შემადგენლობა:
- 175 გრ ფქვილი
- 2 ჩ.კ ცომის საფხვიერებელი
- 80 გრ შაქარი
- მარილი
- 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
- 1 ლიმონის ცედრა
- 2 ც კვერცხი
- 50 გრ კარაქი
- 175 მლ რძე
- 150 გ მოცვი
- შაქრის პუდრა
- ცხიმი ან ქაღალდის პატარა ფორმები
მომზადება:
1. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. მაფინების საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი ან შიგნით ქაღალდის ფორმები ჩასვით. ჩაყარეთ ჯამში ფქვილი, ცომის საფხვიერებელი, შაქარი, მარილი, შაქრიანი ვანილი, ლიმონის ცედრა და მოურიეთ.
2. სხვა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, შეურიეთ გამდნარი კარაქი და რძე. დაუმატეთ ფქვილიანი მასა და მოცვი.
3. ჩაასხით ცომი ფორმებში. შედგით ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 25 წთ. სანამ ნამცხვარი ოქროსფერი არ გახდება. გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ვაშლის ნაჭრები ლიქიორით |