შემადგენლობა:
- 500 გ ფქვილი, 1 ბრიკეტი საფუარი
- 220 გ შაქარი, 1ლ რძე
- მარილი
- 400 გ დარბილებული კარაქი
- 1 პაკეტი ლიმონის ცედრა
- 1 კვერცხი, 3ს.კ თაფლი
- 300 გ თხლად დაჭრილი ნუში
- 1 1/2 პაკეტი ვანილის პუდინგის ფხვნილი
- 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
- პერგამენტი
მომზადება:
- ფქვილი გაცერით ჯამში და შუაში ჩააღრმავეთ. საფუარი დააქუცმაცეთ და 1ჩ.კ შაქართან ერთად. გახსენით 200 მლ ნელთბილ რძეში, 3ს.კ შაქარი, ცოტა მარილი, 130 გ კარაქი, ლიმონის ცედრა და კვერცხის ფქვილის კიდეებზე გაანაწილეთ. ჩაასხით ღრმულში საფუვრიანი რძე და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. საჭიროებისამებრ, შეგიძლიათ ცოტა რძე კიდევ დაუამტოთ.
- ცომს დააფარეთ და დადგით 1სთ. ცალკე ჯამში მოათავსეთ 130 გ შაქარი, 150 გ კარაქი, თაფლი, 4ს.კ რძე და გააცხელეთ. შეურიეთ ნუში და დადგით გრილ ადგილას.
- გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. ზედ გააბრტყელეთ ცომი და დადგით 15 წთ. ნუშიანი მასა გაანაწილეთ ცომზე და აცხვეთ 35 წთ.
- პუდინგის ფხვნილი გახსენით ცოტაოდენ ცივ რძეში. დარჩენილი რძე აადუღეთ შაქართან და შქრიან ვანილთან ერთად. შეურიეთ პუდინგს ფხვნილი, წამოადუღეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. გაჭერით ნამცხვარი შუაზე და ორივე ფიტფიტა გაჭერით სიგანეზე.
- დარჩენილი კარაქი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე და თანდათან შეურიეთ პუდინგი. მიღებული კრემი წაუსვით ნამცხვრის ქვედა ფირფიტებს. ნამცხვრის ზედა ფირფიტები დაჭერით კვადრატებად და კრემიან ფირფიტებს ზემოდან დააწყვეთ. ნამცხვარი 2 სთ მაცივარში შედგით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
"ნუტელა" |