შემადგენლობა:
- 4-5 ჩ.ჭ ფქვილი
- 4 კვერცხი
- 2 ჩ.ჭ მაწონი
- 100 გრ კარაქი
- 100 გრ კაკაო
- 1 ჩ.კ სოდა
- 100 გრ თეთრი შოკოლადი
- 100 გრ შავი შოკოლადი
- ვანილი
მომზადება:
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, ჩაამატეთ კაკაო, გამდნარი კარაქი, მაწონი, ძმარში ან ლიმონის წვენში
გახსნილი სოდა, შეაზილეთ ფქვილი. მიიღებთ არაჟნის სისქის მასას. დადგით სითბოში 15-20 წუთი.
ცომი გაყავით ორ ნაწილად და გამოაცხვეთ ცალ-ცალკე.
ცხიმწასმულ პერგამენტის ფურცელზე გააბრტყელეთ ცომი და გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში.
გაციებულ ფირფიტებს წაუსვით შერეული კრემი და ზედაპირზე მოასხით ცხელი შოკოლადი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ორეოს ტარტი |