შემადგენლობა:
- 500 გ კეფირი
- 4 ც კვერცხი
- 300 გ შაქარი
- 1 ჩ.კ სოდა
- 400 გ ფქვილი
- 2 ს.კ კაკაო
- 120 მლ ზეთი
- ვანილი
მომზადება:
კეფირს შევურიოთ სოდა, დავუმატოთ კვერცხი და შაქარი, კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ
ზეთი, ვანილი. ბოლოს დავუმატოთ ფქვილი.
მიღებული ცომის ნახევარი ცალკე გადავიტანოთ და შევურიოთ კაკაო.
ფორმას წავუსვათ ცხიმი და რიგრიგობით ჩავასხათ 2-2 კოვზი შავი და თეთრი ცომი.
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 40-50 წთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
შვრიის და მიწისთხილის ნამცხვარი |