შემადგენლობა:
- 4 ცკ ვერცხი
- 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი (ცომისთვის)
- 1 ჩ.ჭ მაწონი
- 150 გრ კარაქი ( ცომისთვის)
- 1ჩ.კ სოდა
- 1ს.კ ძმარი
- 1 ჩ,ჭ ნიგოზი
მომზადება:
კვერცხის გულები და შქრის ფხვნილი კარგად ავთქვფიოთ მიქსერით, დავამატოთ მაწონი, სოდა, გახსნილი ძმარში, მარილი, გამდნარი კარაქი და მოვზილოთ ნაზი, რბილი ცომი. ცომი გავყოთ 3 ნაწილად, თითოეული ცომის გუნდა თუნუქის ფურცელზე გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ.
მიქსერით ავთქვფიოთ ცილები, თანდათან დავუმატოთ ნახევარი ჩ,ჭ შაქარი, წვრილად დაჭრილი, მოხალული ნიგოზი და გავაგრძელოთ თქვეფა. ეს მასა გავყოთ ორად. წავუსვათ გამომცხვარ ფირფიტას, დავაფაროთ მეორე ფენა, კიდევ წავუსვათ, დავაფაროთ მესამე ფენა, ზემოდან წავუსვათ შოკოლადის მინანქარი.
შოკოლადის მინანქრის მომზადების წესი:
2ს.კ კაკაოს დავაყაროთ ნახევარი ჩ.ჭ შაქარი, დავასხათ 3ს.კ რძე ან წყალი, 50 გრ კარაქი და დავდგათ ცეცხლზე. როცა წამოდუღებას დაიწყებს, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ცხელივე წავუსვათ ზემოდან ტორტს.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
შოკოლადის ნამცხვარი ნიგვზით |