Quantcast
Channel: ნამცხვრები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

ტორტი ”პრეზიდენტი”

$
0
0

შემადგენლობა:

ცომისთვის:

  • 2 კვერცხი, 1.5 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 1.5 ჭიქა მაწონი, 1ჩ.კ სოდა
  • 150 გრ ერბო, 2 ჭიქა ფქვილი
  • 2ს.კ უნალექო ყავა, 2ს.კ შავი ყავა

კრემისთვის:

  • 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე
  • 250 გრ კარაქი, 2ს.კ უნალექო ყავა

ბეზესთვის:

  • 5 კვერცხის ცილა
  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი

მომზადება:

ცომის  მოსამზადებლად კვერცხები ავთქვფიოთ შაქრის ფხვნილთან ერთად, დავუმატოთ მაწონი სოდით, ერბო, უნალექო და შავი ყავა და გაცრილი ფქვილი. ცომი გავყოთ 2 ნაწილად და  ცალკ-ცალკე გამოვაცხოთ 200 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ აერღუმელში.

ბეზეს მოსამზადებლად კვერცხსი ცილა ავთქვფიოთ, დავუმატოთ შაქრის ფხვნილი. აერღუმელი  გავაცხელოთ 160 გრადუს ტემპერატურაზე. ტაფაში კალკა ჩავფინოთ, მაგრამ ცხიმი არ წავუსვათ, შიგ ცომი ჩავასხათ და გამოვაცხოთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ  ტემპერატურა შევამციროთ 120 გრადუსამდე და გამოვაცხოთ 1 საათის განამვლობაში შევარდისფერებამდე.

კრემის მოსამზადებლად კარაქი ავთქვფიოთ სანამ გათეთრდება, თანდათანობით დავუმატოთ შესქელებული რძე , ყავა.

ტორტის ასაწყობად ბისკვიტის პირველ ფენას კრემი წავუსვათ, დავადოთ ბეზე, შემდეგ კვლავ კრემი წავუსვათ, დავადოთ მეორე ენა,. ზედაპირზე კრემი წავუსვათ და მოვრთოთ ნიგვზებით.

წაიკითხეთ სხვაც

taflis prianikebi თაფლის პრიანიკები

Viewing all articles
Browse latest Browse all 1804

Trending Articles