შემადგენლობა:
ფხვიერი მასისთვის:
- 150 გ ფქვილი
- 3ს.კ კაკაო
- 150 გ შაქარი
- 75 გ კარაქი
- 75 გ მარგარინი
ცომისთვის:
- 30 გ დარბილებული კარაქი ან მარგარინი
- 275 გ შაქარი
- 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
- მარილი
- 6კვერცხი
- 300 გ ფქვილი
- 3/4 პაკეტი ცომის საფხვიერებელი
- ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ან პერგამენტი
მომზადება:
- ფქვილი, კაკაო და შაქარი აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ კარაქი და მარგარინი და ხელით ისე მოსრისეთ, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა და შედგით მაცივარში.
- გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგმანეტი ან წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა.
- კარაქი, შაქარი, შაქრიანი ვანილი, 2 მწიკვი მარილი და კვერცხი და ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე.
- დაუმატეთ ფქვილი, ცომის საფხვიერებელი და ურიეთ კრემისებრი მასის მიღებამდე.
- მიღებული ცომი გაანაწილეთ საცხობ ფირფიტაზე და თანაბრად მოაყარეთ კაკაოიანი მასა. აცხვეთჯერ 10 წთ, შემდეგ ტემპერატურა დაიყვანეთ 160 გრადუსზე და აცხვეთ კიდევ 10-25 წთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ჟოლოს ტარტი |