Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

ნამცხვარი ‘’შუ’’

$
0
0

შემადგენლობა:

  •  8 ც კვერცხი
  • 200 გრ მარგარინი
  • 2 ჭიქა წყალი
  •  2 ჭიქა ფქვილი

კრემისთვის:

  •  0.5 ლ რძე
  • 2 ც კვერცხის გული
  • 5-6 ს.კ ფქვილი
  • 200 გრ შაქარი
  • 200 გრ კარაქი
  • ვანილი-გემოვნებით

მომზადება:

2 ჭიქა წყალი და 200 გრ მარგარინი ერთად ავადუღოთ მინანქრის ქვაბში, მარგარინი რომ ჩადნება, ჩავაყაროთ 2 ჭიქა ფქვილი და კარგად ავზილოთ. შემდეგ გადმოვდგათ და 8 კვერცხი სათითაოდ შევაზილოთ. ნახევარი საათით შევდოთ მაცივარში. გაციებული ცომი დასველებული სუფრის კოვზით ამოვიღოთ და სათითაოდ დავდოთ ცხიმწასმულ ტაფაზე და გამოვაცხოთ აერღუმელში შეწითლებამდე. როცა გამოცხვება, გამოვიღოთ, გავუკეთოთ გვერდიდან ნასვრეტი და კრემის ‘’ შპრიცით’’ ჩავასხათ მოხარშული კრემი. მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

კრემის მომზადება:

2 ჭიქა შაქარი და 2 კვერცხის გული გათქვეფილი, დავუმატოთ 5-6 ს.კ კარტოფილის ფქვილი ან პურის ფქვილი, დავასხათ ნახევარი ლიტრი რძე და ავადუღოთ სწრაფად რევით, როცა გაცივდება, შევათქვფიოთ 200 გრ კარაქი და ვანილი.

წაიკითხეთ სხვაც

shokoladis kiseli შოკოლადის კისელი

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>