შემადგენლობა:
- 500 გრ ყურძენი
- 3 ც კვერცხი
- 1/2 ლიტრი რძე
- 500 გრ ფქვილი
- 120 გრ შაქრის ფხვნილი
- 80 გრ კარაქი
- ცოტა კონიაკი
- ვანილი
მომზადება:
ყურძენი კარგად გავრეცხოთ და დავმარცვლოთ. კვერცხი ავთქვფიოთ, როგორც ერბოკვერცხისთვის, ერთდროულად დავუმატოთ შაქარი, ვანილი, კონიაკი. ნელ-ნელა დავუმატოთ ფქვილი. განუწყვეტლივ ვურიოთ და დავასხათ მდუღარე რძე, გამდნარი კარაქი. ყურნის მარცვლები დავალაგოთ ტაფაზე, დავასხათ მიღებული ცომი და შევდგათ ზომიერად გახურებულ აირღუმელში. მზა ღვეზელს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ვაშლის მარტივი ნამცხვარი |