შემადგენლობა:
- 1 კოლოფი ” მალიუტკა”
- 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
- 100 გრ კარაქი
- 0.5 ჩ.ჭ ნიგოზი
- 0.5 კოლოფი კაკაოს ფხვნილი
- ვანილი-გემოვნებით
მომზადება:
ნახევარი ჩ.ჭ ადუღებულ წყალში ჩავყაროთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი, დავამატოთ 100 გრ კარაქი, 3ს.კ კაკაოს ფხვნილი და წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ 0.5 ჩ.ჭ წვრილად დაჭრილი ნიგოზი, ვანილი, ერთი კოლოფი ბავშვის საჭმელი მალიუტკა, კარგად ავურიოთ. უნდა მივიღოთ სქელი მასა. ავიღოთ პატარ-პატარა გუნდები, მივცეთ ” ტრიუფელის” ფორმა, ამოვავლოთ კაკაოს ფხვნილში და შევდგათღ მაცივარში. 2-3 საათით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
მოცვის მურაბა |