Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

პატარა ნაპოლეონი

$
0
0

შემადგენლობა:

ცომი:

  • კვერცხი 1ც.
  • წყალი 1 ჭიქა
  • ძმარი 3 ს/კ.
  • ზეთი 3 ს/კ.
  • პურის ფქვილი 3 ჭიქა
  • მარგარინი 300გრ.

კრემი:

  • კარაქი 250გრ.
  • სგუშონი 1 ქილა (380გრ).

 

გასაფორმებლად:

  • ორცხობილა (პეჩენია) 210გრ.
  • მოხალული ნიგოზი ან თხილი 50გრ.

მომზადება:

კვერცხი ავთქვიფოთ მიქსერით, დავასხათ წყალი (ოთახის ტემპერატურის), ძმარი, ზეთი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. გავყოთ 2 ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, წავუსვათ 50გრ. მარგარინი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევინახოთ მაცივარში (15–20წთ.). ეს პროცესი გავიმეოროთ სამჯერ. შემდეგ ორივე ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, თითოეული გავაბრტყელოთ თხლად, დავჭრათ პატარა კვადრატის ფორმის ნაჭრებად,  დავაწყოთ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში, გამოცხობის შემდეგ ცოტა გავაცივოთ კვადრატები, წავუსვათ კრემი (კრემისთვის კარაქი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ სგუშონი და კვლავ ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე) მთლიან ზედაპირზე და ირგვლივ, ამოვავლოთ დაფხვნილ ორცხობილაში (ორცხობილა წინასწარ დავფხვნათ და ავურიოთ გატარაებული ნიგოზი).

წაიკითხეთ სხვაც

bananis keqsi კექსუნები ბანანით

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>