარი
  •  1 შეკვრა მარგარინი ან კარაქი
  • 200 გრ არაჟანი
  • 1 კოვზი სოდა
  • 2 ს.კ ზეთი
  • 1 შეკვრა  ვანილი
  •  ნახევარი კგ ფქვილი
  • 500 გრ ლეღვის ჩირი

მომზადება:

კვერცხს და შაქარს ერთად ავთქვეფთ , დავუმატებთ არაჟანს  სოდით, გამდნარ მარგარინს ან კარაქს, ზეთსა და ვანილს. ბოლოს კი ფქვილს ავურევთ.  ფქვილი იმდენი იქნება საჭირო რომ ცომი ხელზე არ გეკრებოდეთ, რათა ნამცხვარი ფქვიერი  გამოვიდეს. ცხიმწასმულ ტაფაზე ფქვილს მოაყრით და შემდეგ მასში ცომს  გაშლით. წინასწარ გამზადებულ  ჩხირებად დაჭრილ ლეღვის ჩირს ზემოდან დაალაგებთ ისე, რომ  ცომი მთლიანად დაფაროს, გამოცხობის შემდეგ  შეგიძლიათ, შაქრის  პუდრა მოაყაროთ ან შოკოლადის მინანაქარი ზოლებად მოაწუწოთ.

 

წაიკითხეთ სხვაც

ყველაზე მეტად შოკოლადის გულსართიანი კრუასანი მიყვარს შოკოლადის კრუასანები

კექსი კაკლითა და ლიმნით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 ც კვერცხი
  •  200 გრ  შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1/3 ჩ.კ მარილი
  • 1 ჭიქა მაწონი
  • 250 გრ მარგარინი
  • 2-3 ჭიქა ფქვილი
  • 100 კაკალი ( ან არახისი)
  • 100 გრ ქიშმიში ( ანდა ნებისმიერი ხილის ჩირი)
  • 1 ც ლიმონი

მომზადება:

კვერცხსა და შაქარს კარგად მოვურევთ,დავუმატებთ მაწონს, ვანილსა და მარილს. ამვდროულად, კექსის მოსამზადებლად სპეციალურ ფორმაში  მარგარინს ვადნობთ და გაცივებამდე ასე ვტოვებთ.  შეგრილებულ  მარგარინს მასაში ვასხამთ და კარგად ვურევთ. ამის სემდეგ ფქვილს ვურევ. გემოვებით ვამატებთ ლიმნის ქერქს ( გახეხილს), კაკალს და ქიშმიშს. ბოლოს ცომს კექსის ფორმაში ვასხამთ აირღუმელში ვდებთ და 180 გრადუსზე ვაცხობთ, ერთი საათის განმავლობაში. უკვე გამომცხვარ, შეგრილებულ კექსს ზემოდან შოკოლადის მინანქარს ან შაქრის პუდრას ვაყრით.

წაიკითხეთ სხვაც

jadosnuri nachrebi ჯადოსნური ნაჭრები

კექსი ქოქოსით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  2 ც კვერცხი
  •  150 გრ კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ქილა მაქონი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 2 ჭიქა ფქვილი
  •  2 ს.კ კაკაო
  • 1  შეკვრა ქოქოსის ფანტელი

მომზადება:

ჯერ კვერცხს ავთქვეფთ და შაქრით გოგლი-მოგლს გავაკეთებთ. მერე კარაქთან ერთად ავთქვეფთ. შაქარი უმჯობესია, რომ მხოლოდ ერთი ჭიქა ვუქნათ, რათა ძალიან ტკბილი არ გამოვიდეს. შემდეგ მაწვნის ქილაში სოდას გავხსნით და ამასაც ათქვეფილ მასაში ავურებთ. ფქვილი  თვალის ზომით უნდა დავუმატოთ ისე, რომ სქელი მასა გახდეს. სასურველია, თუ ამ მასას ორად გავყოფთ და ზებრასავით გავაკეთებთ. ნახევარი თეთრი და ნახევარი ყავისფერი,როპმელსაც კაკაოს შევურევთ. ზემოდან ქოქოსს მოვაყრით ან ხილს. ასევე ძალიან უხდება გახეხილი გარგარი, რომელსაც ფენა-ფენა დავალაგებთ.

წაიკითხეთ სხვაც

taflakverebi თაფლაკვერები
Viewing all 1804 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>