შემადგენლობა:
ცომისთვის:
- 6 კვერცხი, 150 გრ კარაქი
- 1 ყავის ჭიქა შაქრის ფხვნილი
- 4ს.კ კაკაო, 3ს.კ ფქვილი, 1 პაკეტი ვანილი, 3ს.კ სახამებელი, 0.5 ჩ.კ სოდა
გულსართისათვის:
- 400 გრ არაჟანი
- 800 გრ უკურკო ალუბალი
- 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
- 1 ყავის ჭიქა ალუბლის მურაბის წვენი
მომზადება:
ცომის მოსამზადებლად კვერცხის ცილა გავაცალკევოთ გულისგან, ავთვფიოთ, დავუმატოთ თითო-თითო კვერცხის გული, შაქრის ფხვნილი, დამდნარი კარაქი, კაკაო,სოდა, სახამებელი, ფქვილი და ვანილი. მიღებული ცომი ჩვასხათ ცხიმწასმულ და ქაღალდგაფენილ ტაფაში, გამვოაცხოთ აერღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე. ბისკვიტი გავყოთ 3 ფენად და ზემოდან მოვასხათ ალუბლის მურაბის წვენი.
გულსართის მოსამზადებლად არაჟანი ავთქვფიოთ შაქრის ფხვნილთან ერთად. პირველ ფენას წავუსვათ გულსართი, ზემოდან დავაწყოთ ალუბლის მარცვლები და ასე ბოლომდე. 1 საათი გავაჩეროთ, რომ შეიწოვოს და მივირთვათ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ნამცხვარი ლიმნით |