Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

ბეზეს ტორტი

$
0
0

შემადგენლობა:

ცომისთვის:

  • 7 კვერცხის ცილა, ცოტაოდენი მარილი
  • 2 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 4ს.კ სახამებელი, 1ჭიქა დაჭრილი ნუში

კრემისთვის:

  • 4 კვერცხის გული, 1.5 ყავის ჭიქა რძე
  • 0.5 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 300 გრ კარაქი
  • 1ს.კ კაკაო, 1ს.კ კონიაკი

მომზადება:

კვერცხის ცილებს დავუმატოთ მარილი და ავთქვიფოთ სანამ აქაფდება, დავუმატოთ თითო-თითო კოვზი შაქრის ფხვნილი, სახამებელი, დაჭრილი ნუში. ღუმელი გავაცხელოთ 150-160 გრადუს ტემპერატურაზე ტაფაში ჩავაფინოთ კალკა, მიღებული მასა ჩავასხათ და გამოვაცხოთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავუწიოთ 130-140 გრადუსამდე და გამოვაცხოთ 2-2.5 საათი. ბეზე გამოვიღოთ, გავაციოთ და გავყოთ 2 ნაწილად. კრემის მოსამზადებლად კვერცხის  გული ავთქვიფოთ რძესთან ერთად, დავუმატოთ შაქრის ფხვნილი, ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან. შევაგრილოთ, დავუმატოთ ათქვეფილი კარაქი  და კონიაკი. კრემი გავყოთ 2 ნაწილად,ერთ ნაწილს დავუმატოთ კაკაო. ბეზეს პირველ ფენას წავუსვათ თეთრი კრემი. დავადოთ მეორე ფენა და წავუსვათ კაკაოიანი კრემი. კრემი წავუსვათ ასევე გვერდებზე, გავაფორმოთ დაჭრილი ნუში და ბეზეს ნაფშვენებით.

ბეზეს ტორტი

5 (100%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

თაფლის ნამცხვარი ჯემი

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>