შემადგენლობა:
- 2 ც ფორთოხალი
- 300 გრ კარაქი
- 300 გრ შაქარი
- 190 გრ თაფლი
- 425 გრ შვრია
მომზადება:
ფორთოხლის კანი გავხეხოთ და შევურიოთ კარაქი, შაქარი და თაფლი. დავდგათ
ნელ ცეცხლზე და ვურიოთ ხის კოვზით,სანამ კარაქი არ გადნება.
გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ შვრია. ჩვენთვის სასურველ
ფორმას წავუსვათ კარაქი, გადავიტანოთ ცომი და ხის კოვზით გავასწოროთ.
გავაცხელოთ ღუმელი 180
გრადუსზე და გამოვაცხოთ 25 წუთი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ნამცხვარი კაკაოს მინანქრით |