Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

მსხლის ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გრ შაქარი
  • 3 მსხალი
  • 100 გრ დარბილებული კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 100 გრ ფქვილი
  • 1/4 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი
  • 2 ს/კ თხლად დაჭრილი ნუში.

მომზადება:

100 გრ შაქარი და 3 ს.კ. წყალი წამოადუღეთ  ტაფაზე. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ღია ყავისფერ კარამელს არ მიიღებთ, დროდადრო ურიეთ. მიღებული მასა ჩაასხით ფორმაში. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. გათალეთ მსხალი, გაჭერით ოთხად, ამოაჭერით გული. მეოთხედები თხლად დაჭერით სიგრძეზე და მოაწყვეთ კარამელზე. კარაქი და დარჩენილი შაქარი ათქვიფეთ კრემისებრი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ერთმანეთში არეული ფქვილი და ცომის საფხვიერებელი. ცომი მსხლებზე თანაბრად გაანაწილეთ და აცხვეთ 25 წთ.გამოიღეთ ნამცხვარი ღუმლიდან და გააგრილეთ. ფორმას ფრთხილად მოაშორეთ გასახსნელი რგოლი და ნამცხვარი ლანგარზე გადმოაბრუნეთ, კიდეები მორთეთ ნუშით.

 

 

 

მსხლის ნამცხვარი

1 (20%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ტირამისუ

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>