Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

მზის ფორმის კექსი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გ ფქვილი
  • 100 გ შაქარი
  • 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
  • მარილი
  • 1 ბრიკეტი საფუარი
  • 1/4 ლ ნელთბილი რძე
  • 120 გ ქიშმიში
  • 20 მლ რომი ან ალუბლის ნაყენი
  •  3 კვერცხი
  • 2 კვერცხის გული
  • 200 გ  დარბილებული კარაქი
  • 16-18 კანგაცლილი ნუში
  • შაქრის პუდრა
  •   1ს.კ კარაქი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისთვის

მომზადება:

 

1.       ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, დაუმატეთ შაქარი, შაქრიანი ვანილი და 2 მწიკვი მარილი. ცოტაოდენ რძეში გახსენით საფუარი, დაუამტეთ ფქვილიან მასას და ოდნავ მოურიეთ. დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 30 წთ.

2.      ქიშმიში დაალბეთ რომში ან ალუბლის ნაყენში.

3.      ცომს ნელ-ნელა დაუამეთ კვერცხი, კვერცხის ფული, დარჩენილი რზე და წვრილად დაჭრილი კარაქი. ბოლოს შეურიეთ ქიშმიში. მოზილეთ ელასტიკური ცომი, დააფარეთ და დადგით 30წთ.

4.      ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. ფორმის ძირის ყოველ ნაოჭში ჩადეთ თითო ნუში, ჩაასხით ცომი ფორმაში და გააჩერეთ 1 სთ.

5.      გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. აცხვეთ 45 წთ. სანამ ღია ყავისფერი არ გახდება. გააგრილეთ და ფორმა ლანგარზე გადმოაბრუნეთ. შაქრის პუდრა ისე მოაყარეთ, რომ ნუში ჩანდეს.

წაიკითხეთ სხვაც

taflakverebi თაფლაკვერები

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>