მასალა:
- 200 გრ ბრინჯი
- 1 ჭიქა რძე
- 3 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
- 30 გრ ზეთი / კარაქი
- 2 პაკეტი ვანილი
- 4 ცალი კვერცხი
- 1 კგ ვაშლი
- 1 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
- 2 სუფრის კოვზი მალინის მურაბა
- მარილი
მომზადების წესი:
ბრინჯი მოხარშეთ რძეში და დაუმატეთ ზეთი 1 შეკვრა ვანილი, მარილი, ლიმონის ცედრა და კვერცხის გული. სანამ იხარშება ბრინჯი, გათალეთ ვაშლი დაჭერით 6 ნაჭრად და გაასუფთავეთ გულისგან. მოვხარშოთ 1 ჭიქა წყალში , დავუმატოთ 1 ვანილი და ლიმონის წვენი. მოხარშული ბრინჯი (ნახევარი) მოვათავსოთ კარაქწასმულ და დაფცულ სუხარმოყრილ გამოსაცხობ ტაფაზე, ზემოდან დავაწყოთ ვაშლები (მოხარშული) და ზემოდან დარჩენილი ბრინჯი. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ შაქრის ბუდრასთან ერთად სქელი მასის მიღებამდე, დავუმატოთ მურაბა და მოვასხათ ზევიდან. 20-25 წუთი დაბალ ტემპერატურაზე გამოვაცხოთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ვაშლის კრუასანები |