Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 1804 articles
Browse latest View live

შოკოლადის ტორტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 350 გრ კარაქი
  • 2 ც კვერცხი
  • 4 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 4 ჩ.ჭ ფქვილი
  • კაკაო-ნახევარი კოლოფი
  • 3 ჩ.ჭ რძე
  • 1ს,კ სოდა
  • 2 ს.კ ძმარი
  • 1 ფილა შოკოლადი

მომზადება:

2 კვერცხისა და 2.5 ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 4ს.კ კაკაო, 50 გრ გამდნარი კარაქი, 2ჭიქა თბილი რძე და 4ჭიქა ფქვილი. მოვზილოთ ცომი და შევდგათ მაცივარში 40 წუთი. შემდეგ გამოვიღოთ, დავუმატოთ 2 ჩ,კ სოდა-გახსნილი ძმარში,ვანილი,კარგად ავურიოთ და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.

კრემისთვის 1 ჭიქა რძეში ავურიოთ 2ს.კ ფქვილი, 1.5 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 3ს.კ კაკაო.დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. 300 გრ კარაქი კარგად დავზილოთ და თანდათან შევათქვიფოთ მიღებული გაციებული მასა.

ტორტი გავჭრათ შუაზე,დავამატოთ,წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი,წავუსვათ კრემი და ზემოდან მოვაყაროთ დაფხვნილი შოკოლადი.


ყავის ტორტი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  6 ც ვკერცხი
  • 200 გრ კარაქი
  • 2 ს,კ ყავა
  • 1.5 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 1 ჩ.ჭ ფქვილი
  • 0.5 ჩ.ჭ ნიგოზი

მომზადება:

6 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილან ერთად. თანდათან მივუმატოთ თითო- თითო კვერცხის გული და კიდევ კარგად ვთქვიფოთ. შევურიოთ 1ს.კ მაგარი ყავის ნაყენი ( შეიძლება ხსნადი ყავაც ), დავამატოთ 1ჩ.ჭ ფქვილი, ნელა ავურიოთ და ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში გამოსაცხობად.

კრემისთვის ნახევარი ჭიქა ადუღებულ წყლაში გავხსნათ 1 ს.კ ყავა, 1ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი დ მოვადუღოთ სიროფი.

200 გრ კარაქი კარგად დავარბილოთ და გავთქვიფოთ, მივამატოთ თითო ჩ.კ ყავის სიროპი და გავაგრძელოთ თქვეფა. ბისკვიტი მჭრელი დანით გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ყავისა და კონიაკის ნარევით, წავუსვათ კრემი,დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ფენა.ზემოდან მოვრთოთ დარჩენილი კრემით. გვერდებზე წავუსვათ კრემი და მოვრთოთ წვრლად დაჭრილი ნიგოზი.

ნიუ-იორკული ყველის ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა: ნამცხვრის ძირისათვის:

  • 125 გ ხრაშუნა გალეტი , 2ს.კ კარაქი
  • 1/2 პაკეტი შაქრიანი ვანილი

შიგთავსისთვის:

  • 600 გ ცხიმიანი ხაჭოსებრი ყველი
  • 180 გ შაქარი, 50 გ ფქვილი, 4 კვერცხი
  • 1 ვანილის ჩხირი, 2 ლიმონი
  • 1/2 ფორთოხალი, 100 გ ნაღები

მინანქრისთვის:

  • 250 გ არაჟანი, 4ს.კ შაქარი
  • 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
  • შაქრის პუდრა, ცხიმი ფორსმისთვის
  • პერგამენტი

მომზადება:

  1. გალეტები მოათავსეთ ცელოფნის პარკში და დაფხვენით ცომის საბრტყელებლით. გაადნეტ კარაქი და შაქრიან ვანილთან ერთად შეურიეთ გალეტის ნაფხვენებს. მიღებული მასა მოათავსეთ ცხმიწასმულ ფორმაში და შადგით მაცივარში 30 წთ.
  2. შეურიეთ ერრთმანეთს ხაჭოსებრი ყველი, შაქარი და ფქვილი. სათითაოდ დაუმატეთ კვერცხები. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.
  3. ვანილის ჩხირი გახლიჩეთ სიგრძეზე, ამოაცალეთ გული და შეურიეთ ყველიან მასას. დაუმატეთ გახეხილი ლიმონისა და ფორთოხლის კანი. ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე და შეურიეთ მიღებულ მასას.
  4. პერგამენტი დაჭერით 80 სმ სიგრძის ზოლებად და ჩააფინეთ ფორმის გვერდებზე.
  5. ყველიანი მასა დაასხით გალეტიან ფენაზე და აცხვეთ 15 წთ. დაიყვანეთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და აცხვეთ  კიდევ 1სთ. და 45 წთ. ცხობისას ღუმლის კარი არ გამოაღოთ , თორემ ნამცხვარი არ ამოფუვდება.
  6. როდესაც ნამცხვრის გამოცხობამდე 20 წთ დარჩება, შეურიეთ ერთმანეთს არაჟანი და შაქრიანი ვანილი, მიღებული მასა წაუსვით ნამცხვარს და განაგრძეთ ცხობა. გამორთეთ ღუმელი და ნამცხვარი მთელი ღამით შიგ დატოვეთ. გამოიღეთ, მოაცილეთ პერგამნეტი და მოაყარეთ შაქრის პუდრა.

 

ნიგვზიანი ტორტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ც კვერცხი
  • 3 ც.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 2 ს.კ თაფლი
  • 2 ჩ.ჭ რძე
  • 1 ჩ.კ სოდა
  •  1 ს.კ ძმარი
  • 300 გრ კარაქი
  • 1 ჩ.ჭ არაჟანი
  • 1 ჩ.ჭ ნიგოზი
  • ვანილი-გემოვნებით

მომზადება:

2 ცალი კვერცხი გავთქვიფოთ 2ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად სევურიოთ 2ს.კ თაფლი, 2ჩ.ჭ თბილი რძე და ავთქვიფოთ. ჩავაყაროთ სოდა-გახსნილი ძმარში,ვანილი, 4ჩ.ჭ  ფქვილი და მოვზილოთ ცომი, გავყოთ სამ ნაწილად და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ.

ფორფოტებს წავუსვათ კრემი, დავალაგოთ ერთმანეთზე,ზემოდან დავფაროთ  შოკოლადის მინანქრით.

კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: მიქსერით კარგად გავთქვიფოთ 300 გრ კარაქი, თანდათან შევაზილოთ 1ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი, 1 ჩ.ჭ არაჟანი, 1 ჩ.ჭ გატარებული ნიგოზი.

წაიკითხეთ სხვაც

charxlis namcxvari ჭარხლის ნამცხვარი

ტორტი ხილის სალათით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 კვერცხი, 150 გ შაქარი
  • 125 გ ფქვილი
  • 1 ჩ.კ ცომის საფხვიერებელი
  • 25 გ კაკაო
  •  1ჩ,კ დარიჩინი
  • მარილი
  • 800 გ ნაღები
  • 4 მწიკვი ლიმონმჟავა
  • 2 პაკეტი შაქრიანი ვანილი
  • 500 გ სხვადასხვა ხილის სალათა
  • 2 ბანანი
  • 3 ს.კ  ლიმონის წვენი
  • კვერცხის ლიქიორი სურვილისამებრ
  • შოკოლადის ბურბუშელა
  • ცხიმი ფორმისთვის

მომზადება:

  1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა 6ს.კ წყალთან და 1მწიკვ მარილთან ერტად ათქვიფეთ გამაგრებამდე. ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხის გული, შაქარი,ფქვილი, ცომის საფხვიერებელი, დარიჩინი და კაკაო. ფორმას წაუსვით ცხიმი.
  2. ცომი ჩაასხით ფორმში,აცხვეთ 30 წთ. და გააგრილეთ.
  3. ნამცხვარი გაჭერით სიგანეზე. 600 გ ნაღები  3 მწიკვ ლიმონჟავასთან და 1 პაკეტ შაქრიან ვანილთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე. შეურიეთ ხილი და მიღებული მასა წაუსვით ბისკვიტის ქვედა ფენას. ზემოდან დადეთ ბისკვიტის მეორე ფენა.
  4. დარჩენილი ნაღები 1 მწიკვ ლიმონჟავასთან და 1 პაკეტ შქრიან ვანილთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე. მიღებული კრემი წაუსვით ნამცხვრის ზედაპირსა და გვერდებს.
  5. ბანანებს გააცალეთ კანი,თხლად დაჭერით და მოასხით ლიმონის წვენი. ტორტი მორთეთ ბანანის ნაჭრებით. სურვილისამებრ ტორტი მორთეთ ბანანის  ნაჭრებით. სურვილისამებრ ტორტს შუაში ჩ.კ ზურგით რამდენიმე ღრმული გაუკეთეთ და ეს ღრმულები კვერცხის ლიქიორით ამოავსეთ. ბოლოს ტორტს შოკოლადის ბურბუშელა მოაყარეთ.

ნამცხვარი ”ზებრა”

$
0
0

შემადგენლობა:

  • 5 ც კვერცხი
  • 3 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 200 გრ კარაქი
  • 1 ჩ.ჭ არაჟანი
  • 5 ს.კ კაკაოს ფხვნილი
  •  4ს.კ რძე ან წყალი
  • სოდა, ძმარი,ვანილი-გემოვნებით

მომზადება:

ხუთი მთლიანი კვერცხისა და ორი ჩ.ჭ შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, სოდა, ძმარი, ვანილი, ფქვილი და კოვზით კარგად ავზილოთ ( ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის).

ცომი გავყოთ შუაზე. ერთ ნახევარს შევაზილოთ 2 ს.კ კაკაოს ფხვნილი. ყალიბს წავუსვათ კარაქი და რიგრიგობით დავასხათ ჯერ თეთრო ცომი,ზემოდან ყავისფერი, შემდეგ ისევ თეთრი და  ასე გავაგრძელოთ,სანამ ცომი დამთავრდება. ყალიბი შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.

როცა გამოცხვება, ზემოდან დავასხათ შოკოლადის მინანქარი( ”გლაზური”), რომელიც შემდეგნაირად უნდა მოვამზადოთ: 1ჭიქა შაქრის ფხვნილს დავამატოთ სამი ს.კ კაკაოს ფხვნილი, 4ს.კ რძე ან წყალი და დავდგათ ცეცხლზე, დავამატოთ 50 გრ კარაქი ,წამოვადუღოთ და ცხელი დავასხათ ნამცხვარს.

წაიკითხეთ სხვაც

DSC04272 ტორტი ‘’ ღრუბლის ქულა ‘’

ნამცხვარი ნუშის გალეტით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 კვერცხი
  • 100 გ შაქარი
  • 65 გ ფქვილი
  • 1 ც.კ ცომის საფხვიერებელი
  • 1 პაკეტი შოკოლადის პუდინგის ფხვნილი
  • 400 გ ნაღები
  • 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
  • 2 მწიკვი ლიმონჟავა
  • 200 გ ნუშის გალეტი
  • 4 ს.კ შოკოლადის ბურბუშელა
  • პერგამნეტი

მომზადება:

  1.  გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, ცომის საფხვიერებელი,შოკოლადის პუდინგის ფხვნილი და დაუმატეთ კვერცხიან მასას.
  2. ფორმაში ჩააფინეთ პეგამენტი. ცომი ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 30 წთ. გააგრილეთ და გაჭერით სიგანეზე.
  3. ნაღები შაქრიან ვანილთან და ლიმონჟავსთან  ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე. ნუშის გალეტების 3/4 ჩაყარეთ პარკში,მსხვილად დაფხვენით და შეურიეთ ათქვეფილ ნაღებს. მიღებული კრემი თანაბრად წაუსვით ქვედა ფენას.

წაიკითხეთ სხვაც

ruleti_ რულეტი

ტორტი ‘’ დღე და ღამე’’

$
0
0

შემადგენლობა:

  •  13 ც კვერცხი
  • 5 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 300 გრ კარაქი
  •  2ჩ.ჭ მაწონი ან არაჟანი
  • 4.5 ჩ.ჭ ფქვილი
  • 2ს.კ კაკაოს  ფხვნილი
  • 1 ლიტრი რძე
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1ს.კ ძმარი
  • 1 ჩ,კ ნიგოზი
  • 50 გრ შოკოლადი
  • ვანილი-გემოვნებით

მომზადება:

5 მთლიანი კვერცხი კარგად გავთქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ ჩ.ჭ არაჟანი ან მაწონი, სოდა-გახსნილი ძმარში, ვანილი, 2ჩ.ჭ ფქვილი, კარგად მოვურიოთ, ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში და გამოვაცხოთ ( ეს იქნება ‘’ დღე’’)

 მოვამზადოთ ზუსტად იგივე შემადენლობით მეორე ცომი, მხოლოდ წინასწარ დავამატოთ 2ს.კ კაკაოს ფხვნილი და 1ჩ.ჭ, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი, მიღებული მუქი ფერის ცომი გამოვაცხოთ ცხიმწასმულ იგივე ყალიბში ( ეს იქნება ‘’ღამე’’)

როცა გამოცხვება წავუსვათ კრემი პირველ ბისკვიტს,დავაფაროთ მეორე ბისკვიტი, წავუსვათ კრემი და ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი შერეული დაფხვნილ შოკოლადთან ერთად.

კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:

3 კვერცხისა და 2 ჩ.ჭ შაქრს ფხვნილთან  გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 4ს.კ პურის ფქვილი, თანდათანობით დავასხათ ცხელი რძე და როცა კარგად გაიხსნება,დავდგათ ცეცხლზე, წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ და გაციების შემდეგ შევათქვიფოთ 300 გრ კარაქი.

წაიკითხეთ სხვაც

gargariiisss გარგარის შტრუდელი

ჰოლანდიური ნამცხვარი ალუბლით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  გაყინული ფენოვანი ცომი (450 გ)
  • 300 გ ალუბალი
  • 150 მლ ალუბლის წვენი
  • 100 გ შაქრის პუდრა
  • 1 ს.კ სახამებელი
  • 2 ს.კ შაქარი
  • 200 გ ნაღები
  • 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
  • პერგამენტი

მომზადება:

  1.  გაალღვეთ ფენოვანი ცომი. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი.
  2. ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით კვადრატებად ( 12 ნაჭერი), დადეთ საცხობ ფირიტაზე და აცხვეთ 15 წთ.
  3. ალუბალი გარეცხეთ და გამოაცალეთ კურკა. შაქრის პუდრა გახსნეით 2-3 ს,კ ალუბლის წვენში და მიღებული მინანქარი შეინახეთ. სახამებელი გახსენით 3ს.კ ალუბლის წვენში. ალუბალი დარჩენილ წვენთან და შაქართან ერთად წამოადუღეთ, შეურიეთ სახამებლიანი წვენი, კიდევ ერთხელ წამოადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. ნაღები და შაქრიანი ვანილი ათქვიფეთ გამაგრებამდე.
  4. ცომის თორმეტივე ნაჭერი გაჭერით სიგანეზე. 8 ზედა ნაჭერს ალუბლის წვენისა და შაქრის პუდრას მინანქარი წაუსვით და დადეთ დასაშრობად. სხვა 8 ნაჭერზე გაანაწილეთ ლუბლიანი მასა და ცოტ-ცოტა ნაღებიც გადაუსვით. დარჩენილი 8 ნაჭერი ზემოდან დაადეთ და კვლავ ათქვეფილი ნაღები წაუსვით, თავზე კი მინანქრიანი ნაჭრები დაადეთ.

წაიკითხეთ სხვაც

lokokina ნამცხვარი '' ლოკოკინა''

ქადა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ კარაქი ან მარგარინი
  • 0.5 ლ მაწონი
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ს.კ სოდა
  • 2 ს,კ ძმარი
  • მარილი-გემოვნებით
  • პურის ფქვილი

მასალა ქადის გულისათვის:

  • 9 ს.კ ზეთი
  • 1 .5 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 3 ჩ.ჭ ფქვილი
  • ვანილი, მარილი-გემოვნებით

მომზადება:

კარაქი ან მარგარინი დავკეპოთ დანით, დავაყაროთ პურის ფქვილი და გავაგრძელოთ დაკეპვა, დავამატოთ სოდა, გახსნილი ძმარში და თანდათან მივუმატოთ მაწონი ( მივიღებთ დაკეპილ ცომს). გავყოთ ოთხ ნაწილად, გავაბრტყელოთ სათითაოდ, დავაყაროთ ქადის გული, გადავკეცოთ, გადმოვკეცოთ და შევდგათ მაცივარში, ას მოვიქცეთ თითოეული ცომის დამუშავებისას. გავიმეოროთ 2-3 ჯერ. შემდეგ გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ ფორმებით, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული, დავალაგოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.

ქადის  გული მოვამზადოთ შემდეგნაირად: პურის ფქვილი მოვშუშოთ ტაფაზე, დავამატოთ ზეთი და გავაგრძელოთ შუშვა. დავამატოთ შაქრის ფხვნილი,ვანილი და გავყოთ ოთხ ნაწილად.

ტორტი ”თოლია”

$
0
0

შემადგენლობა:

  •  6 ც კვერცხი
  • 3 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 300 გრ კარაქი
  • 200 გრ მარგარინი
  • 1 ჩ.ჭ ნიგოზი
  •  1 ჩ.ჭ მურაბა ( კურკაგამოცლილი)
  • 1 ჩ.კ ძმარი
  •  მარილი-გემოვნებით

მომზადება:

6 კვერცხის გულითა და ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავამატოთ გამდნარი 300 გრ კარაქი და 200 გრ მარგარინი, ერთი ჩ.კ სოდა-გახსნილი ერთ ს.კ ძმარში, მარილი, ვანილი, დავაყაროთ 5 ჭ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი.

თუნუქის ფირფიტას დავაფაროთ პერგამნეტის ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, ცომი მთლიანად მოვათავსოთ ფირფიტაზე და ხელით გავაბრტყელოთ ისე, რომ ფირფიტა მთლიანად შეივსოს. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი, მოხალული ნიგოზი და ხელის გულით შევურიოთ ცომში. ზემოდან მოვაყაროთ ალუბლის, ღონღოშოს ან შინდის კურკაგამოცლილი მურაბა.

6 ც კვერცხის ცილა დიდხანს ვთქვიფოთ, სანამ ”ღრუბელივით” არ გახდება, შევათქვიფოთ ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილი და გავაგრძელოთ თქვეფა. მიღებული  მასა ტორტის  გასაფორმებელი ფორმით ან კოვზით ლამაზად დავალაგოთ მურაბის ზემოდან და შევდგათ თბილ ღუმელში გამოსაცხობად. როცა ბეზეს ზედაპირი ოდნავ შეწითლდება,ნამცხვარი მზად იქნება.

ტორტი ‘’ ვიქტორია’’

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 ცკვერცხი2
  • 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 1 ჩ.ჭ არაჟანი
  • 1 ჩ.ჭ მაწონი
  • 200 გრ ნიგოზი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1 ს.კ ძმარი
  • ვანილი-გემოვნებით

მომზადება:

3 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად. თანდათან დავამატოთ 1ჭიქა არაჟანი, 1 ჭიქა მაწონი, სოდა-გახსნილი ძმარში. მოვზილოთ ძალიან ნაზი ( სქელი არაჟნის სისქის) ცომი, ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად. როცა ნახევრად გამოცხვება, დავასხათ ცილის მასალა, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:

მიქსერით გავთქვიფოთ 3 კვერცხის ცილა, შევათქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი. როცა კარგად გასქელდება, თანდათან დავამატოთ 200 გრ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი, ეს მასა დავასხათ ცომს და გამოვაცხოთ ბოლომდე.

წაიკითხეთ სხვაც

keqsunebi stafiloti კექსუნები სტაფილოთი

იოგურტისა და ლიმეტის ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  600 გრ იოგურტი, 150 გ ფქვილი
  •  200 გ შაქარი, მარილი. 5 კვერცხი, 100 გ კარაქი
  •  100 გ თხლად დაჭრილი ნუში
  •  5 ფირფიტა თეთრი ჟელატინი
  • 3 ლიმეტი, 150 გ ლიმონის ჟელე
  •  100 გ ფხვიერი გალეტი, 100 გ ლიმონის კანის ცუკატი
  • ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისთვის
  • ფქვილი სამუშაოდ, პერგამენტი

მომზადება:

  1.  იოგურტი დასაწურად მოათავსეთ  საცერზე. ფქვილი დაყარეთ სამუშაო ზედაპირზე და შუაში ჩააღრმავეთ. ღრმულში ჩაყარეთ შაქრის ნახევარი, 1 მწიკვი მარილი და დაუმატეთ 1 კვერცხი. შეურიეთ კარაქი, დაჭრილი ნუში და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. გაახვიეთ თხელ პარკში და შედეთ მაცივარში 30 წთ.
  2. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. ცომი გააბრტყელეთ, ჩადეთ ფორმაში და ჩანგლით დაჩხვლიტეთ.აცხვეთ 25 წთ. და ფორმაშივე გააგრილეთ.
  3. ჟელატინი დაარბილეთ ცივ წყალში.გახეხეთ ლიმეტის კანი და გამოწურეთ წვენი. დარჩენილი 4 კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. კვერცხის გული, დარჩენილი შაქარი, ლიმეტის წვენი და ცედრა ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ჟელატინი გაადნეთ დაბა; ცეცხლზე. კვერცხიან კრემს შეურიეთ ჟელატინი და გაწურული იოგურტი.
  4. ნამცხვრის ძირს წაუსვით ლიმონის ჟელე, ზემოდან მოაწყვეთ გალეტი. ფორმის კედლებზე მიაფინეთ პერგამენტი, რომ კრემი ფორმის კედელს არ შეეხოს. კვერცხის ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე და ფრთხილად შეურიეთ შესქელებულ იოგურტის კრემს, წაუსვით ნამცხვარს და სჶდგით მაცივარში 2-3 სთ.
  5. გამოიღეთ ნამცხვარი, მოაცილეთ პერგამენტი. ტორტის გვერდები მორთეთ თხლად დაჭრილი ლიმეტით.

წაიკითხეთ სხვაც

torti obobis qseli ტორტი ''ობობის ქსელი''

მაყვლის ნამცხვარი ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  200 გ კარაქი
  • 200 გ შაქარი
  • მარილი
  •  2 კვერცხის გული
  •  250 + 3 ს.კ ფქვილი
  •  250 გ ლობიო, მუხუდო ან ბარდა ბრმად ცხობისთვის
  • 500 გ მაყვალი
  •  125 გ ნიგოზი
  •  1 ლიმონის ცედრა
  •  2 კვერცხი
  •  100 გ ათქვეფილი ნაღები
  • კარაქი ფორმისთვის

მომზადება:

  1.    125 გ კარაქის, 125 გ შაქრის, 1 მწიკვი მარილის, კვერცხის გულისა და 250 გ ფქვილისაგან მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. ფორმას წაუსვით კარაქი. ცომი ჩადეთ პარკში, თხლად გააბრტყელეთ, სემდეგ მოათავსეთ ფორმაში და გაუკეთეთ 2სმ სიმაღლის გვერდები. შედგით მაცივარში 2 სთ.
  2. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ცომის ძირი დაჩხვლიტეთ ჩანგლით, დააფინეთ ალუმინის ფოლგა, ზემოდან მოაყარეთ 250 გ ლობიო და აცხვეთ 15 წთ. მოაშორეთ ლობიო და ფოლგა.
  3.  მაყვალს წყალი გადაავლეთ და დაყარეთ საწურზე. შეინახეთ რამდენიმე ნიგვზის ლებანი, დანარჩენი ნიგოზი კი დაფქვით. გამომცხვარ ფენას მოაყარეთ 3ს.კ დაფქული ნიგოზი, 75 გ შაქარი, 75 გ კარაქი, ლიმონის ცედრა,2 მთლიანი კვერცხი და 3ს.კ ფქვილი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ დარჩენილი დაფქული ნიგოზი.        
  4.         ნიგვზიანი მასა დაასხით გამომცხვარ ფენაზე და ზედ მაყვალი მოაწყვეთ. აცხვეთ 25-30 წთ. გაგრილებული ნამცხვარი მორთეთ ნიგვზის ლებნებით. მიირთვით ათქვეფილ ნაღებთან ერთად.

წაიკითხეთ სხვაც

bat ბატიბუტის ნამცხვარი

ტორტი ”ჰაეროვანი”

$
0
0

შემადგენლობა: 

  •  6 ც კვერცხი
  •  2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  •  150 გ კარაქი
  •  1 ჩ.ჭ რძე
  •  0.5 ჩ.ჭ სოდა
  •  1 ჩ.კ ძმარი
  • კონიაკი, ვანილი-გემოვნებით

მომზადება:

6 კვერცხი დიდხანს ვთქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად. დავამატოთ სოდა-გახსნილი ძმარში, 1  ჭიქა ფქვილკი, ფრთხილად ავურიოთ, ჩავასხათ  ყალიბში და გამოვაცხოთ ნელ ცეცხლზე, როგორც  ჩვეულებრივი ბისკვიტი.

როცა კარგად გაცივდება, წავუსვათ კრემი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:

150 გრ კარაქი ავთქვიფოთ, ნელ-ნელა დავამატოთ 1 ჩ.ჭ ფხვნილი და თითო ჩაის კოვზით შევათქვიფოთ 1 ჩ.ჭ ოდნავ თბილი რძე. დავამატოთ ცოტა კონიაკი და ვანილი.


ტორტი მსხლითა და შოკოლადით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  60 გ კარაქი
  •  125 გ შაქარი
  •  3 კვერცხი
  •  1 ჩ.კ რომის ესენცია
  • 3ს.კ დაფქული ნუში
  • 100 გ ფქვილი
  • 1 ჩ,კ ცომის საფხვიერებელი
  • 500 გ მსხალი
  • 600 გ ნაღები
  •  900 გ ”როლო”( კარამელისგულიანი შოკოლადის კანფეტი)
  • 3 მწიკვი ლიმონჟავა
  • 50 გ შოკოლადის ბურბუშელა
  • პერგამენტი

მომზადება:

  1.  ფორმაში ჩააფინეთ პერგამნეტი. გააცხელეთ ღუელი 185 გრადუსამდე.
  2. კარაქი შაქართან და კვერცხთან ერთად ათქვფიეთ ჰაეროვანი მასისი მიღებამდე. დაუამეთ რომის ესენცია და ნუში. შეურიეთ ფქვილი და ცომის საფხვიერებელი. მიღებული ცომი ჩაასხით ფორმაში.
  3. მსხალი დაჭერით, თანაბრად გაანაწილეთ ცომზე და აცხვეთ 45 წთ. გამოიღეთ და გააგრილეთ.
  4. შოკოლადის რამდენიმე კანფეტი გადაინახეთ მოსართავად,. ნაღები დანარჩენ შოკოლადთან ერტAდ ადუღეთ,  სანამ შოკოლადი ნაღებში არ გაიხსნება. გააგრიკლეთ და შედგით მაცივარსი 1 ღამით.
  5. მეორე დღეს შოკოლადიანი ნაღები ლიმონჟავასთან ერთად ათქვფიეთ გამაგრებამდე. კრემი თანაბრად წაუსვით ბისკვიტს. ტორტი მორთეთ შოკოლადის ბურბუშელით და დარჩენილი შოკოლადით.

წაიკითხეთ სხვაც

mkeravis torti მკერავის ტორტი

ნამცხვარი ”არაჟნის კრემით”

$
0
0

შემადგენლობა:

  •  2 ც კვერცხი
  • 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  •  3 ს.კ თაფლი
  •  100 გრ კარაქი
  • 200 გრ არაჟანი
  • 3.5 ჩ.ჭ ფქვილი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1ს.კ ძმარი
  • ვანილი-გემოვნებით

მომზადება:

2 კვერცხი კარგად ავთქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად, დავასხათ 3 ს.კ თაფლი, 100 გრ გამდნარი კარაქი, სოდა-გახსნილი ძმარში, ვანილი. ეს ნარევი ჩავვდგათ ადუღებულ წყალში და გავაცხელოთ დაახლოებით 60 გრადუსამდე. გადმოვდგათ და შევაზილოთ 3.5 ჩ.ჭ ფქვილი.ცომი  გავყოთ ოთხ ნაწილად და გამოვაცხოთ ცალ-ცალკე, როცა განელდება, ფენებს შორის წავუსვათ კრემი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:

1 ქილა (200 გრამი)  არაჟანი გავთქვიფოთ, თანდათან შევათქვფიოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი, სანამ ჰაეროვან მასას არ მივიღებთ. კრემი შევდგათ მაცივარში 2-3 საათით და მერე წავუსვათ. ნამცხვარი შეიძლება მოვრთოთ ამავე კრემით, ან გადავასხათ შოკოლადის მინანქარი.

წაიკითხეთ სხვაც

IMG_3785 სტაფილოს ტორტი

ფენოვანი ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  850 გრ მარგარინი
  • 2 ც კვერცხი
  •  ფქვილი-რამდენიც დასჭირდება
  •  1ს.კ ძმარი
  •  1.5 ჩ.ჭ წყალი
  •  ცალკე  მასალა მოხარშული კრემისთვის

მომზადება:

1.5 ჩ.ჭ ცივი წყლით, 1ს.კ კოვზი ძმრით, 2 კვერცხის გულითა და 100 გრ მარგარინით მოვზილოთ რბილი ცომი.

მოვამზადოთ გული შემდეგნაირად: 750 გრ მაგრგარინი ავზილოთ 1.5 ჩ.ჭ ფქვილთან ერად. გავყოთ ცომი ოთხ ნაწილად.

ცომი გავაბრტყელოთ და ზედ ოთხადგაყოფილი გულის ერთი ნაწილი მოვათავსოთ. მერე დავახვიოთ რულეტივით და კვლავ  გავაბრტყელოთ. ორჯერ გაბრტყელების შემდეგ ეს ცომი ჩავდოთ ცელოფნის პარკში და შევდოთ მაცივრის საყინულეში 30 წუთით. როცა გამოვიღებთ, კვლავ გავაბრტყელოთ, დავადოთ ” გულის” მესამე ნაწილი, ისევ გავაბრტყელოთ, დავადოთ ”გულის” მეოთხე ნაწილი, ისევ გავაბრტყელოთ, დავადოთ ”გულის” მეოთხე ნაწილი და კვლავ გავაბრტყელოთ. ყოველი გაბრტყელებისას ცომი საწინააღმდეგო  მიმართულებით უნდა გაბრტყელდეს , ე.ი ჯერ სიგრძეზე, მერე სიგანეზე ( სულ ოთხჯერ), ისევ შევდოთ მაცივარში 30 წუთით. მაცივრიდან მეორედ გამოღების შემდეგ ცომი გავყოთ ოთხ ნაწილად, გავაბრტყელოთ და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ. ფირფიტები გავაგრილოთ, შემდეგ ეს ფირფიტები შევაერთოთ მოხარშული კრემის საშუალებით.

წაიკითხეთ სხვაც

namcvxvari galetebit ნამცხვარი გალეტებით

ფილადელფიური ყველის ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 250 გ გალეტი
  • 185 გ დარბილებული კარაქი
  • 1 პაკეტი ხილის ჟელეს ფხვნილი ( ლიმონის აროამტით)
  • 2 პაკეტი შაქრიანი ვანილი
  •  200 გ ცხიმიანი ხაჭოსებრი ყველი
  • 250 გ უცხიმო ხაჭო
  • 1 ლიმონი
  • 100 გ + 1 ს.კ შაქარი
  • 300 გ ნაღები
  • 1 მწიკვი ლიმონჟავა
  • 2 ს,კ დაჭრილი ფსტა

მომზადება:

  1.  ბალეტები მოათავსეთ ცელოფნის პარკში და დაფხვენით ცომის საბრტყელებლით. შეურიეთ კარაქი. როდესაც მასა შეიკვრება,დადეთ ფორმის ძირზე და გააბრტყელეთ.
  2. ხილის ჟელეს ფხვნილი შაქრიან ვანილთან ერთად გახსენით 1/4 ლ ცივ წყალში. გააჩერეთ 5წთ. გააცხელეთ და თან ურიეთ . გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
  3. ხაჭო და ხაჭოსებრი ყველი მოათავსეთ ჯამში. ლიმონი ცხელი წყლით გარეცხხეთ, გათალეთ და წვრილ ზოლებად დაჭერით, გამოწურეთ წვენი და 100 გ შაქართან ერთას შეურიეთ ხაჭოს. დაუამტეთ ხილის ჟელე.
  4. ნაღები ლიმონჟავასთან ერთად ათქვფიეთ გამაგრებამდე, შეურიეთ ხაჭოიან მასას და გაანაწილეთ გალეტიან ფენაზე. შემოახვიეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში 2-3 სთ.
  5. ლიმონისკ ანი 1ს.კ შაქართან და ცოტა წყალთან ერად წამოადუღეთ. გააგრილეთ და ფსტასთან ერტად მოაყარეთ ნამცხვარს.

წაიკითხეთ სხვაც

nuSis--namcxvari ნუშის ნამცხვარი

ნამცხვარი ვაშლით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც კვერცხი
  • 200 გრ კარაქი ან მარგარინი
  • 2-3 ს.კ არაჟანი
  • 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 3 ც.ჭ ფქვილი
  •  1 კგ ვაშლი

მომზადება:

4 კვერცხის გული გავთქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად. დავამატოთ დარბილებული 200 გრ კარაქი ან მარგარინი, 2-3 ს.კ არაჟანი ან მაწონი,, სოდა გახსნილი ძმაღი, 3 ჩ.ჭ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომი გავყოთ 3 თანაბარ  და ერთ პატარა ნაწილად, გამოვაცხოთ ფირფიტები აირღუმელში მრგვალ ფორმაში. როცა გაცივდება, ფირფიტებს შორის წავუსვათ ვაშლის გულსართი, რომელიც შედეგნაირად მზადდება:  ვაშლი გავფცქვნათ, გავხეხოთ წმინდა სახეხზე, დავაყაროთ 1 ც.ჭ შაქრის ფხვნილი, დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ, 4 კვერცხის ცილა გავთქვფიოთ კარგად, სანამ თეთრ, მაგარ ქაფს არ მივიღებთ. თანდათან შევათქვიფოთ ვაშლის პიურე. მიღებული მასა წავუსვათ ფირფიტებს, ერთმანეთზე დავალაგო, ბოლო ფირფიტას წავუსვათ ვაშლი და მოვაყაროთ პატარა ფირფიტის ნაფხვენი.

წაიკითხეთ სხვაც

Year: 2008 Month: 07 Page: 165-184 ალუბლის ნამცხვარი ხაჭოთი
Viewing all 1804 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>